ჩოხატაურის მერიის თანამშრომელი თანამშრომელი მანანა კალანდაძე გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა.
დღე არ ყოფილა შენზე არ მეფიქრა…….
ვიცოდი რა მძიმე მდგომარეობაში იყავი,მაგრამ ჯიუტად მჯეროდა რომ მალე გნახავდი….
სიკეთით და სიყვარულით სავსევ,ხელმადლიანო,ჩემო უსაყვარლესო
მეგობარო, მეზობელო,ახლობელო…..ამ საწუთროში სამწუხაროდ დამთავრდა ჩვენი ლამაზი ურთიერთობა….
როგორ მენანები, გოგო, რომ იცოდეეეე…..
ჩემო მანანა…
ჩემო ტკბილო…
ჩემო ძვირფასო! _ წერს ემიგრაციაში მყოფი თამილა კალანდაძე.
იქვე ქალბატონ მანანას ახლობლები ემშვიდობებიან.
გამორჩეული სანდოობით, ერთგულებით, პასუხისმგებლობით;
საუკეთესო ადამიანი დაკარგა ჩოხატაურმა;
ჩვენო თბილო მანანიკო, როგორ დაგვაკლდები;
წერენ სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს მანანა კალანდაძის ოჯახს, ახლობლებს ძვირფასი ქალბატონის გარდაცვალების გამო.