„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, სენაკში შვილმა მამა დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას.
































































