„შემოქმედში, კალანდობის დღესასწაულზე მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორმა მზია ამაღლობელმა პოლიციელზე განზრახ თავდასხმა განახორციელა.
_ ბატონო შალვა, ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი დგებუაძე მზია ამაღლობლის მისამართით იგინება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით იმუქრება…
_ ეგ კადრები მე არ მინახავს. რაც ყველამ ვნახეთ არის ის, რომ მოხდა განზრახ თავდასხმა პოლიციელზე, რაც სამწუხაროა.
გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაც ემოციაში იყოს, მაგრამ თუ ჟურნალისტი ხარ და ჟურნალისტური საქმიანობას ახორციელებ, მაშინ ემოციებში ვერ იქნები.
_ „ბათუმელები“ არის ერთ-ერთ გავლენიანი მედიასაშუალება _ ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს. გარდა მზია ამაღლობელისა, დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორიც, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა…
_ იმ კადრებში, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ „ბათუმელების“ რედაქტორმა იძალადა პოლიციელზე.
სამწუხაროა, რომ ყველაზე გავლენიანი მედია საშუალების წარმომადგენელი ძალადობს.
ავტორი