“გურია ნიუსის” წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემსხვერპლა.
როგორც წყარო გვიყვება, ავტოსაზგაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი, 49 წლის მამაკაცი სამეგრელოდანაა.
“საშინელებაა. პროზექტურაში ცხედრები ძლივს ამოიცნეს. როგორც ცნობილია, ავტომობილს, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართველი მართვადა, საბურავები გაუსკდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.
უცნობია, როდის მოხდება მათი გადმოსვენება სამშობლოში”, _ გვეუბნება წყარო. ინფორმაციას გვიდასტურებს მერის წარმომადგენელი იმ სოფლიდან, საიდაც ერთ-ერთ გარდაცვლილი იყო.