https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვერდანახული ბავშვების არდანახული ბავშვობა

10:06; 10.06.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“კი, არ გვეხალისება ჩაის კრეფა, არც გვსიამოვნებს, მაგრამ ჩვენი ფული გვაქვს და ჩვენ თითონ ვყიდულობთ ტანსაცმელს, ტელეფონს, სხვადასხვა ნივთს, რაც გვჭირდება“; “სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ მუშაობას თავს არ დავანებებ, რადგან ჩემი ფული მაქვს. სკოლის დამთავრების დროს მანქანა მინდა ვიყიდო“; “ისეთებს ნახავთ სამუშაოზე, რომ მათთვის, დამატებითი დატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ რა ქნან, უჭირს ხალხს“… _ “გურია ნიუსთან“ საუბარი ორ ათეულზე მეტი რესპონდენტიდან, მაშინ, მხოლოდ ორმა მოზარდმა ისურვა. პირობითად, მათ ნიკა და დათო დავარქვათ. ისინი სკოლაში სწავლობდნენ და ზაფხულობით, მეზობელ ქვეყანაში ჩაის საკრეფად დადიოდნენ… პანდემიამდე.

“დღის განმავლობაში ორ საათს ვმუშაობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ“, _ ამბობდა ჩვენთან საუბარში დათო, თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მძიმე შრომის სიმსუბუქეში ჩვენი დარწმუნება სურდა, რადგან იქვე მყოფმა ნიკამ გვითხრა, რომ სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება და დასვენებისთვის მხოლოდ 2 საათი აქვთ.

როცა მძიმე ფიზიკურ შრომაში ჩართული სკოლის მოსწავლეების შესახებ მასალა მომზადდა, ზამთრის პირი _ სწავლის სეზონი იყო და ვწერდით: “ეს დრო მანამ გაგრძელდება, ვიდრე ჩაის კრეფის ახალი სეზონი დადგება. ოზურგეთელი ბავშვები ისევ მოემზადებიან თურქეთში გადასასვლელად. სკოლაში მისულები კი, ზაფხულის ისტორიების ნაცვლად, იმ ამბებზე მოჰყვებიან, რომელიც მათ და მათ თანატოლებს ჩაის პლანტაციებში გადახდათ“. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჩაის კრეფის სეზონის ნაცვლად, მსოფლიოში ეპიდემიის სასტიკი სეზონი დადგა….

პანდემიამდე, გურიაში მცხოვრები შრომაში ჩაბმული ბავშვების შესახებ სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: ბავშვების 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული; სასწავლო პროცესში ნაკლებადჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული; თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს“.

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებულ ამ კვლევაში ისიც წერია, რომ თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში):

“პირველი ვიზიტისას ისინი საზღვარს, როგორც წესი, მშობელთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ, თუმცა, მომდევნო ვიზიტებისას მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს და პირველ ვიზიტთან შედარებით, მესამე ვიზიტისას მშობლის თანხლება 20%-ით, მეხუთე ვიზიტისას კი _ 40%-ით მცირდება. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნებს შემთხვევათა 15% არ აქვთ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (საზღვრის გადაკვეთის შესახებ), რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის. არასრულწლოვნების დროებითი შრომითი მიგრაციის ძირითადი ადგილი თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებია _ ორდუ და რიზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან მეტ–ნაკლებად ახლოსაა. ისინი ამ ქალაქებში, როგორც წესი, მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. არასრულწლოვნების სამუშაო ვადა უფრო ხშირად 3-4 კვირაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამუშაოდ უფრო მეტი დროის განმავლობაში“.

მსოფლიოში უამრავი ბავშვია ჩართული შრომის ისეთ ფორმებში, რომელიც აფერხებს მათ ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასა და განათლების მიღების შესაძლებლობას. სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე ბავშვთა შრომის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2020 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 40-დან 60 მილიონამდე იზრდება; კოვიდ-19 პანდემიის პირობებში მსოფლიო მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წლის პირველ კვარტალში 20%-ით გაიზარდა; შედეგად, ბავშვები კიდევ უფრო მოწყვლადები გახდნენ ამ პრობლემის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობამ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გამოაქვეყნა საქართველოს ოთხ რეგიონში 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც მოიცავს კოვიდ 19-ის პანდემიამდე არსებული სიტუაციის ანალიზს, ისე პანდემიის ზეგავლენის ეფექტის დადგენას ბავშვთა შრომაზე.

ამ კვლევის მიხედვით, შრომითი მიგრაცია, ბავშვთა უფლებების რეალიზების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა: “ბავშვების შრომითი მიგრაცია პრაქტიკაში გვხვდება როგორც სეზონურად, ისე ხანმოკლე და გრძელვადიანი პერიოდით, ბავშვების ასაკობრივი ჭრილი კი, უმეტესად 14-დან 18 წლამდე მერყეობს. საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის შემთხვევებზე სახელმწიფოს მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი არაეფექტიანია. საჯარო სკოლები ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას; პედაგოგები ხშირად არ ასახავენ ბავშვების მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევებს, შესაბამისად, ვერ ხერხდება მსგავსი ფაქტების დროულად გამოვლენა და აღრიცხვა“.

“როცა პანდემია არ იყო, ზაფხულში ბავშვები გადაჰყავდათ თურქეთში და ჩაის აკრეფინებდნენ. 16 წლის ზემოთ ითვლება, რომ ბავშვი შეძლებს ამ სამუშაოს და ეს არ არის დანაშაული, მაგრამ 13 წლის ბავშვებიც გაყავდათ და მუშაობდნენ ჩაიზე… ეს მიუღებელია… ზუსტად ვერ ვიტყვი, კანონმდებლობაში როგორაა , მაგრამ, 13 წლის ბავშვი არ უნდა მუშაობდეს 8-10 და 12 საათი“, _ ამბობს შინამეურნეობის წარმომადგენელი გურიიდან.

არადა, კანონი განსაზღვრავს, დაშვებებს და აკრძალვებს, თუ როდის, რა სახის სამუშაოა შესრულებაა მოზარდებისთვის დასაშვები.

„ჩვენთან არის მოცვის ქარხანა და ზაფხულში კრეფენ, მაისში, ივნისში დადიან მოცვის საკრეფად. საძნელო საქმეა არ არის ეს, მაგრამ მზეა, ცხელა ძალიან, ძალდატანებით არაა, მოხალისეები არიან… ჩემი შვილები არ გამიშვია მე“, _ ამბობს შინამეურნეობის წარმომადგენელი გურიიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გურიიდან, რომელიც აჭარის რეგიონში ატარებდა კვლევას, სახალხო დამცველის წამომადგენლებთან საუბარში ამბობს: “ვიკვლევდი აჭარის რეგიონში სკოლა–პანსიონების აღსაზრდელთა საჭიროებებს; გამოვკითხეთ 250 რესპონდენტი და აქედან, 70% სასკოლო პროცესში ვერ ერთვებოდა _ ნუ, იმ ჩართულობას, რასაც ისინი ასახელებდნენ, ვერ დავარქმევთ სრულ ჩართულობას. რა თქმა უნდა, დგებოდა იმის ეჭვი, რომ მთელი დღის განმავლობაში, მაშინ, როცა ამ ბავშვებს არ აქვთ ინტერნეტი, ჩართული არიან შინ შრომაში _ მსხვილფეხა საქონლის გარეკვა საძოვრებზე და სხვა“…

 მართალია, ბავშვები არ წარმოადგენენ COVID-19-ის ინფექციით დაავადების თუ დაავადების მძიმე მიმდინარეობის მთავარ რისკჯგუფს, თუმცა, პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ბავშვების არაერთ უფლებას: პანდემიამ გავლენა იქონია ბავშვის განათლების უფლებაზე, მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სკოლები დაიხურა და გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რის გამოც ცალსახად იკვეთება ხარისხიანი განათლების მიღების, მასზე ხელმისაწვდომობის საკითხი; მეტად პრობლემური საკითხია შშმ ბავშვისათვის განკუთვნილი პროგრამების/სერვისების დისტანციურ რეჟიმზე მიწოდება და მიწოდების შემთხვევაში სერვისის ეფექტიანობა. პანდემიით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით შეეხო ქუჩაში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ხოლო საყოველთაო კარანტინის დროს ოჯახში ან/და ბავშვის მოვლის ცენტრებში დარჩენილი ბავშვების მიმართ გაიზარდა ძალადობის გახორციელების რისკები.

მძიმე ვითარებაა საქართველოშიც, რადგან საქართველოში ბავშვები სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონისა თუ სხვა ფაქტორების გამო, სხვადასხვა შრომით აქტივობებში არიან ჩართულნი, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს ბავშვის ძირითადი უფლებების რეალიზებას, მათ შორის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, განვითარების, თავისუფალი დროისა და დასვენების ხელშეწყობას. მცირე და არასაკმარისია ასევე ბავშვთა შრომის სფეროში მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები; არაეფექტიანი რეაგირების მექანიზმის გამო, ბავშვები ვერ სარგებლობენ საჭირო მომსახურებით.

კიდევ უფრო მეტი: საქართველოში, შრომაში ჩართული ბავშვების 60%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 15 ათასი ბავშვი, სახიფათო სამუშაოს ასრულებს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამწვავდება მდგომარეობა _ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 66 მილიონამდე ბავშვი მსოფლიოს მასშტაბით, შეიძლება, პანდემიის გამო, უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობენ იმ ძირითად მიზეზებზე, რომელთა გამოც, კორონავირუსით გამოწვეული პანდემია კიდევ უფრო გააღრმავებს ბავშვთა შრომის ნეგატიურ პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში: შინამეურნეობებმა, რომელთაც კრიზისის შედეგად დაკარგეს შემოსავლის წყარო, შეიძლება უფრო აქტიურად დაიწყონ ბავშვთა შრომის გამოყენება.

ბავშვები ეთნიკური უმცირესობების ან სხვა მარგინალური ჯგუფებიდან, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, უსახლკარო, დევნილი და ლტოლვილი ბავშვები განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სახლთან მიჯაჭვულობის პირობებში გაიზრდება წნეხი გოგონებზე, რათა ისინი ჩაერთონ სახლის საქმეებში.

საინტერესოა, რომ ბავშვთა შრომას აქვს მნიშვნელოვანი გენდერული ასპექტები; საქართველოში არათანაბარი და განსხვავებულია მეურნეობასა და საოჯახო საქმეებში ჩართული არასრულწლოვნების გენდერული ჭრილი. სახალხო დამცველის წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული ზემოთ აღნიშნული კვლევის თანახმად, გოგონების დიდ ნაწილს შინ უხდება შიდა სამუშაოების, საოჯახო მეურნეობის გაძღოლა თავიანთი სწავლის, დასვენებისა და თავისუფალი დროით სარგებლობის ხარჯზე: “რიგ შემთხვევებში, მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს მისი, გოგონას „ვალი“ და ვალდებულებაა; თემში დამოკიდებულება ხშირად ტოლერანტულია ამ მხრივ, გოგოებისთვის აღზრდის წესად იქცა, რომ შეეჩვიონ საოჯახო საქმიანობას“.

„ბავშვსაც გააჩნია, მაგრამ ხომ იცით, ზოგადად როგორი გადანაწილებაა ქართულ ოჯახებში, ქალის საქმეს გოგოებს ავალებენ და მამაკაცის საქმეს _ ბიჭს“, _ ამბობს შინამეურნეობის წარმომადგენელი გურიიდან.

ამასთანავე, შრომით საქმიანობაში ჩართვა ადრეული ასაკიდან იწყება და ზოგჯერ იძულებით ხასიათს ატარებს; მაგალითად, კვლევაში მონაწილე რესპონდენტების ინფორმაციით, ბიჭები ხშირად მესაქონლეობაში არიან ჩართულნი:

 „ჩვენთან უფრო მესაქონლეობაა გავრცელებული, და უფრო მეტად ბიჭები ერთვებიან, საქონლის გადევნა, ბალახის მოთიბვა და სხვა სამუშაოები, უფრო ბიჭები აკეთებენ და ერთვებიან ამ საქმეებში ადრეული ასაკიდან. მძიმე სამუშაოა, რა თქმა უნდა, არაა მიზანშეწონილი, მაგრამ ალბათ სხვა გზა არაა და იძულებულები არიან“.

ხშირია, როდესაც არასრულწლოვნები ხანგრძლივი დროით ასრულებენ მათი ასაკისთვის შეუფერებელ და ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მძიმე დატვირთვის სამუშაოებს; ეს შეიძლება გამოიხატებოდეს სეზონურად მიწის დამუშავების, მოსავლის აღების სამუშაოებში ჩართვაში. „ჩემი მეგობარი, რომელიც ეხლა ყველამ ვიცით, რომ გურიაში არის ციტრუსის პერიოდი და თავის მამას დაყვება მზიდავად, რომ ყუთები შეალაგოს მანქანაში და მერე ტრაილერში“, _ ნათქვამია კვლევაში.

სამწუხაროდ, ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ქართული კანონმდებლობა სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ბავშვებს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ბავშვთა შრომაში ჩართვის თვალსაზრისით.

მართალია საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს კონვენციის „ბავშვის უფლებების შესახებ“ დადგენილი ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას და უფლებათა დაცვის სისტემის შექმნას, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი, ბავშვის მიმართ ძალადობის რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, სოციალური განვითარების ხელშემწყობი, ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახში მხარდამჭერი პროგრამები. მათი არარსებობა კი ეფექტურობას უკარგავს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ ბავშვის დაცვის მექანიზმებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, 2021 წელს გამოქვეყნებული შეფასებების მიხედვით, აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბავშვის უფლებათა კოდექსისა და მისგან გამომდინარე აქტების დროულად ამოქმედებისთვის, რაც გაზრდის ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტს; COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფომ, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და შეიმუშაოს შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლობა კი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსში უფრო დეტალურად უნდა გაიწეროს არასრულწლოვანთა სამუშაო საათებისა და შესვენების მარეგულირებელი ნორმები, გადაიხედოს ეროვნული კანონმდებლობა და შესაძლებლობის შესაბამისად, შეიზღუდოს ბავშვისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს დაკისრება, რომელიც შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტთან; განისაზღვროს დამსაქმებელთა დამატებითი ვალდებულებები არასრულწლოვანთა დასაქმებასთან მიმართებით; შემუშავდეს ბავშვთა შრომის სფეროს მომწესრიგებელი პოლიტიკის დოკუმენტი და რელევანტური ინსტრუმენტები; მოხდეს ჯანდაცვის რისკების შეფასების დოკუმენტის შემუშავება სამუშაო ადგილებზე ბავშვთა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ზემოქმედებისაგან დასაცავად; ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე ზედამხედველობას, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით.

რეკომენდაციებში, ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რისკ ჯგუფში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე, მათი სოციალური გაძლიერების მიმართულებით.

დღევანდელი რეალობა კი საკმაოდ სასტიკია – სახელმწიფო ვერ ხედავს სახიფათო, მძიმე და შეუფერებელ შრომაში ჩართულ 15 ათასზე მეტ ბავშვს, რომლებსაც ემუქრებათ გამოტოვონ ცხოვრების ყველაზე ლამაზი _ “ბავშვობის სეზონი“. მათი რაოდენობა, დიდი ალბათობით, პოსტკოვიდური პანდემიის მერე, საგრძნობლად გაიზრდება.

საქართველოს ღვთის შვილთა კავშირის პრეზიდენტი ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია იძულებით შრომაში ჩართულ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო მიდგომის სასწრაფოდ შეცვლა: „პრობლემა დარჩება პრობლემად, თუკი, სახელმწიფო დონეზე არ შეიცვალა მიდგომა. უპირველესად, ბავშვთა ზრუნვის სისტემამ, შრომის პოლიტიკამ უნდა დაინახოს ეს ბავშვები. ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულაციები ჩამოყალიბდება, მანამდე ყველა იმ სტრუქტურის კოორდინაციაა საჭირო, რომლებიც შემხებლობაში არიან ამ კატეგორიის ბავშვებთან; არ უნდა მოხდეს იმით შემოფარგვლა, რომ ეს ბავშვები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან… სახელმწიფომ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ერთობლივი კოორდინაციით უნდა იმუშაოს, სახელმწიფომ უნდა დაინახოს ეს ბავშვები“.

გიორგი გირკელიძე, ლისა კოროშინაძე

ფოტო ეკუთვნის: www.rizevizyon.com-ს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026

თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

თალაკვაძე: კანონპროექტი არ ეხება მათ, ვინც გადალახავს ერთ პროცენტიან ბარიერს, მაგრამ პარლამენტში ვერ შემოვა

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო