https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ და რატომ „იძალადა“ ამომრჩეველზე

16:06; 30.06.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ამომრჩეველზე ძალადობა“, „საჩვენებელი აქტი“ „კოდექსის დარღვევა“, _ ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ, რომელიც დღეს ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.

ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა შორის არიან:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,  მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი,  ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, საქართველოს მედია კლუბი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, რეგიონის განვითარების ცენტრი და ა.შ დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც  მედიას და მოსახლეობას სასამრთლოში შეტანილი სარჩელი  გააცნეს.

არასამთავრობოების განმარტებით, მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის შესაბამისად, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე, პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯერ მუნიციპალიტეტებში, შემდგომ კი საქართველოს პარლამენტში გაგზავნილ დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები „თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ გამართა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, უნდა გაემართა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და არა სხვა რომელიმე ორგანიზაციას. გარდა ამისა, „თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მიერ გამოცემულ ოქმში პირდაპირ წერია, რომ მან გამართა 7 რეგიონული შეხვედრა, რომელსაც, უმეტესად, მერები/გამგებლები, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ეს შეხვედრები მათთან კონსულტაციის მიზნით ვერ ჩატარდებოდა. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სათემო მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ცალ-ცალკე უნდა გამართულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების შესახებ ოფიციალურად „თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ მიერ გამართულ შეხვედრებზე მიუთითებს, მან, მოთხოვნის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტები  არ მიუწოდებია.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა “შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების)  მოსახლეობასთან კონსულტაციის” შესახებ და მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, ვინაიდან მსგავს რეჟიმში წარმოებული რეფორმის შედეგი არა მხოლოდ ამ რეფორმის ლეგიტიმაციის მიმართ აჩენს შინაარსობრივ კითხვებს (რადგან, უმეტეს შემთხვევებში, იგი შესაბამისი მუნიციპალიტეტების ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა), არამედ უშუალოდ პროცედურის კანონიერება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რის გამოც სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულ შეხვედრაზევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს  პრეზიდენტს მიმართეს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, არასამთავრობოების მიმართვა მნიშვნელოვანია, იმითაც, რომ ეს ძირეული ცვლილებები თვითმმართველ ქალაქებს ეხება.

„თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც თვითმმართველობას და თვითმმართველ ქალაქებს ეხება. ჩვენ გულისყურით მოვეპყრობით არასამთავრობოების მომართვას, ვნახავთ ამ პაკეტს,რომელიც იქნება მიღებული და განვიხილავთ წინადადებას არ მოვაწეროთ ხელი“, -განაცხადა ანა დოლიძემ.

„გურია ნიუსი“ კომენტარისთვის საკითხის ინიციატორს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ „არაფერ შუაში“ არიან და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის დადგენილებას ასაჩივრებენ.

„ამ ეტაპზე არ ვთვლით მიზანშეწონილად კომენტარი გავაკეთოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას. ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა, რომელიც მოიწონა მთავრობამ და მიიღო დადგენილება პარლამენტმა. მოპასუხე პარლამენტია“, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ სამინისტროში და დასძინეს, რომ „ზოგადად სამინისტროს პოზიცია ცნობილია და აქ არაფერი შეცვლილა“.  

„თვითმმართველობის კოდექსში წერია, რომ როდესაც მოხდება მუნიციპალიტეტების გადახედვა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საჯარო განხილვები წარიმართოს  მოსახლეობასთან. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც  მთავრობამ დაიწყო მსჯელობა თვითმმართველი თემებისა გაერთიანების საკითხზე ვნახეთ, რომ კონსულტაციები არ წარმართულა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მთავრობიდან მივიღეთ პასუხი, რომ კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან წარმართა „ნალამ“ (ადგილობრივი თვითმმართველობის გაერთიანება), თუმცა, კანონი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ კონსულტაციები უნდა წარმართოს კომისიამ, რომელიც მთავრობის მიერ არის შექმნილი. მასში ჩართული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა. რაც შეეხება კონსულტაციებს, „ნალას“ განმარტებით, კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არ გამართულა და მოგვწერეს, რომ ამის ვალდებულებაც არ აქვთ. მათი განცხადებით, შეხვედრები რომელიც წარიმართა, სულ სხვა საკითხზე იყო და მასში მერები, გამგებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არ გამართულა და ჩვენი სარჩელის საფუძველიც ეს არის, რომ დაირღვა თვითმმართველობის კოდექსი. ამიტომ სასამართლოსგან ვითხოვთ ბათილად ცნოს პარლამენტის დადგენილება, რომლითაც ახალი მუნიციპალიტეტები იქმნება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას საიას იურისტმა ირმა პავლიაშვილმა.

 „ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებამ მიიღო თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით, ცალსახად უარყოფითია, რადგან ეს ცუდად აისახება თვითმმართველობის განვითარებაზე ქვეყანაში. რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობა მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. გარკვეული პროგრესი იყო  2014 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატია იმით იზომება, როგორ არის განვითარებული თვითმმართველობა. ამიტომ ძალიან უცნაური და უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც პოზიტიური რეფორმა განახორციელა, თვითონვე გააუქმა ეს რეფორმა და უკან დაგვაბრუნა დროში“, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორი ელენე ნიჟარაძე.

მისივე თქმით, რაზეც სახელმწიფო აპელირებს, რომ 5 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯი დაიზოგება ამ გაერთიანებით, ეს არ არის დამაჯერებელი არგუმენტი, რაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას გაამართლებდა.

„გარდა ამისა, გაურკვეველია, როგორ აპირებენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. რადგან გაერთიანების შემთხვევაში მეტი მოხელე სჭირდება მუნიციპალიტეტს, ვიდრე ცალკე თემს ან ცალკე ქალაქს. არ არის გამართლებული და დამაჯერებელი ეს არგუმენტი. ფაქტობრივად, ეს არის ერთი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არ იზიარებს არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც არასამთავრობო სექტორი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვითმმართველობებმა თავად დაუჭირეს მხარი გაერთიანებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ ძლიერია ცენტრიდან ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენა“, _ ამბობს ნიჟარაძე.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე: რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მოტივი? _ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი გვპასუხობს, რომ „ამ საკითხზე არგუმენტი ხელისუფლებისგან არავის მოუსმენია“.

„აქ მხოლოდ მკითხაობა და ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. არ გამოვრიცხოთ ის, რომ მიზეზი შეიძლება ფინანსური რესურსის დაზოგვა იყოს, რასაც ხელისუფლება აცხადებს. საუბრობდნენ მენეჯმენტთან დაკავშირებითაც და არ გამოვრიცხავ, რომ ადგილზე პოლიტიკურად სანდო მხარდამჭერების თუ წარმომადგენლების შერჩევა, რომლებიც გამგებლების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების თუ წევრების ფუნქციით იქნებოდნენ ადგილებზე. ამ გადაწყვეტილებით, იქ სადაც სჭირდებოდათ ორი ათეული ასეთი ადამიანი, ახლა ერთი ათეული დაჭირდებათ, რადგან ერთი თვითმმართველობა და ერთი თვითმმართველი პირი იქნება. ამას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური მიზნებიც, მათ შორის  საარჩევნოც. თუ ბოლო არჩევნების შედეგებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ქალაქებში უჭირთ გამარჯვების მოპოვება. მმართველი პარტია იმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურში და მეტი პრობლემით. ამავე დროს შეიძლება  ეს იყოს შეტყობინება სხვა თვითმმართველობებისთვისაც, ცენტრალური ხელისუფლება შესაძლოა აგზავნიდეს. საჩვენებელ აქტს აკეთებდეს, რომ მასზეა ბევრი რამ დამოკიდებული და არა მარტო ცალკეული თვითმმართველობას შეუქმნას პრობლემა, მას საერთოდ შეუძლია რომ გააუქმოს თვითმმართველი ქალაქები. ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რა შედეგი დგება ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი შეფასებით, უფრო დიდი ზიანი ადგება დემოკრატიის პროცესს, ვიდრე იმ რეალობით, რომელიც დღეს გვაქვს“, _ ამბობს დევდარიანი.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მივიღეთ სახიფათო მოცემულობა – ძალადობა საზოგადოებაზე, ამომრჩეველზე, მის ინტერესებზე და რაც მთავარია თვითმართველობის წარმომადგენლებზე ძალადობა“, _ ასე აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი ხელისუფლების მიღებულ გადაწყვეტილებას.

„კანონზე ძალადობა ნიშნავს იმას, რომ არა ვინმეს კაბინეტში, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასთან უნდა გაევლო კონსულტაცია ხელისუფლებას, რაც არ ყოფილა. პირველად მავნებლობის გაჟღებისას, ყველა ქალაქში მოსახლეობა აქტიური იყო და უარყოფითად აფასებდა ამას. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მიღებულია და ეს მოსახლეობაზე ძალადობაა. ვინც ამ ხელისუფლებას მანდატი მისცა იმ ამომრჩეველს კანონი გადაახიეს თავზე არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ. ეს ძალიან სახიფათოა. ხელისუფლებამ იძალადა საკრებულოს წევრებზე, დამოუკიდებელ ინსტიტუტზე. საკრებულოს წევრები თავდაპირველად ძალიან დაუპირისპირდნენ ამ ინიციატივას, ოზურგეთში, მცხეთაში და ა.შ. მერებიც კი იყვნენ ამის წინააღმდეგი, მაგალითად, თელავის მერი; მაგრამ დაიბარეს თბილისში, ჩამოიყვანეს ეს ხალხი და უკან დაბრუნებულებმა საკუთარივე, საჯაროდ გამოხატული პოზიცია შეცვალეს საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს არ არის დემოკრატიული გზა. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ხელისუფლებას ტენდენციად ექცა ძალადობა“, _ ამბობს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს კენჭი გუშინ უყარა. ცვლილებების თანახმად, 12 თვითმმართველი ქალაქიდან 7 გაუქმდება და ისინი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდება.

პარლამენტმა 15 ივნისს ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების შესახებ დადგენილებას კენჭი უკვე უყარა. ის ძალაში არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს შევა.
გარდა ამისა, ინიცირებული კანონპროექტით, მუნიციპალიტეტების გამგებლებს სახელი გადაერქმევა და მათაც, ქალაქების მერების მსგავსად, მერი დაერქმევა.

 

ამავე თემაზე:

14 მუნიციპალიტეტი გაერთიანდება – რა წერია სამინისტროს მიერ საკრებულოებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

„მივიღებთ ცნობად“ _ რისი ბერკეტები არ აქვთ ოზურგეთის თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში

“საქართველოს თავისი დეცენტრალიზაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს” _ ირაკლი კობახიძე

“საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები” _ პრემიერი

“დედა, ეს რა გავიგონე?!“ _ დეპუტატებმა ქალაქ ოზურგეთის გაუქმებას მხარი დაუჭირეს

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"3000 ჭკვიანი კამერა კი არა, 3 ჭკვიანი კაცი ვერ უპოვიათ"

დღეიდან „უფასო წამლების" პროგრამა იწყება

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო