https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

WASH სტანდარტების დანერგვა მრავალეთნიკურ მოსახლეობაში

12:12; 12.12.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„კვირაში ერთხელ, ხან ორჯერ, იშვიათად სამჯერ, მოდიოდა მანქანა, მოქონდა წყალი, ჩვენ ვიდექით რიგში ჩვენი ჭურჭლებით. ან შეგვხვდებოდა წყალი, ან არა.  28 წლის განმავლობაში მოდიოდა ცისტერნები და ვყიდულობდით წყალს, რაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა. ამას გარდა, შორი მანძილიდან გვიწევდა წყლის ხელით ზიდვა ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის დასარეცხად, რამაც, ფაქტორივად, ჩვენი ჯანმრთელობა შეიწირა“, _ რიტა ბერიძე ერთ-ერთია იმ 32 ეკომიგრანტი ოჯახიდან, რომელსაც მარნეულში, ელევატორის დასახლებაში, მსგავს პირობებში უწევდა ცხოვრება.

ეკომიგრანტები ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობაში 1991 წლიდან, საჩხერეში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გადმოასახლეს. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და გაუსაძლის პირობებთან გამკლავება დღემდე უწევთ. სასმელი წყლითა და ბუნებრივი აირით არც ისე დიდი ხანია სარგებლობენ. როგორც რიტა ბერიძე გვიყვება, წყლის პრობლემა დასახლებაში ანტისანიტარიის პრობლემას წლების განმავლობაში ქმნიდა, რაც მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც პროექტი “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” დაიწყო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, გახდა შესაძლებელი შენობამდე წყლის შემოყვანა _ „ახლა შემოგვიყვანეს ოთახებში წყალი, გრაფიკით გვაქვს, მაგრამ შედერება არ არის. მას მერე სველი წერტილებიც გავაკეთეთ, მანამდე არც აბაზანისა და არც საპირფარეშოს მოწყობას აზრი არ ქონდა. ბანაობაც კი ოთახებში გვიწევდა, საპირფარეშო მოშორებით გვქონდა და უწყლოობის გამო ძალიან მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება“.

რიტა ბერიძე

პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ CENN-ი 2017 წლიდან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯამრთელობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტი ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ხორციელდება. 

პროექტის მენეჯერი ანა ინასარიძე პროქტის მნიშვნელობაზე საუბრისას, მიმოიხილავს საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და ამბობს, რომ ქვეყნის რეგიონებში როგორც სუფთა სასმელი წყლის, ასევე, უშუალოდ წყლის ტექნიკურად მოწოდება არ არის სათანადოდ დარეგულირებული: „ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია ეთნუკურად დასახლებულ თემებში, სადაც სანიტარიისა და ჰიგიენის მართვა, ხშირ შემთხვევაში, არ ხორციელდება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები არასაკმარისია. პროექტმა აჩვენა, რომ საზოგადოებას არ აქვს სათანადოდ გაცნობიერებული WASH საკითხების მნიშვნელობა და მათი პირდაპირი კავშირი ჯამრთელობასა და განათლებაზე. განაკუთრებით  სოციალურად დაუცველ ჯგუფებს არ აქვთ საკმარისი უნარი, დაიცვან თავიანთი უფლება ჯანმრთელობასა და სათანადო საცხოვრებელ პირობებზე”, _  აღნიშნავს ანა ინასარიძე.

ანა ინარიძე

სწორედ, მოსახლეობაში ცნობიერების პრობლემაზე საუბრობს მარიკო წიქორიძეც, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის კოორდინატორია: „ცნობიერება იყო ის ბარიერი, რომელსაც თავად მოსახლეობაში წავაწყდით. გარდა იმისა, რომ ადამიანები ვერ აცნოიერებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი უფლება ერღვეოდათ, ეშინოდათ ამაზე ხმამაღლა საუბრის. ხშირად მოისმენდით მათგან – ამდენი წელია ასე ვართ, ამ წყალს ვსვამთ და არაფერი მოგვსვლია. ეშინოდათ თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის. ვცდილობდით, გვეპოვნა თავად დასახლებებში ისეთი ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე, ავტორიტეტით სარგებლოდა და მისი დახმარებით ვცილობდით შემდგომ სხვების დარწმუნებას, რომ დაერეკათ, მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა და ასე ვახერხებდით იმის დამტკიცებას, რომ პროლემებზე საჯაროდ საუბრის შემთხვევაში, შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ“, _ ამბობს მარიკო.

მარიკო წიქარიძე

სწორედ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქნა ადგილობრივი სოფლის ქალთა საბჭოები იგივე WASH  საბჭოები, სადაც ასევე გაერთიანდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ახალგაზრდა ლიდერები. შემუშავდა სხვადასხვა ტრენინგ მოდულები – წყალი და სანიტარია, ჰიგიენის მნიშვნელობა, წყალი და ადამიანის უფლებები და სხვა მოდულები თემატური მიმართულებით. გაიმართა სხვასახვა ღონისძიება მოსწავლეებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები და ზღაპარიც კი, მოსწავლეებისთვის, რომლებიც არასრულწლოვნებს ჰიგიენის ნორმების დაცვას ასწავლის და სანიტარიისა თუ ჰიგიენის, WASH სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

ელევატორის დასახლებაში მიღწეული შედეგი ერთ-ერთია იმ წარმატებულ შემთხვევებს შორის, რაც პროექტის განმავლობაში განხორციელდა.

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული სამუშაოები. პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია _ ქალი და სამყაროს“ წარმომადგენლების ძალისხმევით, სკოლაში სველი წერტილებისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა გადაიჭრა.

მე-6 საჯარო სკოლა

ნონა სამხარაძე, რომელიც ახლა WASH  საბჭოს ერთ-ერთი აქტიური წევრია, სწორედ მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს აღწერს, რისი შემსწრეც თავად გახდა: „ეს სკოლა პრესტიჟულად ითვლება მარნეულში. ჩემი შვილი ამ სკოლაში მივიყვანე. პირველივე დღეს, როცა ბავშვს საპირფარეშოთი სარგებლობა დაჭირდა, წყალი ვერ ჩარეცხა, ონკანი და ნიჟარები მონგრეული დახვდა, თან იმდენად, რომ მასში ჩავარდნის საშიშროებაც კი იყო, კარი ვერ დაკეტა, ხელი ვერ დაიბანა,  რიგ შემთხვევაში, სუნის გამო, თავს არიდებდა საპირფარეშოთი სარგებლობას. სველ წერტილებში იდგა კასრი, კასრში იდო მილი, რომელშიც მიედინებოდა წყალი. ბავშვებს უწევდათ კასრიდან მილის ამოღება და ხელების ისე დაბანა. ასევე, არასდროს არ იყო ქაღალდი, რომელზეც მოსწავლეები ხელის გაწმენდას შეძლებდნენ“, _ გვიყვება ნონა, რომელმაც ამ ყველაფრის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო სტატუსი დაწერა.

მისი სტატუსით ადგილობრივი მედია მალევე დაინტერესდა და სკოლის პრობლემები ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. მას დაუკავშირდა პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” პარტნიორი ორგანიზაციის „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია – ქალი და სამყაროს“ წარმომადგენელი მარიკო წიქორიძე, რომელთან კოორდინაციითაც ნონამ ცვლილებებისთვის ბრძოლა დაიწყო. როგორც თავად გვიყვება, ეს მარტივი არ ყოფილა:

„დასაწყისში, თავად სკოლის ადმინისტრაციაც და მშობლებიც კრიტიკულად განეწყნენ ჩემ მიმართ იმის გამო, რომ ასე ღიად დავიწყე პრობლემებზე საუბარი. თუმცა, თუკი მანამდე მშობლების პოზიცია იყო, რომ მათი შვილები მაინც არ სარგებლობდნენ საპირფარეშოებით და იკავებდნენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მშობლები უკვე თავადვე ინტერესდებოდნენ და მეკითხებოდნენ, თუ რა ეტაპზე იყო ეს საკითხი, გამოიღებდა თუ არა შედეგს და როდის შეიცვლებოდა სკოლაში მდგომარეობა. პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, დირექტორთან და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, შედეგისთვის მიგვეღწია. დღეს ამ სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა გაყვანილობა და წყლისა და ანტისანიტარიის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას“, _ აღნიშნავს ნონა სამხარაძე.

ნონა სამხარაძე

მე-6 საჯარო სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა CENN-მა და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეისწავლეს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური საკითხები. შედეგად გამოვლინდა სკოლაში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით გამოწვეული საგანგაშო მდგომარეობა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა  სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა სკოლის დირექტორს, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სსიპ განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მას შემდეგ რაც, განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენცია გახდა, პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან, რის შემდეგაც მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის სველი წერტილების,  საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და ეზოს რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტიდან თანხა გამოყო.

„მიუხედავად იმისა, რომ პროეტის განხორციელების პირველ ფაზაში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, პირველ რიგში კი, ავღნიშნავდი ნდობის ფაქტორს, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას უჭირდა იმის დაჯერება, რომ ადვოკატირების გზით შეიძლება მოგვარდეს წყლის მოწოდებასთან დაკავშირებული  საკითხები. მათი უმრავლესობა ფიქრობდა, რომ თუ ისინი ხმამაღლა ისაუბრებდნენ  WASH საკითხების გაუმართაობის შესახებ მათ შეექმნებოდათ პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თუმცა, პროქტი, მეორე მხრივ, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; ეს კი, იმთავითვე ქმნის თანამონაწილეობისა და კუმინიკაციის საფუძველს WASH სახვადასხვა დაინეტერსებულ მხარეებს შორის, რაც პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა“, _ აღნიშნავს პროექტის მენეგერი ანა ინასარიძე.

 პროექტი „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ 2020 წლის ივნისში სრულდება, მანამდე კი CENN-ი ევროკავშირის მხარდაჭერით აგრძელებს საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ აქტივობებსა და მოსახლეობაში WASH სტანდარტების დანერგვას.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026

რას ამბობს მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტში დასხმულ ხსნარზე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა (R)

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო