https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეთნოგრაფიული ყოფისა და შრომის ჰარმონიის ტყვეობაში

6:09; 18.09.2013
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

რომ მერე შემოდგომამ კარის ზღურბლთან ბარაქა დაბერტყოს. ბევრ სოფელში ბევრ ზღვარგადასულ გამრჯე ადამიანს ნახავ, რომელსაც მიწის გარეშე სიცოცხლე ფუჭად მიაჩნია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურელი სპარტაკ გორდელაძის საკარმიდამო ეზოში კიდევ ერთი ეზოა, რომლის მიღმა ქვევრებისა და კოპეების კოლექციის სიმრავლე სათვალავს გირევს. წინაპრებისგან ნასახსოვრები მარნის მოწყობილობა მეღვინე კაცისთვის ნიშანდობლივი მახასიათებელია, თუმცა, ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილი ეს მუზეუმი, მაინც თავისებურია და მის მფლობელს გამორჩეული ნიშნით ახასიათებს _ აქ ღიად იკითხება ტიპიური გურული ეთნოგენეზი, რომლის ხიბლი და დანიშნულება მხოლოდ აქტუალურ ქმედებაშია და არა სამუზეუმო ხილვის პრინციპში.

სპარტაკ გორდელაძე ლაზათიანი მოსაუბრეა. მის ყოველ სიტყვასა და ქმედებაში სტუმარ-მასპინძლობის ოდინდელი შუქი ელავს. და მაინც, რაშია მისი შრომისა და დასვენების ხიბლი? ღია ცის ქვეშ მოწყობილ მის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მხოლოდ სანახაობითი მნიშვნელობა რომ არ აქვს, ეს არათუ გურიაში, უფრო იქეთაც იციან. კრამიტის ღობეს “მესერებად” უზარმაზარი წიფლები უდგას. მოშორებით “სარეცხელას ღელე” მიჩხრიალებს. ასწლოვან რცხილის ხეებს დევებივით ზანტად მიყრდნობია 300-ლიტრიანი ქვევრები, ასაკითა და წლობით ნაზიდი ღვინის მდინარებით დაღლილი. ნაირ-ნაირ ქვევრებს კოპეების კოლექცია დაჰყურებს, რომელთა შორის ყველაზე დიდი ათლიტრიანია, სულ პატარა კი სამ ჭიქას იტევს. ათლიტრიანი კოპე მელიტონ ვასაძეს უჩუქებია. ასევე, აჩუქეს დანარჩენი კოპეებიც _ ეს აქ მომსვლელ-წამსვლელი სტუმრების მოკრძალებული ჟესტია. ნივთიერი და სულიერი კულტურის ნატიფი ნაზავია აღნიშნული კოპეების კუთხე. აქვეა მცირე სპეციალური ბიბლიოთეკა, მიწაში ჩამარხული მოქმედი თუ უმოქმედო ქვევრები, კრამიტის ორიგინალური განლაგებით გამართული მცირე გალავანი, წყარო, ძელსკამები და მეუღლის პატივსაცემად მიჩნეული კუთხე… იქვეა მნახველთა შთაბეჭდილებებით ნასაზრდოები მოზრდილი წიგნაკი, რომელშიც ცნობილი თუ უცნობი სტუმრები საკუთარ შთაბეჭდილებას მოკრძალებით აღნიშნავენ, რადგან რაც არ უყვარს ბატონ სპარტაკს, ბევრი მადლობა და ქებაა.

ღია ცის ქვეშ გაშლილი მუზეუმი მნახველებს გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით მასპინძლობს, ყოველგვარი საზღაურისა და წარბის შეხრის გარეშე.

_ ჩემი სტუმრები საქმიანი ხალხია, კაი საქმის კეთების დამთავრების შემდგომ რომ მობრძანდებიან და ღვინოსთან პურისა და მარილის მადლით შეაზავებენ სიტყვას. აქ ღრეობისთვის ვერავინ მოვა… მახსოვს, ბავშვი ვიყავი, ასე 7-8 წლისა. ვლადიმერ ჭანიშვილი იყო ერთი კაი კაცი, ჩვენი მეზობელი. მოვიდა და ღვინო მოიკითხა. მე ამოსაღები მივურბენინე. აავსო ჭარიკა, მოიდო ზურგზე და წავიდა. ეს მომენტი რაღაცნაირად ჩამებეჭდა გონებაში. რაც თვალი გავახილე და მეხსიერება მაქვს, ვხედავდი და ვიცოდი, რომ ჩვენს ოჯახში, სახლთან ახლოს მარანი იყო გაშლილი და ნაირ-ნაირ ქვევრებში მეზობლები ღვინოს ინახავდნენ. ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუას აქვე ჰქონდათ არყის სახდელი, სარეცხელას ღელის პირას. მეზობლებს მოჰქონდათ სხვადასხვა ხილი და ყრიდნენ ქვევრებში, შემდეგ კი აქვე ხდიდნენ არაყს. ასეთი თვისებით ყოფნა იყო ერთმანეთთან, დღეს კი ზოგისთვის ასეთი დამოკიდებულება წარმოუდგენელი ან მიუღებელია. მე ვაგრძელებ ჩემს საოჯახო ტრადიციას, იმ პატარა ცვლილებით, რომ მარნის შემოგარენი პატარა მუზეუმად ვაქციე. რატომ და როგორ მოხდა ეს, არ ვიცი. მხოლოდ ადათი მახსოვს ჩემი წინაპრებისა და ეს იმ ცხოვრების სტილმა, რომელშიც გავიზარდე, ჩემში წესად აქცია. ღია ცის ქვეშ ასეთი მარანი-მუზეუმის გახსნა ორმოციოდე წლის წინ გადავწყვიტე. შარშან აქ, ეკლესიაზე ჯვარი დადგეს, მამა მათემ და მრევლმა საღამოს ამ მუზეუმს მოაშურეს და წინაპრების სადიდებელი თქვეს. აქ ხშირად მოდიან სხვადასხვა ღონისძიების შემდგომ, ერობის, ბერობის თუ სპორტული შეჯიბრებისა. მაგალითად, სოფლის ფეხბურთელთა ორ გუნდს ან ლიხაურის გუნდის სხვა სოფლის გუნდთან თამაშის დასრულების შემდეგ, აქ ზომიერ ფარგლებში გამარჯვებას აღნიშნავენ ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მუზეუმი სახალხო ზნეობასთან წილნაყარ საქმეს ემსახურება, რომლის შორეული გამოძახილი ისაა, რომ ჩვენი წინაპრები სუფრასთან ჯდომის კულტურით გამოირჩეოდნენ და იქ ხშირად წყვეტდნენ არა თუ თემის, საქვეყნო საქმეებსაც, _ ხმაში სითბო და სიყვარული უღვივის ჩვენს მასპინძელს, _ აქ მეზობლებიც ხშირად ვსხდებით ხოლმე საბაასოდ, ბარაქიანი შრომადღის შემდეგ. ისე კი სტუმრიანობა შუა გაზაფხულიდან იწყება. როცა საგრძნობლად დათბება, შინ შენახულ ქვევრებსა და მარნის სხვა ნივთებს გარეთ გამოვიტან და შემოდგომის ბოლომდე მუზეუმი ღია ცის ქვეშ ყველასთვის ღიაა.

სპარტაკ გორდელაძეს მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ორ ვაჟიშვილთან _ აჩიკოსთან და გიორგისთან დარჩენილმა მამამ დედობაც იკისრა და ერთგულების საზომ უღელთან ერთად, ბავშვობის მეხსიერებიდან ნაბოძებ ოჯახურ ტრადიციასაც არ უღალატა. საკუთარი ოჯახის ცხოვრების წესზე არაერთხელ გვიამბობს. აქვე, ტყის განაპირას სარეცხელას ღელე ჩამოდის, სადაც არყის სახდელი იყო მოწყობილი. ის ბატონი სპარტაკის ხელში, საჭიროების დროს, ახლაც ფუნქციონირებს. უფრო მოშორებით კი, მუზეუმს მიღმა ჩხავერის ახლგაშენებული ტალავერი ჩანს, საითკენაც საუბრით მივყვები ჩვენს მასპინძელს.

_ ახლგაშენებულია, შარშან დავწურე პირველად. ძნელი გასახარებელი კია ეს გახარებული, _ იღიმება და თითოეულ ლერწს ეფერება. ადესას ტალავერის წრე მთელ კარმიდამოს ეკვრის გარს და სამოსავლო პირიც კარგი უჩანს. რაც შეეხება ბაღჩა-ბოსტნეულის საქმეს, ამ მხრივ ბევრი ნაცადი დიასახლისიც ვერ შეეჯიბრება ბატონ სპარტაკს _ ბოსტნეულის რომელი სახეობა გსურს, სულო და გულო, რომ ამ კარმიდამოში არ ბიბინებდეს. უკვირს ეს მთელ სოფელს, ყველა მომსვლელს, მარტოხელა კაცმა როგორ შეძლო ასეთი შვილების აღზრდა და კარმიდამოს საჩვენებელ სანახაობად ქცევაო. თვითონ არ უკვირს მხოლოდ. ერთი მოწყურებული სურვილი აქვს მხოლოდ _ პატარა და ჯერჯერობით ერთადერთმა შვილიშვილმა გიორგიმ ისევე გააგრძელოს ამ დიდი ოჯახის ტრადიცია, როგორც თავად მოიტანა დღემდე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

გიორგი ბარამიძე: "ყველა მოქალაქის ინტერესშია საპრეზიდენტო არჩევნები ცივილიზებულ გარემოში ჩატარდეს"

შსს-მ "მაესტროში" ბომბის არსებობის ორივე ცრუ შეტყობინების ავტორი გამოავლინა

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო