https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უცვლელი მინისტრთა კაბინეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

18:11; 18.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ ერთი წლის განმავლობაში მთავრობა იქცა ქმედით გუნდად, რომელმაც კარგად გაართვა თავი მოვალეობას. მე ერთი წელი ვიყავი ამ გუნდის წევრი და მე ისინი მუშაობაში მყავს გამოცდილი. მთავრობის თითოეულმა წევრმა თავდადებით იმუშავა და შეიძლება ითქვას, რომ აქამდე მოვიდა მნიშვნელოვანი შეცდომებისა და გადაცდომების გარეშე. როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, ეს არის ევროპული გუნდი. ჩვენმა მინისტრებმა ერთი წლის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ემსახურონ თავიანთ ხალხსა და ქვეყანას, სწორედ ამიტომ უცვლელად გთავაზობთ მთავრობის ახალ შემადგენლობას. უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას,” _ განაცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი გუნდის წარდგენისას, თუმცა ამ გუნდში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი შსს-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭიკაიძეა. ყველა მინისტრმა პოსტი შეინარჩუნა და ახალ მთავრობაში მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ენერგეტიკის მინისტრი კვლავ კახი კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი კი ლევან ყიფიანი იქნება.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მინისტრთა კაბინეტის უცვლელად დატოვებას, რომელი მინისტრები შეიძლებოდა შეცვლილიყვნენ და რას გამოიწვევდა ცვლილება, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

“პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სასურველი იქნებოდა ეკონომიკური დარგის მინისტრები შეცვლილიყვნენ, თუმცა, მათ დატოვებასაც გამართლება აქვს.

“უნდა შეცვლილიყო თუ არა ვინმე მინისტრთა კაბინეტში ძნელი სათქმელია, თუმცა ეკონომიკური დარგის მინისტრების შეცვლა შეიძლებოდა. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ბევრი ალტერნატივა და უკეთესი კანდიდატურები შესაძლოა არც ჰყავდათ, ამ ეტაპზე ცვლილებებისგან თავი შეიკავეს. ამასთან, შესაძლებელი იყო ამას ბზარები გამოეწვია კოალიციაში მდგრადობის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ტურბულენტური პერიოდია, ბიძინა ივანიშვილი წასვლას აპირებს, ამიტომ კოალიციაში ერთიანობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, აქაც შეიძლებოდა ცვლილებაზე ფიქრი, მაგრამ მთლიანობაში თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები მთავრობის მოთხოვნებს ასე თუ ისე პასუხობენ და საკმაოდ წარმატებითაც. ძირითადად, ასეთი წარმატებული მინისტრები რამდენიმეა, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამინისტროებში ჯერჯერობით არც ჩანს ახალი ხედვები და რეფორმების გატარების მცდელობა. ამიტომ ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა შეცვლილიყო. წესით, ერთი წელიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ მინისტრებს თავი წარმოეჩინათ. შეიძლებოდა ენერგეტიკის სამინისტროშიც განხორციელებულიყო ცვლილება, რადგან უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი,“ _ აცხადებს კაკაჩია.

მისივე თქმით, რაც შეეხება ევროინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების მიღწევებს, მნიშვნელოვანია ქვეყანამ ამისთვის შიდა სტაბილურობა შეინარჩუნოს.

“ობიექტური რომ ვიყოთ, წინა ხელისუფლებასაც დიდი წვლილი მიუძღვის მაგაში ევროინტეგრაციის კუთხით. ვილნიუსის სამიტზე რამდენიმე დღეში პარაფირება იქნება, რაც ეს ორივე ხელისუფლების დამსახურებაა. მთავარი ის არის, ეს მომავალში შენარჩუნდება თუ არა. ანუ ეს ასოცირების ხელშეკრულებასთან არის დაკავშირებული. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ვიყავი შეხვედრებზე და ყველა გვეუბნებოდა, რომ ძალიან ბევრი რამე შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. შერჩევითი სამართლის არარსებობასთან და უამრავ სხვა ფაქტებთან, რამდენად მოახერხებს საქართველო შეინარჩუნოს სტაბილური ვითარება, რომ არ დაემსგავსოს უკრაინას და სხვა ქვეყნებს. თუ ეს შენარჩუნდა, ჩვენ, ალბათ, მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ,“ _ აცხადებს კაკაჩია.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრების ცვლილება ამ ეტაპზე გაუმართლებელი იქნებოდა.

“მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ისევ დარჩნენ ის მინისტრები, რომლებიც ამ საქმეს უკვე ერთი წელი აკეთებდნენ. გადაწყობის პროცესი მიდის და ვფიქრობ, დგება ის მომენტი, როცა მათ სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. დღეს უკვე ვეღარავინ ამოეფარება ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს, მის იმედზე ვერ იქნებიან. ვფიქრობ, ხალხი კვალიფიციურია და გაუმართლებლად მიმაჩნია შეცვლილიყო ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები. წლევანდელი შედეგი იქნება მთავრობისთვის გადამწყვეტი და არა მარტო მათი მთავრობაში დარჩენის თვალსაზრისით. გუნდის ცვლილება გამოიწვევდა, რომ რამდენიმე თვე კიდევ მათ აზრზე მოსვლას დასჭირდებოდა; გაანალიზებას რა სიტუაცია არის რეალურად და რისი გაკეთება შეიძლება. ახლა მთავარია მთავრობის ერთიანი პოზიცია და პრემიერ-მინისტრის ხედვები საშინაო პოლიტიკაზე. მაშინ შეიძლება საუბარი თუ რამდენად რეალური იქნება იმ სისტემური კრიზისის დაძლევა, რომელიც აშკარად ჩამოყალიბებულია ქვეყანაში,“ _ აცხადებს გიორხელიძე.

მისივე თქმით, ახლა მთავარი პრემიერ-პმინისტრის ერთიანი, მკაცრი ჩამოყალიბებული ხედვაა, წინააღმდეგ შემთხვევაში 2014 წლის ბოლოსაც საუბარი იმაზე, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ბრალია, გამართლებული არ იქნება.

“გასულ ერთ წელს მე ორნაირად შევაფასებდი. ჯერ ერთი იმ ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, შეუძლებელი იყო. წლის დასაწყისშივე ვწერდი, რომ გადაწყობა აუცილებელი იყო და მთავრობას ამ პროცესში უნდა ეყოს გამბედაობა, რომ წავიდეს ეკონომიკის ვარდნაზე, სხვანაირად გადაწყობა არ ხდება. ასე რომ, ვარდნა ობიექტური მომენტია. მეორე მხრივ, მთავრობას გაცილებით ენერგიულად შეეძლო ემოქმედა და დროულად შეემუშავებინა განვითარების ერთიანი სტრატეგია. ჩვენ ვერ მივიღეთ ის ეფექტი, რომელიც საჭირო იყო. ახლა უკვე აუცილებელია მკაცრი, ერთიანი ხედვის ფარგლებში მოქმედება, რომელიც მინიმალურ დროში საშუალებას მოგვცემს კრიზისი ნელ-ნელა დაიძლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ვერანაირი ნებელობითი გადაწყვეტილებები შედეგებს ვერ მოგვცემს. ეკონომიკა არ დაემორჩილა ბიძინა ივანიშვილს, ცხადია ის არ დაემორჩილება არც ახალ პრემიერ-მინისტრს. მთავარია რომ პრემიერის ხედვები და გადაწყვეტილებები შესაბამისი იყოს იმ ვითარებასთან, რაც დღეს ქვეყანაშია. მაშინ თანდათანობით შეიძლება პროგრესის მიღწევა. მხოლოდ გონივრული, პროფესიული ხედვებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე წელსაც საუბარი იმაზე, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ბრალია, გამართლებული არ იქნება. უახლოეს დღეებში ჩვენ მოვისმენთ ღარიბაშვილის ხედვებს და შეფასება მერე შეიძლება. არა მგონია, რომ ბატონი ღარიბაშვილი ვერ გრძნობდეს რამდენად რთული მდგომარეობაა. თავისთავად ის, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია, არ არის იმის გარანტი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თუ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მისი მხრიდან, პირველ ეტაპზე ვფიქრობ, სწორია მთავრობის შენარჩუნება ტაქტიკური თვალსაზრისით. ახლა მთავარი შედეგებია, რაც ამ კრიზისის პირობებში მხოლოდ ერთიანი, მკაცრად გათვლილი სტრატეგიით მიიღწევა. ეს უნდა გაიგოს მთავრობამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მომავალი წლის ბოლოს არაეფექტურ მთავრობას მივიღებთ. 2013 წლის დასაწყისში ვამბობდი, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ყველაფერი გამოჩნდებოდა და ჩვენ არაფერი გვექნება მიღწეული. დღეს სწორედ არაფერი გვაქვს, თუმცა გვაქვს შესანიშნავი შანსი ეს არაფერი გადავლახოთ,“ _ აცხადებს გიორხელიძე.

რაც შეეხება მინისტრების განცხადებებს, წარდგენის შემდეგ მათმა ნაწილმა ერთი წლის მუშაობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა მუშაობას კოაბიტაციის დასრულებისთვის დამახასიათებელ სტილში გააგრძელებს და “გუნდური მუშაობა ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიიყვანს”.

“როგორც იქნა, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ხელისუფლების ყველა შტომ გუნდურად ვიმუშაოთ. ეს ხელს შეუწყობს იუსტიციის სამინისტროში იმ რეფორმების ბოლომდე მიყვანას, რომელიც დავიწყეთ და რომელიც მთლიანი გუნდის ძალისხმევის პირობებში, მიგვიყვანს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პარაფირებიდან რამდენიმე თვეში,” _ განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება მთავრობის ერთწლიანი მუშაობის მთავარ მიღწევას, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ეს თავისუფლების განცდაა.

“საქართველოს მთავრობის რამდენიმე მთავარ წარმატებას შორის, როგორც იუსტიციის მინისტრი, აღვნიშნავდი ერთ-ერთ პირველს – ეს არის თავისუფლების განცდა, რომელიც მოიტანა ჩვენმა მთავრობამ თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ უკვე იქით, რომ სასამართლო თავისუფალი გახდეს საბოლოოდ, რომ პროკურორი და ადვოკატი გახდეს ძლიერი და პრესტიჟული პროფესიები საქართველოში და თითოეული ადამიანის უფლება დაცული იყოს. ამ მიმართულებით მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, პროგრესისკენ გიგანტური ნაბიჯები გადადგა. ძალიან ბევრ სფეროში ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჩვენმა რეფორმებმა თუნდაც, სასჯელაღსრულების უწყებაში, იუსტიციის სამინისტროში და სხვაგან, მათ მოლოდინს გადააჭარბა. ახლა მთავარია, ეს გაგრძელდეს და როგორც ჩანს, ახალმა პრემიერმა სწორედ განგრძობადობის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი,” _ განაცხადა წულუკიანმა.

მომავალი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეფასებით კი, მთავრობის წევრები მზად არიან, პარლამენტს თავიანთი ხედვები მოახსენონ და ასევე, მცირე ანგარიში ჩააბარონ.

მისივე თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დაწყებული რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს, რათა საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მალე იგრძნოს ეკონომიკური რეფორმების შედეგი საკუთარი ცხოვრების დონით.

რაც შეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვას, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ძირითადი პრიორიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს ხვალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს. ხვალვე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრები საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში გაიმართება და ყველა კომიტეტი საკუთარი პროფილის მინისტრობის კანდიდატს მოუსმენს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრები და მათი მოსმენა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც ბიუროს წევრები გამართულ შეხვედრებს შეაჯამებენ. პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვაკანტური ადგილები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს

აუქციონი ქართულად ანუ პირობების მორგება სააკაშვილის ხელისუფლების მეთოდებით?!

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო