https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როცა მოსამართლეების მიმართ კითხვის ნიშნებია, მათი მიუკერძოებლობა ეჭვქვეშაა”

13:07; 11.07.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მართლმსაჯულების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, ამისთვის ასოციაციაში, რამდენიმე დღის წინ, სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების კომისია შეიქმნა.

რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას აპირებს ადვოკატთა კორპუსი, რა მიაჩნიათ მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე დიდ ხარვეზად და რომელი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას აპირებენ ადვოკატთა ასოციაციაში, _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს ესაუბრა.

_ცოტა ხნის წინ გერმანიაში იმყოფებოდით. ხომ არ აპირებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გერმანული გამოცდილების გაზიარებას და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში?

_საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დელეგაცია ივლისის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ვიმყოფებოდით. კერძოდ, გერმანიის ადვოკატთა ფედერალურ პალატაში, სადაც შევხვდით პალატის პრეზიდენტს, აღმასრულებელ დირექტორს და საერთაშორისო მდივანს. შეხვედრაზე გავეცანით გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის მოწყობას, მათი საქმიანობის წესს, თუ როგორ ახორციელებენ ისინი საადვოკატო საქმიანობის რეგულირებას და იურიდიული პროფესიების განვითარების მხარდაჭერას, როგორ ხდება მათი მხრიდან მნიშვნელოვანი კანონების ლობირება ბუნდესტაგში. ასევე, გავეცანით გერმანიის იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან მათი თანამშრომლობის მოდელს. შეხვედრები გვქონდა გერმანიის იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა გაერთიანებასთან. გამოიკვეთა  თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კონტურები. მოგეხსნებათ, გერმანია სამოქალქო სამართლის სისტემის ანუ კონტინენტური სამართლის ქვეყანაა. საქართველოს კერძო სამართლის დიდი ნაწილი გერმანელი პროფესორების დახმარებითაა შექმნილი. გვინდა, რომ ჩვენი სამართლის სისტემა იყოს ეფექტური, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი კი დაცული. საბოლოო ჯამში კი, ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო კონვენციებითა და ადამიანის უფლებათა მიერ ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაა დადგენილი მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით, ჩვენთანაც ეფექტურად იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ, ამ საკითხებზე და სხვადასხვა ქვეყნის სამართლის კონკურენციის თაობაზე გვქონდა საუბარი გერმანელ კოლეგებთან. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას გერმანული სამართლის პრინციპების განვითარების თვალსაზრისით საქართველოში. ამ კუთხით, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ გერმანელ პარტნიორებთან. მალე ჩავატარებთ კონფერენციას სახელწოდებით – Law made in Germany. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ნოვაციური პროექტები  განახორციელოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში, მხარეთა  საპროცესო უფლებების, სამოქალაქო, კომერციული  და სისხლის სამართლის განვითარების თვალსაზრისით.

_ კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ადვოკატთა ასოციაცია?

_ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მართლმსაჯულების რეფორმებში არ იყო აქტიურად ჩართული. გვინდა, ეს პოლიტიკა შეიცვალოს. ვფიქრობთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ადვოკატთა ერთიანი და ერთადერთი პროფესიული კორპორაცია აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული მონაწილე ამ რეფორმებში. ამ კუთხით, ადვოკატთა ასოციაციაში შევქმენით სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების კომისია, რომელშიც გამოცდილი ადვოკატები გაერთიანდნენ. კომისია სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და ვაპირებთ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის პროცესებში.

_ რომელ რეფორმებში ჩართვას აპირებთ და რა კუთხით? იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივები თუ სხვა ფორმა?

_ უკვე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმა, სადაც აქტიურად ვმონაწილეობთ. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სასამართლო რეფორმის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. რეფორმა შეეხება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, პრობაციის ვადის და მათი სამი წლის შემდეგ  გადანიშვნის წესსა და კრიტერიუმებს. მეორე მიმართულებაა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და მათი სხვა სასამართლოში მივლინების საკითხები. მოსამართლეთა მივლინებაა სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და ეს ინსტიტუტი საჭიროებს სწორ რეგლამენტაციას. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოწყობის და წევრთა რაოდენობის საკითხებს ეხება, აღნიშნულ რეფორმაში ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება. ახლადშექმნილი კომისიის ფარგლებში ეს ძალისხმევა უფრო ეფექტური და სისტემატიზირებულად გახდება. ჩვენ ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ინიციატივას დავუჭერთ მხარს, რომელიც სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნება წამოწყებული, რადგანაც ჩვენ ადვოკატები სრულად ვაცნობიერებთ იმას, რომ გარდა ჩვენი კლიენტების უფლებების დაცვასა და წარმოდგენასთა ერთად ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული როლი და ვალდებულება საზოგადოების წინაშე – ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლის უზენაესობა და ამაღლდეს მართლმსაჯულების ხარისხი.

_რა არის დღევანდელი მართლმსაჯულების ყველაზე დიდი პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს უპირველესად იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს? მით უფრო, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამას გვავალდებულებს კიდეც.

_ ჩემი წარმოდგენით, პირველ ეტაპზე უნდა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ ნდობა საზოგადოებაში და იურიდიულ პროფესიის წარმომადგენლებში, ეს არის ქართული მართლმსაჯულების ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს პრობლემები წარმოიშვა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა არსებობდა შერჩევითი მართლმსაჯულების და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების შემთხვევები, რომელიც მრავალი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის აქტში აისახა. ისინი ქართულ მართლმსაჯულებას ახასიათებდნენ როგორც ნაკლები დამოუკიდებლობის მქონე სისტემას, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ და შერჩევით გადაწყვეტილებებს. ეს, ნდობის თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. პირველ რიგში, სასამართლომ სწორედ ნდობა უნდა აიმაღლოს საზოგადოებაში. ამის ერთ-ერთი გზა არის ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება სასამართლო სისტემაში. საკანონმდებლო და პრაქტიკის დონეზე უნდა გამოირიცხოს მოსამართლის საქმიანობაში რაიმე კუთხით ჩარევის შესაძლებლობა, როდესაც ის  კონკრეტულს საქმეს იხილავს. მოსამართლე უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ყველანაირი ზეწოლისაგან, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. სასამართლო გადაწყვეტილებები თავისუფალი უნდა იყოს ასევე პოლიტიკური, ბიზნეს წრეების, მედია ორგანიზაციების თუ გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის არამართლზომიერი ზეგავლენისაგან.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო საუბრები იმაზე, რომ მოსამართლეებზე და მათ თანაშემწეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. როდის უფრო დამოუკიდებელი იყო სასამართლო – 2003 წლამდე, 2003-დან 2012-მდე თუ ახლა?

_სასამართლო განვითარების ყველა ეტაპს ჰქონდა თავისი მიღწევები და ნაკლოვანებები. ამასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მნიშვნელოვანია. ის, ინფორმაცია რომ გარკვეული ზეწოლის ფაქტები არსებობდა მოსამართლეების თუ სასამართლოს მუშაკების მიმართ ძალიან ყურადსაღებია და აუცილებლად მიმაჩნია, რომ  ყველა ეს საქმე მაღალი სტანდარტით უნდა იქნას გამოძიებული და შედეგების შესახებ ინფორმაცია უნდა იქნა გასაჯაროებული. მოსამართლეების ნაწილი, თუ არ ვცდები, გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმეთაც იყო დაბარებული, დღეს არ ვიცით, რა ბედი ეწია ამ საქმეებს, მოიხსნა თუ არა მათ მიმართ კითხვის ნიშნები? როდესაც მოსამართლეების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და ეს პროცესი ბუნდოვანია, მათი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებულობა ეჭვქვეშაა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების გამო კონკრეტული მოსამართლე ხომ არ შეიძლება მოექცეს რაიმე არამაღლზომიერი ზეგავლენის ქვეშ ანდა გახდეს უკანონო მანიპულირების ობიექტი. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით, ბუნებრივად არის პროგრესი, რადგან 2012 წლის არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ სასამართლოსთან მაქსიმალური დისტანცირების პოლიტიკა აირჩია. მაგრამ სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობა თავისთავად ხარისხიან მართლმსაჯულებას არ ნიშნავს. შესაძლოა, მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ ხარისხიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება უჭირდეს. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიან მართლმსაჯულებას მივაღწიოთ საქართველოში და მართლმსაჯულების ადმინისტრირება სწორ პრინციპზე იყოს აგებული. მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობა ამ ხარისხს ვერ აამაღლებს, თუმცა ეს აუცილებელი პირობაა. საჭიროა მოსამართლეთა,  ადვოკატთა და პროკურორთა კვალიფიკაციის დონის ამაღლებაც. ამ ერთიანი იურიდიული პროფესიის განვითარების გარეშე მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლება რთული იქნება.

_ ეს ხელისუფლების მუშაობის ხარვეზია?

_ რთულია იმის თქმა ,თუ კონკრეტულად ვისი ხარვეზია, პრობლემა უფრო კომპლექსურია თავისი შინაარსით. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ,მართლა მიმდინარეობს მოსამართლეთა მიმართ რაიმე გამოძიება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მართლმსაჯულების სისტემის მომხმარებლებს, ადვოკატებს და საზოგადოებას გააჩნიათ კანონიერი ინტერესი, იცოდნენ, რა ბედი ეწია კონკრეტული მოსამართლის მიმართ დაწყებულ გამოძიებას და ხომ არ შეიძლება ამ პროცედურებმა რაიმე გავლენა იქონიას ამ მოსამართლეთა მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. დღეს ძალიან ბევრი სფერო და სამართლებრივი ინსტიტუტია სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებაში, რაზეც არ არსებობს ჩამოყალიბებული და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და კონკრეტული სამართლებრივი პრობლემები არ არის ერთგვაროვნად განმარტებული. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია უზენაესი სასამართლოს როლი, რომელმაც უნდა შეასრულოს დოქტრინალური სასამართლოს ფუნქცია და სწორი და ერთგვაროვანია პრაქტიკა დაამკვიდროს.

_ ხელისუფლების შეცვლის აქტიური საუბარი იყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე, თუმცა კომისია არ შეიქმნა. თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელი იყო მსგავსი კომისიის შექმნა სამართლიანობის აღსადგენად?

_ მართლმსაჯულება და სასამართლო ხელისუფლება არსებობს იმისათვის, რომ დაცული იყოს პირის უფლება, ხოლო დარღვეული უფლებები ეფექტურად აღდგეს. თუ ეს ვერ ხორციელდება ეს უკვე ნაკლი და ხარვეზია. შესაბამისად, იყო საქმეები სადაც ეს ვერ იქნა მიღწეული. მიმაჩნია, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება თავიანთი დარღვეული უფლება აღიდგინონ. სახელმწიფო ვალდებულია ეს მექანიზმი  შექმნას. იქნება ეს ხარვეზების დამდგენი კომისია თუ სხვა ფორმა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, დარღვეული უფლებები აღდგეს. ხარვეზების კომისიის შესახებ ცალკე კანონის მიღება პანაცია არ არის, შესაძლებელია სხვა ალტერნატიული მექანიზმიც განვიხილოთ, მაგალითად, ხანდაზმულობის ვადის ინტიტუტის გადახედვა ანდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების  გადასინჯვის მექანიზმის საპროცესო ცვლილებები და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მექანიზმი უნდა შეიქმნას, და თუ რა ფორმით, ეს უკვე დისკუსიის და იურიდიული საზოგადოების შეთანხმების საკითხია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ნინო ბორჩხაძე: "თბილისს სჭირდება მერი და არა ბელადი, ან პარტიული ლიდერი"

შვიდი ოჯახი ერთ “ჭერქვეშ“

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო