https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული ენის მასწავლებელი ჯავახეთში: „სამი წელია აქაურობას ვეღარ ველევი“

14:12; 15.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ქართული ენის შესასწავლად სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში, ეროვნული უმცირესობებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება, რაც მოიცავს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

სტრატეგიას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში.

პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ითვალისწინებს სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებაზე მიმართულ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: ქართული ენის სწავლების თანამედროვე სასწავლო მასალების შექმნა; არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვა; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრის დასაქმება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში და ა.შ.

პროგრამაში უკვე რამდენიმე ასეული მოხალისე პედაგოგია ჩართული, რომლებიც ერთი აკადემიური წლის მანძილზე ცხოვრობენ და წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას ეთნიკურ უმცირესობებს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. პროგრამის მონაწილე იღებს ყოველთვიურ ხელფასს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ იღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს. პროგრამის მონაწილეები ცხოვრობენ ადგილობრივ ოჯახებში და რეგიონში რჩებიან ერთი აკადემიური წლის მანძილზე. სკოლაში გაგზავნამდე, ყველა მონაწილე გადის სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში.

ხატია მეკოკიშვილი ერთ-ერთია იმ მასწავლებელთაგან, რომელიც ჯავახეთში, კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკში ქართულ ენას ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს ასწავლის. ხატია თავად მოგვიყვება, რამ გადააწყვეტინა ჯავახეთში მასწავლებლად წასვლა და როგორ პირობებში უწევს ცხოვრება და მუშაობა.

_ ხატია, რატომ გადაწყვიტეთ მაინც და მაინც ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში ქართული ენის მასწავლებლად წასვლა?

_ პროექტში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მოსახვედრად გამართულ კონკურსში როდესაც ვიღებდი მონაწილეობას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად გამიშვებდნენ. მინდა ვთქვა, რომ გამიმართლა და ჯავახეთში მოვხვდი.  პროექტი 2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ დედამ ტელევიზიით მოისმინა. უკვე შერჩეული იყო პირველი ნაკადის მონაწილეთა სია და გადანაწილებულების იყვნენ სხვადასხვა სოფლებში. დედამ მთხოვა, ყურადღებით ვყოფილიყავი. თუ კიდევ გამოცხადდებოდა კონკურსი, მონაწილეობა მიმეღო. მალევე გამოცხადდა კონკურსი. შევავსე განაცხადი, მაგრამ არ მითქვამს არავისთვის. გამოცდის ჩასაბარებლად რომ დამირეკეს, მაშინ გავამხილე ოჯახში. კონკურსის ის მონაწილეები, რომლებმაც გამოცდა ჩავაბარეთ, დაგვიბარეს გასაუბრებაზე. ვინც გადავლახეთ ეს ეტაპი, ჩაგვიტარეს ტრენინგები  კულტურათაშორის ურთიერთობებზე. მაგალითად, როგორ უნდა დაგვეძლია ის პრობლემები, რომლებიც ადგილზე დაგვხვდებოდა, როგორც თემთან ურთიერთობისას, ასევე სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს. როდესაც მკითხეს, თუ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, სად წავიდოდი, ვუპასუხე, რომ ადგილი არ იყო ჩემთვის გადამწყვეტი. ასე მოვხვდი ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქის რაიონ სოფელ ზაკში, სადაც  2012 წლის 13 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ვიმყოფები.    

_ ჯავახეთი ცნობილია თავისი მკაცრი კლიმატით, განსაკუთრებით, ზამთარში. როგორ შეეგუეთ საცხოვრებელ პირობებს და უცხო გარემოს?  არ გაგიჭირდათ ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა?

_სიმართლე გითხრათ, მართლაც არაა სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ჩვენი პროექტის თითოეულ   მონაწილეს წინასწარ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, თუ სად და რატომ მიდის. იცით, ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს! თუ გინდა, ნამდვილად შეიგრძნო  შენი ქვეყნის სითბო და სიყვარული, უნდა იცხოვრო ასეთ გარემოში! უნდა იარო 25-30 გრადუსიან ყინვაში ერთი სოფლიდან მეორეში, სადაც სიყვარულით გელოდებიან მოსწავლეები, რომლებმაც ჩემს გულში უკვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს.  აგერ, სამი წელია, აქ ვარ და ვეღარ ველევი აქაურობას! ყინვასა და ქარში წყლის მოტანაც მიხდება ხელით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია!  ეს ჯავახური ცხოვრებაა! ბევრჯერ დილით სკოლაში მისულს, სითბოზე  გამლღვალს, წყლის წვეთები წამომსვლია. თურმე წამწამები გამყინვოდა!  თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მარამ მალე შევეჩვიე და მეღიმებოდა, ყინვისგან თვალებს რომ ვერ ვახამხამებდი. მინდა, ისიც გითხრათ, რომ ასეთი მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად, ჯავახეთმა განსხვავებული სითბო და სიყვარული მაგრძნობინა!

_როგორი  იყო ჯავახეთში თქვენი მასწავლებლობის პირველი  დღეები? 

-ახლა ვხვდები, რა განსხვავებული გრძნობა ყოფილა ეს. ჯავახეთს  საერთოდ არ ვიცნობდი. თუ არ ჩავთვლით წაკითხულს. თვალით ნანახს კი სულ სხვა ეფექტი ჰქონია.  მოვდიოდი აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში, სადაც მხოლოდ მთებსა და თოვლის უზარმაზარ გროვებს ვხედავდი. გაოცებული შევყურებდი სოფლების განლაგებას, ერთმანეთისგან კილომეტრებით დაშორებული და ალაგალაგ სოკოებივით ამოზრდილები რომ არიან. ადგილობრივი მოსახლეობის და მასწავლებლების თბილი დახვედრაც არასოდეს დამავიწყდება. იმ წუთებში მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ მათ ენაზე საუბარი  არც მესმოდა.

_პროექტი ,, ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ერთ აკადემიურ წელს მოიცავს, თუმცა თქვენ მეორე წელსაც გააგრძელეთ ჯავახეთში მასწავლებლობა.  რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

_ კი,  ეს პროექტი ერთწლიანია, თუმცა ვისაც სურვილი გვაქვს, საშუალებაც გვეძლევა – კიდევ გავაგრძელოთ. ოღონდ, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ვარკვევთ, კვლავ დავრჩებით, თუ არა პროექტში. სასწავლო წლის განმავლობაში სამინისტროდან მოდის მონიტორინგი და გვაკვირდება საგაკვეთილო პროცესში, რას ვაკეთებთ.  უკვე მეოთხედ მოვაწერე ხელი ხელშეკრულებას, ჯავახეთში რომ დავრჩენილიყავი. რატომ? იმიტომ, რომ ვიგრძენი, აქ ზედმეტი არ ვარ. დავინახე ადგილობრივების და თვალებანთებული, სიყვარულით სავსე, გულიანი მოსწავლეების ინტერესი ჩემ მიმართ. პედაგოგებმა მიმიღეს, როგორც მათი თანაგუნდელი. აქ ორი ქართველი მასწავლებელი  ვართ.  მეორე პროექტის –  ,,ქართული, როგორც მეორე ენა" –  მონაწილეა. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და ასევე ადგილობრივ მასწავლებლებთან. ვაცნობთ ჩვენს კულტურას, დავდივართ ექსკურსიებზე, ვატარებთ ღონისძიებებს, რასაც დიდი სიხარულით იღებენ და ჩვენც დადებითად ვიმუხტებით.  ჩვენც ვეცნობით მათ კულტურას, ადათ -წესებს. დავდივართ მათთან სტუმრად, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და სხვადასხვა წვეულებებზე.     

_ ჯავახეთში ჩასულ სხვა მასწავლებლებს ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? თუ ხვდებით, უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას?

_ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან კილომეტრებით ვართ დაშორებულები,  მაინც ვიკრიბებით ხოლმე. ძირითადად,  ჩვენი შეხვედრის ადგილი ახალქალაქია. შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე ტაძარში დავდივართ. ვაწყობთ ექსკურსიებს. ხშირად კილომეტრებს ფეხით გავდივართ ერთმანეთთან შესახვედრად. ვუზიარებთ გამოცდილებას. სამომავლოდ საინტერესო გეგმებს და იდეებს ვსახავთ. ამ პროექტში ერთი ნაცნობიც არ მყოლია, დღეს კი უამრავი მეგობარი მყავს!            

_ ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს  გადაწყვეტილებას, კიდევ გაგეგრძელებინათ მასწავლებლობა ჯავახეთში?

_ ჩემმა ოჯახმა ჩვეულებრივ მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. წინააღმდეგობა არ მქონია. თუმცა ყოველთვის ნერვიულობენ, რადგან გადის თვეები და ვერ ვახერხებ მათ ნახვას. მშობლები კახეთში ცხოვრობენ და ერთი დღეა საჭირო, იქ რომ ჩავიდე. სექტემბრიდან,  რაც სწავლა დაიწყო, არც მინახავს ოჯახის წევრები. ახალ წელს, ალბათ, საჩუქარი ვიქნები მათთვის. ბედნიერი ვარ, ჩემმა მშობლებმა ჩემს გადაწყვეტილებას, მეორე და მესამე  წელს კიდევ გამეგრძელებინა პროექტი, მხარი დაუჭირეს და კვლავ მეძლევა ჯავახეთში საკუთარი საქმიანობის გაგრძელების საშუალება. 

_ ხატია, რა გეგმები გაქვთ მომავალში, რაზე ოცნებობთ?

_ მინდა, განათლების სფეროს არ მოვწყდე. ვოცნებობ, არასოდეს შევწყვიტო ურთიერთობა ამ კუთხესთან და აქაური ბავშვები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან, ვიხილო ჩვენს წამყვან უნივერსიტეტებში. მე კი როგორც შემეძლება,  დახმარება გავუწიო მათ. უკვე მოდიან აქედან ბავშვები  ჩვენს უნივერსიტეტებში.  არ მინდა, რომელიმე ასეთმა პროექტმა ფუნქციონირება შეწყვიტოს მანამ, სანამ ჩვენ საჭირონი ვართ ასეთ ადგილებში.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საპროტესტო აქცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან - ფოტორეპორტაჟი

უცნობი ფაქტები შერლოკ ჰოლმსის „ბიოგრაფიიდან“

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო