https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თუ საქართველო აირჩევს გზას რუსეთისკენ… – დავით ზალკალიანი

17:02; 24.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუ საქართველო აირჩევს გზას რუსეთისკენ, ანუ რას დაკარგავს ან/და მიიღებს საქართველო რუსეთთან ალიანსით – "გურია ნიუსი" მასალების სერიას იწყებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საკითხზე პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებს სთავაზობს. პირველი რესპონდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზალკალიანია.

იგი ცალსახად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს და სტატიაში საქართველოს ამ მიმართულებით სვლის უპირატესობებზე საუბრობს. მისი თქმით, თუ საქართველო აირჩევს გზას რუსეთისკენ, ყველა იმ სიკეთეს დაკარგავს, რასაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაცია სთავაზობს. სტატიის დასკვნით ნაწილში კი, ზალკალიანი ცდილობს, არგუმენტებით გაამყაროს მოსაზრება ქვეყნის რუსეთის გზით სვლის უარყოფითი მხარეების შესახებ.

დავით ზალკალიანი: "მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებლად იაროს. ეს ჩვენი ხალხის არჩევანია. ვფიქრობ, ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური მოდერნიზაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ფასეულობების დამკვიდრება, რასაც ევროპა გვკარნახობს.

ამისთვის, ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ასოცირების შეთანხმება, რომელიც, რა თქმა უნდა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელშეკრულება არ არის, მაგრამ ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების და თანმიმდევრულ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.

ასევე, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რადგანაც ორივე – ევროკავშირიც და ამერიკაც ჩვენი მეგობრები არიან. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი საქართველოს ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს. თუნდაც, იმ კუთხით, რომ საქართველოს კანონმდებლობა და ეკონომიკური განვითარება ევროპულთან შესაბამისობაში მოვა. ამდენად, იმ სოციალურ-ეკონომიკურ უპირატესობებს, რაც ევროპაში არსებობს, ქართველი ხალხი საკუთარ თავზე იგრძნობს. ამისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რომლის 80 პროცენტი უკვე ამოქმედებულია.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ ორიენტირი რუსეთთან ვაჭრობაზე აიღოს, აქცენტები ამ მიმართულებით გადმოიტანოს და ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგი ევროპასთან ჰარმონიზაციაში მოიყვანოს. ამისთვის კი, ბევრი რამაა გასაკეთებელი: იგივე სურსათის უვნებელყოფა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ევროპისგან ინვესტიციების მოზიდვა. 500 მილიონიანი ევროპული ბაზარი საქართველოს ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს. მოსახლეობას საშუალება მიეცემა ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეს ევროპასთან და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული არ იყოს. რუსეთი კი ჩემპიონია, როცა ცდილობს პოლიტიკურ მიზნებს ქვეყანაზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებით მიაღწიოს.

ევროპასთან ურთიერთობას უპირატესობა იმ თვალსაზრისითაც აქვს, რომ ქვეყანაში განვითარდება და გამყარდება საერთო ევროპული ფასეულობები, როგორიცაა ვთქვათ, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, თავისუფლების ძირითადი პრინციპები.
გარდა ამისა, ევროპა და აშშ გვეხმარება და იმედია, მომავალშიც დაგვეხმარება, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობაში. ეს კი, აუცილებლად გვჭირდება. ასევე, ამ გზით სვლის უპირატესობაა ისეთ საკითხებში ჰარმონიზაცია და თანხვედრა, როგორიცაა მაგალითად, საზღვრის მართვა, ტერორიზმთან, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში მხარდაჭერა.

უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველომ ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულება უზრუნველყოს და დაასრულოს მეორე ფაზა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იმ სიკეთით ისარგებლონ, რასაც ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა და გადაადგილება ჰქვია. დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში ისეთი დარგების განვითარება, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება… – ეს ყველა ის სიკეთეებია, რომელსაც ჩვენი ხალხი აუცილებლად იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ ივლის.

იმ შემთხვევაში თუ საქართველო წავა რუსეთისკენ, ეს ყველა სიკეთე, რა თქმა უნდა, დაიკარგება, რადგან რუსეთისთვის ეს ყველაფერი უცხოა. ჩვენ გამოვცადეთ საბჭოთა პერიოდი. მართალია, დღეს საბჭოთა კავშირი არ არის, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების მმართველობის დღევანდელი სტილი არაფრით არ განსხვავდება საბჭოური მმართველობის მეთოდისგან. მართალია, იქ საბაზრო ეკონომიკა არის, მაგრამ ჩარჩოებში მკაცრადაა მოქცეული და ძალიან დიდია სახელმწიფოს ჩარევა.

გადახედეთ თუნდაც, დიდ რუსულ კორპორაციებს, როგორიცაა "გაზპრომი", "ლუკოილი" და ა.შ. თითქოს დამოუკიდებლები არიან, მაგრამ რეალურად სახელმწიფო აკონტროლებს. იგივე, კორუფციაც, რომელიც ასე ყვავის რუსეთის ფედერაციაში. ხელისუფლების მმართველობის სტილი ძალიან ახლოს არის კორუფციულ ელემენტებთან. ასევე, კრიმინალთან, რომელიც ასე არის გააქტიურებული; ქურდული სამყარო, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურაში; მედიის თავისუფლებაც – ერთი თავისუფალი მედია გამოცემა არ ფუნქციონირებს რუსეთში. სახელმწიფო მთლიანად აკონტროლებს ამ  სივრცეს. რუსეთში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას ძალიან მკაცრად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა გრანტი, რომელსაც ეს ორგანიზაციები მოიპოვებენ, ძალიან სერიოზული სახელმწიფო მარწუხების ქვეშაა.

აი, ეს არის ის, რასაც რუსეთი გვკარნახობს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს გზას რუსეთისკენ, ეს არის ის რეალობა, რაც საქართველოს მოსახლეობას ელის."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა

დედოფლისწყაროს მოსახლეობას ახალი საავადმყოფო მოემსახურება

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო