დღეს, სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტი დაკრძალეს.
24 წლის ივლიტას მთელმა საქართველომ მიაგო პატივი. მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიაში, სადაც ივლიტას ცხედარი იყო დასვენებული.
მინისტრები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები გულწრფელი ცრემლით აცილებდნენ უკანასკნელ გზაზე გოგონას, რომლის ტრაგიკულმა დაღუპვამ თითეული მოქალაქე შეძრა.
ერთი ლამაზი სიცოცხლე _ სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის ისტორია