ნატანები, მოსახლეობის მიხედვით ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. აქ მცხოვრებთა ძირითადი შემოსავალი ციტრუსია.
ნატანებლებისთვის ჯერჯერობით უცნობია რა ეღირება წელს ციტრუსი და როგორ მოახერხებენ მის რეალიზაციას.
ადგილობრივი ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ციტრუსის ფასი წელს, შარშანდელზე მაღალი იქნება და არც რეალიზაციის პრობლემა შეიქმნება.