უკვე წლებია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქტუალური თემაა ამწე – კალათის მქონე ავტომობილის არარსებობა. როგორც იქნა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯი გადაიდგა და ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტექ-სერვისმა "მაზდას" მარკის ამწე-კალათით აღჭურვილი ავტომობილი შეიძინა.
"ასეთი ავტომობილის არქონა, ხშირად ზედმეტ პრობლემებს აჩენდა, მისი ქირაობა საკმად ძვირი გვიჯდებოდა და გადავწყვიტეთ გამოგვენახა საჭირო თანხები და შეგვეძინა. ეს მარტო ჩვენ სამსახურს კი არა, მთლიანად მუნიციპალიტეტს მოუხსნის უამრავ ტექნიკურ პრობლემას" – გვითხრა ამ ა(ა)იპ-ს დირექტორის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ.
ახალი ტექნიკის მონაცემებით დაინტერესება გამგებელმა, ზაზა ურუშაძემაც გამოხატა, რომელმაც ავტომობილი პირადად დაათვალიერა.
ამწე-კალათა თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი, საკმაოდ მობილურია და შეუძლია კალათის 10 მეტრზე უფრო მაღლა გაშვება.



































































