ციურიხში მსოფლიოს 207 დელეგატმა ფიფა-ს ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფიფას ყოფილი პრეზიდენტის სეფ ბატლერის შეცვლა შეიხ სალმან იბრაჰიმ ალ-ხალიფას, ჯანი იფანტინოს, პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინს, ტოკიო სექსვეილს და ჰერომ ჩამპაგნეს სურთ.
კენჭისყრის დაწყებამდე პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს 15 წუთი ჰქონდა კონგრესის წინაშე სიტყვის წარმოსათქმელად.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფიფას 209 დელეგატი ჰყავს, მაგრამ ამჯერად ქუვეითსა და ინდონეზიას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ.