https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აგიტაცია თუ მოქალაქეთა ინფორმირებულობა – რატომ უგზავნიან მუნიციპალიტეტები მოსახლეობას SMS შეტყობინებებს

22:09; 30.09.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"თელავის  მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, დასრულდა ბახტრიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი", "იყალთოს ქუჩის მოასფალტების პროექტი", "იყალთოს სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაციის პროექტი", "წინანდლის შიდა გზების მოასფალტების პროექტი", "სოფელ ფარცხანაყანევში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი", _ დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მსგავსი ინფორმაცია უკვე ორი კვირაა დაახლოებით 20-მდე მუნიციპალიტეტიდან "მაგთიკომის" აბონენტებს მისდით.

ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, წყალტუბოს,  მარტვილის, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ქედის, ფოთის, სენაკის და ახალციხის მუნიციპალიტეტებმა სმს შეტყობინებების გაგზავნა 15 სექტემბრიდან დაიწყეს და დღემდე გრძელდება.

არჩევნებამდე 3 კვირით ადრე შეტყობინებების გაგზავნაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ადმინისტრაციული რესურსის ირიბად გამოყენების საკითხზე საუბრობს; თუმცა, მუნიციპალიტეტები ამას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ SMS შეტყობინებების გაგზავნა წლის დასაწყისშიც მათი პრიორიტეტული მიმართულება იყო; ისინი უბრალოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ელოდებოდნენ.

რა მიზანს ემსახურება SMS შეტყობინებების გაგზავნა მოსახლეობისთვის, ვინ აფინანსებს ამ კამპანიას, რამდენი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი მომსახურებისთვის და საიდან აქვს მუნიციპალიტეტებს წვდომა მოქალაქეთა პირად მონაცემებზე, _ ამ კითხვებით "გურია ნიუსმა" 22-24 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ყველა ზემოთხსენებულ მუნიციპალიტეტს მიმართა.

რამდენიმე დღის შემდეგ, გადავამოწმეთ, მიიღეს თუ არა მუნიციპალიტეტებმა ჩვენი განცხადებები. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გვიპასუხეს, რომ მათ განცხადებები მიღებული არ აქვთ. ნაწილმა ამის მიზეზად ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მითითებული არასწორი მეილები დაასახელა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ არა მეილის საშუალებით, არამედ, წერილი ფოსტით უნდა გაგვეგზავნა.

 ამიტომ მუნიციპალიტეტებისთვის განმეორებით წერილობით მიმართვა გახდა საჭირო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილმა ჩვენს განცხადებას დაუყოვნებლივ უპასუხა, დანარჩენების პასუხს კი "გურია ნიუსი" მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

"გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებს SMS შეტყობინების სერვისით სარგებლობაზე კონტრაქტი კომპანია "მაგთიკომთან" აქვს გაფორმებული, თუმცა, ვერცერთი მუნიციპალიტეტი ვერ აკონკრეტებს რამდენ ადამიანს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება და კონტროლდება თუ არა, რომ მათ ტერიტორიაზე არმცხროვრებ მოქალაქეს შეტყობინება არ მიუვიდეს.

მარტვილი

როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან "გურია ნიუსს აცნობეს", კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობას ემსახურება და ის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. თუმცა, ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნული არ არის, რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს მუნიციპალიტეტს.

"კონკრეტული დაზუსტებული თანხის ოდენობა გათვალისწინებულია დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში. "კავშირგაბმულობისთვის" გამოყოფილი თანხებიდან ხდება გადახდა გაგზავნილი სმს–ების რაოდენობის მიხედვით. ამ საკითხის მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული აქტი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ არსებობს. მოქალაქეთა პირად მონაცემებზე  – ტელეფონის ნომრებზე წვდომა არ გვაქვს. "მაგთიკომის" სისტემა უზრუნველყოფს სმს–ების ავტომატურ გაგზავნას. მსგავსი სერვისი სხვა დროს არ განუხორციელებია მუნიციპალიტეტის გამგეობას", _ აღნიშნულია გამგეობიდან გამოგზავნილ წერილში.

(შენიშვნა: შინაარსის სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე)

ზესტაფონი

დაახლოებით იგივე შინაარსის წერილი მივიღეთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდანაც, სადაც აღნიშნულია, რომ მომსახურების გაწევა "მაგთიკომს" 2016 წლის 27 მაისის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ დაეკისრა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ "ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, 1 სმს–ის ღირებულება კი 0.0025 ლარია".

აღნიშნული მომსახურება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პირველად, თუმცა გაგრძელდება მომავალშიც, როგორც მოსახლეობის ინფორმირებულობის ერთ–ერთი ფორმა", _ აღნიშნულია "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას მუნიციპალიტეტში დანერგილი ახალი სერვისის შესახებ ამბობს, რომ მოსახლეობის ინფორმირება, მუნიციპალიტეტის საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და საჯაროობა, მათი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა.

ცეცხლაძეს მიაჩნია, რომ ბიუჯეტიდან ამ მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტს არ აზარალებს.

"ჩვენი მუნიციპალიტეტიდან SMS შეტყობინებების დაგზავნა უახლოეს წარსულში დაიწყო, დაახლოებით 15-20 დღეა. ერთადერთი, რასაც ემსახურება, ეს მოსახლეობის  ინფორმირებაა მუნიციპალიტეტში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და საჯაროობა, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ერთ–ერთი მთავარი ვალდებულებაა ჩვენი. 21-ე  საუკუნეში ვცხოვრობთ, ტექნოლოგიები იძლევა ინფორმაციის სწრაფად გავრცელების საშუალებას და ეს გზა ავირჩიეთ, რისთვისაც  ბიუჯეტში თანხები წლის დასაწყისიდან გამოყოფილი გვქონდა. კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში გამარჯვებული  გამოვლინდა, რომელიც კორპორაციულ მომსახურებას გვიწევს და ამ მომსახურების პარალელურად მას აქვს ვალდებულება სმს მომსახურება გაგვიწიოს ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში. "მაგთი" არის პოვაიდერი", _ აღნიშნავს ცეცხლაძე.

რაც შეეხება კონკრეტულ თანხას, რომელიც ამ მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს, გამგებლის მოადგილე ვერ ასახელებს.

"საერთო ჯამში ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს რა თანხებზეა  საუბარი კორპორაციულ მომსახურებებზე. ეს არის კორპორაციული  მომსახურების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი და ზეპირად არ შემიძლია ამის დასახელება. როგორც ვიცი, დაახლოებით, 32 ლარი ჯდება ერთ ჯერზე SMS –ის გაგზავნა ყველა აბონენტისთვის. რა თანხა დაუჯდება ამ მომსახურების გაწევა ბიუჯეტს, ამის ახლა თქმა არ შემიძლია. უნდა ვიანგარიშოთ იმის მიხედვით, რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება. ყველა ინფრასტრუქტურული ღონისძიების შესახებ, რა თქმა უნდა, ინფორმაციას არ ვაგზავნით. SMS შეტყობინებებს მხოლოდ მსხვილ პროექტებზე ვაგზავნით. ვფიქრობ, ასეთი მსხვილი პროექტი მუნიციპალიტეტში, რაზეც ინფორმაცია გაიგზავნება დაახლოებით 50 იქნება. შესაბამისად, ჯამში ბიუჯეტი ამ SMS შეტყობინებების გაგზავნისთვის 1500 ლარს დახარჯავს. ამ დროისთვის დაახლოებით 12 ინფრასტრუქტურული ღონისძიების დასრულების შესახებ გვაქვს გაგზავნილი ინფორმაცია, შესაბამისად, ბიუჯეტიდან 350 ლარამდეა დახარჯული", _ აღნიშავს ცეცხლაძე და დასძენს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ცეცხლაძე გამორიცხავს, რომ SMS შეტყობინებები ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მათი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შესახებ, სხვა მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებსაც მისდიოდეთ.

"აბონენტებს, ვისაც SMS –ები ეგზავნებათ, მათ მონაცემებზე, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტს ხელი არ მოუწვდება, ამას "მაგთი" იღებს თავის თავზე. არც ის ინფორმაცია მაქვს რამდენ აბონენტს ეგზავნება შეტყობინება და არის თუ არა ეს ყველა აბონენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტს მცხოვრები. ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, ეს არავის უთქვამს", _ აღნიშნავს ცეცხლაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე კატეგორიულად უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული ვარაუდის სისწორეს, რომ სმს შეტყობინებების გაგზავნა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  საკუთარი სუბიექტური მოსაზრება აქვთ ისევე, როგორც ჩვენი მოსაზრება. მე, როგორც  საჯარო მოხელე, გეტყვით, რომ ამ კუთხით არანაირ კანონდარღვევას არა აქვს ადგილი. ეს არ ემსახურება  წინასაარჩევნო კამპანიას, ეს არის მოსახლეობისთვის მარტივი წესით ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე. თუ იმაზე აპელირებენ, რომ ბიუჯეტის დამტკიცებიდან დღემდე თითქმის 10 თვეა გასული და SMS შეტყობინებების გაგზავნა ახლა დავიწყეთ, გეტყვით, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოს დასრულებას დრო სჭირდება. აპრილში ვერ  გავაგზავნიდი SMS რომ ღონისძიება დასრულდა, ტენდერიც არ იყო გასული. მუნიციპალიტეტში ღონისძიებები სრულდება აგვისტოს ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე", _ აღნიშნა ცეცხლაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას. 

ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან "გურია ნიუსმა" მოთხოვნილ ინფორმაციასთან ერთად იმ ხელშეკრულების ქსეროასლიც მიიღო, რომელიც კომპანია "მაგთიკომთან" მუნიციპალიტეტმა დადო.

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ მომსახურების საორიენტაციო ღირებულება 24 000 ლარია. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და 2017 წლის 1 მარტამდე მოქმედებს.

"მომსახურების გაწევის ადგილია საქართველო, ხოლო როუმინგის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყანა. მომსახურების გაწევა ხორციელდება 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით", _ აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი აწერს.

"მაგთიკომის" პასუხი

მუნიციპალურ SMS -ებთან დაკავშირებით კითხვებით "გურია ნიუსმა" კომპანია "მაგთიკომსაც" მიმართა. კომპანიისგან ვითხოვდით:

რამდენ მუნიციპალიტეტთან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული რომ გაუგზავნოთ მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს SMS შეტყობინებები ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის ღონისძიებების შესახებ; რა არის ერთი SMS -ის ღირებულება; აქვთ თუ არა კონკრეტული ბაზა, რომელ აბონენტებს უნდა გაეგზავნოთ ეს SMS და რის მიხედვით არჩევენ აბონენტს ვინ უნდა მიიღოს შეტყობინება? აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ SMS შეტყობინებები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მისდით ისეთი მუნიციპალიტეტიდან, რომელთანაც შეხება არ აქვთ; რამდენ აბონენტს გაეგზავნა მსგავსი შეტყობინებები?_ თუმცა, "მაგთიდან" არცერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

კომპანიიდან ზოგადი წერილი გამოგვიგზავნეს, სადაც აღნიშნულია:

"ინფორმაციის დაცულობა მაგთიკომისთვის პრიორიტეტია და ის უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება. მაგთიკომი აბონენტთა პერსონალურ მონაცემებს არავის არ გადასცემს და არც არავის არ შეიძლება ჰქონდეს წვდომა მაგთიკომის აბონენტთა ბაზასთან. რიგი კომპანიები თავად აგზავნიან  სარეკლამო შეტყობინებებს საკუთარი რესურსით შექმნილი ბაზების გამოყენებით;

რიგ შემთხვევაში კი რეკლამის დამკვეთი კომპანიები იყენებენ მაგთიკომის მომსახურებას შემდეგი სახით: კომპანია მაგთიკომთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომლის შემდეგ მას ენიჭება მომხმრებლის სახელი, პაროლი და ეძლევა წვდომა მაგთიკომის სმს პორტალზე, სადაც მას შეუძლია მხოლოდ აბონენტთა სასურველი სეგმენტის (რომელთაც მაგთიკომთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თანხმობა აქვთ გაცხადებული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების მიღებაზე) ამორჩევა: მაგ: რეგიონის, რაიონის, სქესის მიხედვით და მათთან შეტყობინების გაგზავნა. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს კომპანიები ვერ ხედავენ აბონენტების ნომრებს და სხვა ინფორმაციას ნომრების მფლობელების შესახებ", _ აცხადებენ "მაგთიკომში".

რაც შეეხება სარეკლამო-საინფორმაციო შეტყობინების გაგზავნისას, "მაგთიკომში" აღნიშნავენ, რომ გათვალისწინებულია მომხმარებლის უფლება და მათ არასასურველი სმს შეტყობინების გამორთვა შეუძლიათ.

"მაგთიკომსა და აბონენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ კომპანიას შეუძლია გაუგზვანოს სარეკლამო საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინება აბონენტს, თუმცა აბონენტს აქვს უფლება (შეუძლია), ნებისმიერ დროს გააუქმოს მაგთიკომის პორტალის საშუალებით სარეკლამო საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინების შემდგომი მიღება კომბინაციით *182# OK. 

ამ კომბინაციით აბონენტს შეუძლია სრულად გააუქმოს ან გააუქმოს მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შეტყობინებები, მაგ: გააუქმოს ინდივიდუალური შეთავაზებები და დატოვოს შეტყობინებების სიახლეებისა და აქცია/ტარიფების შესახებ.

 ამის გარდა, ყველა სარეკლამო შეტყობინებას მოჰყვება გაუქმების კონკრეტული კოდი SMS Off, რომელიც ზღუდავს რეკლამის გამგზავნი კონკრეტული კომპანიისგან შემდგომში სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების მიღებას", _ აღნიშნავენ "მაგთიკომში" და დასძენენ, რომ "კონკრეტული შეტყობინების შინაარსზე პასუხისმგებელია თავად სარეკლამო გზავნილის გამგზავნი კომპანია. "მაგთიკომი" ტექნიკურად ასრულებს  აღნიშნულ სამუშაოს",

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობს -საქართველომ" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მუნიციპალური SMS-ები მმართველი პარტიის სასარგებლოდ ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს".

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს დაიწყეს", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"გურია ნიუსი" აგრძელებს საკითზე მუშაობას და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა სიგრძისაა ადამიანის დნმ-ი?

როგორ უნდა დავისვენოთ?

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო