მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ორი ახალგაზრდა იჯდა, ბორდიურზე გადავარდა. ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ოზურგეთის შპს “მედალფაში” გადაიყვანეს.
შპს “მედალფას” დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ამ ეტაპზე, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ.