“ამ საქმეში ყველა დეტალი დაწყებული შარდენ ბარის სუფრიდან, გამოძიებით დამთავრებული, ციხეში განვითარებული მოვლენების განვითარებით, მათი გათავისუფლებით თუ სხვა დეტალებით, მათ შორის პიკანტური დეტალებითაც კი, რომელიც წინა „პლანზე“ იკვეთება, შეიძლება ითქვას, რომ სრულად იყო გაყალბებული. ყველას, ვისაც ხელი მიუწვდებოდა: პოლიციას, პროკურატურას, ამ მასალებს როგორც შეეძლოთ, ისე აყალბებდნენ.სასამართლო წარიმართა ცალმხრივად და არაობიექტურად. საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო უნისონში ამ საქმეს აყუჩებდა.
მინდა განვაცხადო, რომ ამ საქმის 4/5 უკვე გამოძიებულია. დაგვრჩა რამდენიმე დეტალი. ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რა ხდებოდა ციხეში. როგორ მიმდინარეობდა მათ მიერ სასჯელის მოხდა.“– განცხადა არჩილ კბილაშვილმა.