დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქართველები, უკრაინელები და ესპანელები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, დამნაშავეები ფულის მითვისებასთან ერთად მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების პირად მონაცემებს და ანგარიშის ნომრებს აგროვებდნენ, რომლებიც მომავალში მათი მსხვერპლნი უნდა გამხდარიყვნენ.
პოლიციამ დანაშაულის გასახსნელად მუშაობა გასულ წელს, მას შემდეგ დაიწყო, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა საკუთარი ანგარიშიდან თანხის გაქრობის შესახებ შეატყობინა. ამ დროისათვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და სამართალდამცველები ძიებას აგრძელებენ.
დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ვინაობას კი ესპანური მედია ჯერჯერობით არ ახმაურებს.