კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს საჩივრების შინაარსის გაცნობა მოხდება კომისიის წევრებისთვის, ხვალიდან კი დაკითხვები დაიწყება რამდენიმე ტელევიზიის საქმიანობასთან დაკავშირებით.
“დღეს მოსამზადებელ სხდომა ჩატარდება. კომისიის წევრებს უნდა გავაცნოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა საკითხების განხილვა იქნება კვირის განმავლობაში. წინა კვირაში კომისიამ დასაკითხი ადამიანების სია შეადგინა, მაგრამ ჯერ არ დაგვიდგენია რიგითობა, ვინ ვის შემდეგ დაიკითხება. სულ ჯამში 50 ადამიანზე მეტია დასაკითხი. ხვალ იქნება დაკითხვები იმ ადამიანების, რომლებმაც საჩივრები შემოიტანეს, ოთხშაბათს კი სავარაუდოდ მთლიანად დაეთმობა ტელეკომპანია “ალანიას” საქმეს. მათთან ერთად ყველა ის პირის დაიკითხება, ვინც ამ ტელევიზიის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის “ალანიას” და “საქართველოს” საქმე, რადგან ეს საკითხი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე პრობლემატურია,” _ განაცხადა საგამოძიებო კომისის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, პარლამენტის შენობაში ევაკუაცია მიმდინარეობს _ ანონიმური ზარის მიხედვით, შენობაში ბომბია.