“სიდნეიმ“, რომლის შემადგენლობაშიც ვეტერანი იტალიელი გამოდის, 2:0 სძლია “ნიუკასლ ჯეთს“.
“ალიანც სტადიუმზე“ შეკრებილმა მაყურებელმა დელ პიეროს გოლი 37–ე წუთზე იხილა, როცა თავდამსხმელმა მცველთა შეუთანხმებლობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ეს გახლდათ პირველი გოლი ავსტრალიის “ა ლიგის“ წლევანდელ სეზონში, დელ პიერომ კი შეუცვლელად იასპარეზა აღნიშნულ შეხვედრაში.