“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საბჭო არ წარმოადგენს ალტერნატიულ საგამოძოებო უწყებას და პირიქით, ხელს შეუწყობს გამოძიების ყოველმხრივ ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს”, _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური სხვადასხვა სპეციალობის პირები, რომლებიც არ არიან არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრები.