_ რამდენიმე ხნის წინ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ადვოკატთა ასოციაცია ყურადღების მიღმაა დარჩენილი. როგორი მდგომარეობაა ამ ეტაპზე, არის თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ჩართულობა გაზრდილი?
_ მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ გააჟღერა ამის თაობაზე, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით აქტივობა საკმაოდ მაღალი იქნება წინა წლებთან შედარებით.
_ თავმჯდომარეობის რამდენი კანდიდატია და ჰყავს თუ არა თითოეულ მათგანს წარმოდგენილი წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიაში?
_ ხუთი კანდიდატია, მათი წარმომადგენლობის შესახებ ზუსტად არ ვიცი, მე ვიცი რომ მამუკა მდინარაძეს საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავს.
_ როგორც ცნობილია, თავმჯდომარის არჩევასთან ერთად ხდება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარეზერვო კომისიის არჩევა. რა პრინციპით ხდება არჩევა?
_კენჭი ეყრება თოთოეულ კანდიდატს, გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით მიიღება.
_ მამუკა მდინარაძემ გაგი მოსიაშვილთან და ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად განაცხადა, რომ ადვოკატთა უმრავლესობა არ არის ინფორმირებული 8 დეკემბრის არჩევნების შესახებ. ამ მომენტისთვის თუ მიიღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ინფორმაცია და როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ამომრჩევლის აქტივობა მაღალი?
_ ადვოკატები მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები არიან, თუ წინაარჩევნო აქტივობას გავითვალისწინებთ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალ აქტივობას ველოდებით, ამ ეტაპისთვისაც აქტივობა მაღალია.
_ თქვენი პროგნოზი როგორია?
_ მამუკა მდინარაძე უალტერნატივო კანდიდატია და სამართლიანი არჩევნების პირობებში ის გაიმარჯვებს.