საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ნ. წ. ისრაელის მოქალაქე ტ.ნ-სთან უკანონო გარიგების სანაცვლოდ და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ექსპლუატაციას უწევდა არასრულწლოვან შვილს, კერძოდ ბრალდებული მასზე მატერიალურად დამოკიდებულ შვილს იყოლიებდა გარყვნილ ქმედებაში – არასრულწლოვანს სისტემატურად უღებდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს და ინტერნეტის საშუალებით უგზავნიდა სოცალურ ქსელში გაცნობილ ტ.ნ-ს, რომელიც ისრაელიდან პერიოდულად ურიცხავდა თანხებს.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა. ნ.წ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით ხოლო ტ.ნ.-ს 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპალაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. გარდა ამისა, რადგან ტ.ნ.-ს მიმართ გაგამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, მას უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში, დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.