https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“…როგორც ეკლესია, საერთოდ არ ვჩანვართ ფინანსურში; “კეთილ სამარიელს” აქვს საქმე ფინანსურ პოლიციასთან, რომელიც სუფთაა”

9:08; 1.08.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2014 წლის 26 ივლისს "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "დაიბარებენ თუ არა ფინანსურ პოლიციაში მეუფე ვაზგენ მირზახანიანს, ვან ბაიბურთს და ლევან ისახანიანს?" სტატიაში საუბარი იყო, ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობის შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ფონდის დოკუმენტაციის რევიზიას ფინანსური პოლიცია ატარებს. "გურია ნიუსის" რესპონდენტი გიორგი ელიბეგოვი, რომელიც ორგანიზაცია "გლობალბრიჯის" ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის, საქართველოს ეპარქიის, იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათაშორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმღვანელი ლევონ ისახანიანი ეკლესიის ჭიშკართან მომხდარი ჩხუბით, ფინანსური პოლიციის მიერ ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობით დაინტერესების გადაფარვას ცდილობს და ამით ხელისუფლებას ევაჭრება.

მისივე თქმით, "არსებობს ფონდი "კეთილი სამარიელი," სადაც მუშაობს კარენ ირეციანი, რომელმაც სომხურ ეკლესიასთან ჩხუბის დროს, იარაღიდან გაისროლა. იგი სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში სამეურნეო საკითხებს კურირებს. ფონდს ფორმალური დამფუძნებლები ჰყავს. "კეთილი სამარიელის" საქმიანობას ეპარქიის იურისტი ლევონ ისახანიანი და მეუფე ვაზგენ მირზახანიანი მართავს. რამდენიმე თვის წინ, ფინანსური პოლიცია ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობით დაინტერესდა, რის გამოც, კახეთის რეგიონში ერთი პირი დააკავეს, ამის გამო კი სომხურ ეკლესიას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

დღემდე ცდილობს მეუფე ვაზგენ მირზახანიანი თავისი "არხებით" ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმე არ გახმაურდეს და ფინანსურმა პოლიციამ საქმე დახუროს. თუმცა, ვერანაირი გზა ვერ იპოვა,"_ ამბობდა რესპონდენტი.

"გურია ნიუსმა" რამდენჯერმე სცადა დაკავშირებოდა კარენ ირეციანს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, კარენ ირეციანი რედაქციაში მოვიდა და განაცხადა, რომ იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, მივლინებით იყო წასული და ტელეფონი ამის გამო ჰქონდა გამორთული. ირეციანს პრეტენზიები აქვს "გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით _ მისი თქმით, დაწერილი სტატიიდან ჩანს, თითქოს სომხურ ეკლესიაში არის აფერისტების ბუდე და იტალიური მაფიის კლანი. სტატიის დაწერა 3 დღით მაინც უნდა გადაგედოთ, დაბრუნებულს დამირეკავდით და ყველაფერს აგიხსნიდითო.

კარენ ირეციანმა მოითხოვა, "გურია ნიუსში" გამოგვექვეყნებინა მისი საპასუხო ინტერვიუ, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. რესპონდენტი ჩვენს პარალელურად აკეთებდა აუდიოჩანაწერს, რათა, მისივე თქმით, "ჩვენი დიალოგი აუცილებლად უნდა მოასმენინოს მათ". ვის გულისხმობდა ირეციანი "მათ"-ში არ ვიცით, მაგრამ, იმის გამო, რომ ფონდ "კეთილი სამარიელის" წარმომადგენელს ისევ არ ჰქონოდა პრეტენზია, "გურია ნიუსთან" მისი ინტერვიუ ვიდეოფირზე გადავიღეთ და ჩანაწერის ასლი მას გადავეცით.

"გურია ნიუსი" პირობას ასრულებს და საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორ კარენ ირეციანთან ინტერვიუს სრულ ჩანაწერს აქვეყნებს:

_ მე მოვედი რომ აგიხსნათ, ჩვენთან ბანდა არ არის, ეკლესიაა. თქვენი სტატიიდან ისე გამოვიდა, რომ არის ფონდი, ანუ სომხურ ეკლესიაში რაღაც კლანი, რომელსაც მეუფე მფარველობს. ფინანსურში რეკავთ და რაღაცეებს არკვევთ. გამოდის, რომ ვან ბაიბურთიც ჩვენს კლანშია, პლუს _ "ნაციონალები." ამ დროს, რატომ არ არკვევთ, ვინ არის ფონდი "კეთილი სამარიელი"? ეს რამდენიმე ათასმა ადამიანმა წაიკითხა.

თქვენს სტატიას რომ წაიკითხავ, რჩება შთაბეჭდილება, რომ სომხური ეკლესიაში არის აფერისტების ბუდე, რომლებიც საწყალი ბავშვების საჩუქარს ყიდიან.

სტატიაში რაც წერია, ელიბეგოვის სიტყვებია?! თქვენ გაქვთ ჩანაწერები?! მე გუშინ ვესაუბრე გიორგის (საუბარია გიორგი ელიბეგოვზე. ავტ.) ის ამბობს რომ, არ უთქვამს თქვენთან ასეთი რამე. ამიტომ უნდა მოვისმინო, ნამდვილად თქვა თუ არა მან ასეთი რამ თქვენთან ინტერვიუში.

ფონდს და ეკლესიას არფერი აქვთ საერთო. საქართველოში არის ფონდი "კეთილი სამარიელი". ეს არის ამერიკული პროგრამა, სადაც მე სომხური მხარის წარმომადგენელი ვარ. ეკლესია ფონდისგან საშობაო საჩუქრებს იღებს და ვარიგებთ. მარტო უპატრონო ბავშვებს არ ვურიგებთ. ეს არის 1+1 პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, მთელ მსოფლიოში თითო ბავშვმა თითო საჩუქარი ცხოვრებაში ერთხელ უნდა მიიღოს. მეუფეს ამ პროგრამასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, მხოლოდ კურთხევას ვიღებ საჩუქრის დარიგებაზე. მე თვითონ ვწყვეტ სად, როდის, რამდენი დავარიგო.

_ ბატონო კარენ, დოკუმენტებით, თქვენ "კეთილი სამარიელის" მმართველი არ ხართ.

_ თბილისში არის ექვსი ადამიანი ვინც ფონდს უწევს კოორდინაციას. მე ლოჯისტიკის კოორდინატორი ვარ. ფონდის კოორდინატორია მერაბ ორაგველიძე. საჩუქრები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნაწილდება. აქ არის ყველაფერი _ რა რაოდენობა და ვის რა საჩუქარი გადავეცით (გვაჩვენებს საბუთებით სავსე საქაღალდეს, სადაც დევს დოკუმენტები და CD დისკები. ავტ.) ალბათ, 3 დღით უნდა გადაგედოთ სტატიის დაწერა. გენახათ ფონდის კოორდინატორი, ან მე ჩამოვიდოდი. თქვენ გააკეთეთ სტატია: სომხები, სომხური ეკლესია და მეუფე არიან მაფიოზები. თქვენც და მეც ღმერთის წინაშე სუფთა რომ ვიყოთ, ახსნ- განმარტებას მოგცემთ, იქნებ დავწეროთ გავიაროთ სტატიის ყველა პუნქტი. იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განცდა, თითქო სომხურ ეკლესიაში რაღაც იტალიურ კლანში მოხვდა."

_ ბატონო კარენ, საუბარი ნუ გადაგყავთ ეთნიკურ ჭრილში, რადგან სტატია მხოლოდ ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ საბუთებით თქვენ არ ხართ, ფონდის დირექტორი, სტატიაში რესპონდენტი ასახელებს თქვენს სახელსა და გვარს. 3 დღის განმავლობაში გირეკავდით და გამორთული გქონდათ ტელეფონი. თავადაც ადასტურებთ, რომ არ იყავით საქართველოში. ამის შემდეგ დავუკავშირდით სომხური სამოციქულო ეკლესიის იურისტ ლევონ ისახანიანს, რომელმაც ფონდთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. სტატიაში არის ფინანსური პოლიციის  წარმომადგენლის კომენტარიც. ჩვენი რესპონდენტი ამბობს: "არსებობს ფონდი "კეთილი სამარიელი", სადაც მუშაობს კარენ ირეციანი, რომელმაც სომხურ ეკლესიასთან ჩხუბის დროს იარაღიდან გაისროლა."

_ სად იარაღი, სად ფონდი?! თქვენ რესპონდენტმა გითხრათ ჩემი სახელი და გვარი? მე გუშინ გოგა ელიბეგოვთან ვიყავი მისული და მითხრა, რომ ჩემი სახელი და გვარი თქვენთან არ უხსენებია.

_ სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არსად არ არის ნათქვამი, რომ ჩხუბის დროს იარაღიდან მოხდა გასროლა. გირეკავდით, რომ მეკითხა, თქვენ ისროლეთ იარაღიდან?

_ ნეტა ერთი დღით ადრე დაგერეკათ. ვილაპარაკებდით და ამხელა ამბავი არ იქნებოდა. მე, უბრალოდ, სხვა რამეს გეუბნებით; ამ სტატიას მთლიანობაში ვინც კითხულობს, ისეა ჩამოყალიბებული, წაიკითხავ პირველ გვერდს, გადადიხარ ფინანსური პოლიციის კომენტარში და დამნაშავე ვინ არის? სომხური ეკლესია.

_ ამ სტატიაში ფინანსური პოლიციის გარდა, სომხური სამოციქულო ეკლესიის პოზიციაცაა დაფიქსირებული.

_ კი, ბატონო, წერია, მაგრამ, აქ გაქვთ ფაქტები მოყვანილი, რომელიც არის კილომეტრიანი. ეს სტატია ჩვენთვის სულ მინუსებშია, არცერთი პლუსი არ არის ჩვენს სასარგებლოდ.

_ სტატიაში წერია: "არსებობს ფონდი "კეთილი სამარიელი," სადაც მუშაობს კარენ ირეციანი, რომელმაც სომხურ ეკლესიასთან ჩხუბის დროს იარაღიდან გაისროლა. იგი სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში სამეურნეო საკითხებს კურირებს." ჩხუბის დროს ისროლეთ იარაღიდან?

_ ვადასტურებ ამ ფაქტს. პირველი ჩხუბის დროს იქ არ ვყოფილვარ. მეორე ჩხუბი რომ მოხდა, გარეთ ვიდექი. ხალხი წამოვიდა, ლევან ისახანიანიც იქ იდგა. მოვარდნენ, ისეთი ამბავი დაიწყო, რომ ადამიანი ახლოს ვერ მივიდოდა. ამოვიღე გაზის იარაღი, რომელიც დარეგისტრირებული მაქვს ტარებისა და შენახვის უფლებით. ვყვიროდი: გაჩერდით! გაჩერდით! ჰაერში სამჯერ გავისროლე. ამის შემდეგ შევედი, დავრეკე პოლიციაში. ჩემი სროლის შემდეგ, ზოგი გაჩერდა, ზოგი გაიქცა. სიტუაცია განიმუხტა. იცით რატომ გავისროლე? ეკლესიასთან ახალი მისული ვიყავი; ავლაბრის მხრიდან, ჩვენს წინ პარკინგი რომ არის, იქ სადაც ერევნის "მარშუტკები" დგანან, მანქანით რომ შემოვედი, პატრულის ეკიპაჟი იდგა. ვიფიქრე, რომ გავისვრი, ისინიც მოვლენ-მეთქი.

_ სტატიაში წერია რესპონდენტის სიტყვები: "ფონდს ფორმალური დამფუძნებლები ჰყავს. "კეთილი სამარიელის" საქმიანობას ეპარქიის იურისტი ლევონ ისახანიანი და მეუფე ვაზგენ მირზახანიანი მართავს. რამდენიმე თვის წინ, ფინანსური პოლიცია ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობით დაინტერესდა, რის გამოც კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ქალბატონი დააკავეს." ეს ინფორმაციაც ტყუილია?

_ ლევონ ისახანიანს ფონდთან არავითარი შეხება არ აქვს. რაც შეეხება მეუფეს,_პირადად მე, საჩუქრების დარიგების დროს, კურთხევას ვიღებ მეუფისგან. სად ვარიგებ, როგორ რამდენს და როდის, გრაფიკს თვითონ ვადგენ. თუ ეკლესიაში რიგდება საჩუქარი, მაშინ შეიძლება მეუფე გამოვიდეს და პირადად გადასცეს ბავშვს საჩუქარი. მეტი არაფერი.

თქვენ გიწერიათ: მეუფე ვაზგენ მირზახანიანი თავისი "არხით" ცდილობს ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმე არ გახმაურდეს და ფინანსურმა პოლიციამ საქმე დახუროს. თუმცა, ვერანაირი გზა ვერ იპოვა. თუ ჩვენ, დამნაშავეები ვართ…

_ ვერ დაგეთანხმებით. არსად მიწერია, რომ თქვენ დამნაშავეები ხართ.

_ რით უნდა ვევაჭროთ თუ დამნაშავეები არ ვართ?! ეს სტატია არ არის გადამოწმებული.

_ როგორც ჟურნალისტი, თქვენს პრეტენზიებს ვერ მივიღებ _ სტატიაში ყველა მხარის კომენტარი მიწერია. რესპონდენტის, ფინანსური პოლიციის, სომხური სამოციქულო ეკლესის იურისტის ლევან ისახანიანის კომენტარი…

_ ხომ გითხრათ, რომ ეს ასე არ არის?!

_ რაც თქვა ლევან ისახანიანმა ყველაფერი წერია.

_ ამ ფონზე ჩანს, რომ ეს აფერისტია. თქვენ გეცინებათ მაგრამ, გუშინ მე კინაღამ ვიტირე. მე თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ხალხს სიმართლე უთხრათ.

პირველ რიგში მინდა გითხრათ: მეუფე ვაზგენ მირზახანიანი სომხეთის მოქალაქეა. რა კავშირები უნდა ჰქონდეს საქართველოში?! ადამიანი არის მეუფე, ვის უნდა უთხრას ან შეწყვიტე ან ევაჭროს რამე?! თავის თავს უფლებასაც კი არ მისცემს. ჩვენ, ეკლესიას არ გვეხება ფინანსური პოლიცია… რაზე უნდა ევაჭროს ვიღაცას ან დაფაროს? ჩვენ როგორც ეკლესია, საერთოდ არ ვჩანვართ ფინანსურში. "კეთილ სამარიელს" აქვს საქმე ფინანსურ პოლიციასთან, რომელიც სუფთაა. აქ არის გარეული ქალბატონი, რომელიც არაკეთილსინდისიერად მოიქცა.

_ სტატიაში საუბარია პარლამენტის ყოფილ წევრზე დეპუტატ ვან ბაიბურთზე.

_ საერთოდ ამ საქმესთან რა უნდა ვან ბაიბურთს? აქ გიწერიათ "ნაციონალური მოძრაობაც," მათ ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ვერ ვხედავ ვან ბაიბურთს, ნაცმოძრაობას, ეკლესიასა და ფონდს შორის კავშირს. თუ ფონდზე წერთ, რა საქმე აქვს ვან ბაიბურთს?!

ოფიციალურად ვაცხადებ, თუ გინდათ ბიბლია მომიტანთ და ხელს დავდებ, მე კარენ ირიციანი საჩუქრების დარიგების დროს მხოლოდ კურთხევას ვიღებ. "კეთილ სამარიელებთან" არც სომხურ ეკლესიას, მეუფე ვაზგენ მირზახანიანს და ლევონ ისახანიანს არანაირი შეხება არ აქვს. "კეთილ სამარიელს" ეკლესიაში მოაქვს და არიგებს საჩუქარს. თქვენი რესპონდენტის ნათქვამი არცერთი წინადადება არ არის სიმართლე."

_ ბატონო კარენ, თქვენ, საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ სანამ სტატიას დავწერდი, უნდა შემესწავლა ვინ არის ფონდ "კეთილი სამარიელის" მფლობელი და აქედან დამეწყო სტატიის დაწერა. ამაშიც ვერ დაგეთანხმებით, რადგან კარგად შევისწავლე ვინ არის ფონდის მფლობელი. ამაში რომ დარწმუნდეთ, კითხვებს დაგისვამთ.

საჯარო რეესტრში ფონდი "კეთილი სამარიელი" საქართველოს სხვა ქალაქებშიც არის დარეგისტრირებული სხვადასხვა ადამიანის სახელითა და გვარით. თუმცა მე იმ ფონდზე დავსვამ კითხვებს, რომლის საჩუქრების დარიგებაშიც უშუალოდ თქვენ მონაწილეობთ. ვინ არიან რობერტ ჩაჩავა, სამრატ კუშიან, მერაბ ორაგველიძე და ნათელა ბოლოთაევა?

_როგორ, რამდენიმე?! რობერტ ჩაჩავა არის მამა გიორგი (ჩაჩავა) _ ქართული მართლმადიდებელ ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც იყო ფონდის დამფუძნებელი, თუმცა ახალა არ არის ფონდში; სამრატ კუშიანი სომხური ეკლესიის საულიერო პირია _ სანამ მე დავიწყებდი ამ ფონდში მოღვაწეობას, მანამდე ეს მამაო მუშაობდა, ახლა არ არის; მერაბ ორაგველიძე არის ამ ფონდის საქართველოს კოორდინატორი; ნათელა ბოლოთაევა საქართველოს ნაციონალური ჯგუფის კოორდინატორია.

ეს ადამიანები არიან ამ ფონდის დამფუძნებლები. გამოდის, რომ რეესტრში ყოფილხართ.

_ ბატონო კარენ, ვინ არის ქალბატონი, რომელიც ფონდის საქმიანობის გამო კახეთში დააკავეს?

_ თავიდან დაიჭირეს ის ქალბატონი, რომელზეც სტატიაში გიწერიათ. მას არ ვიცნობ და არც მინახავს. მას არანაირი კავშირი არ აქვს სომხურ ეკლესიასთან. თუ არ ვცდები, ფონდ "21-ე საუკუნეს" წარმოადგენს ეს ქალბატონი, ანუ, ჩვენთან ფონდში მოვიდა როგორც ამ ფონდის წარმომადგენელი და დასარიგებლად მიიღო 700-მდე საჩუქარი. რამდენიმე ხნის შემდეგ მოხდა მისი დაკავება, თუმცა, არ ვიცი რატომ დააკავეს თელავში.

_ თქვენ არ ყოფილხართ დაბარებული ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე?

_ ამ ქალბატონის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მოვიდნენ, დაკითხვაზე წაიყვანეს ბატონი მერაბი და გამოუშვეს. ყველა კორდინატორი დაკითხეს. მეც ვიყავი დაკითხვაზე. ამ ქალბატონის გამო დაიწყო ფონდის საბუთების შემოწმება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ეფექტური სამოქალაქო კონტროლისთვის, შსს-ს სტრუქტურული დაყოფა მნიშვნელოვანია"

"ჩვენი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური დევნა, სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით გრძელდება"

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო