ცოტა ხნის წინ თბილისი_რუსთავის ავტობანზე ავარია მოხდა _ ერთმანეთს ორი სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
თვითმხილველების ცნობით ორივე მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია ორი მგზავრი, თუმცა, როგორც ამბობენ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურები.
ამ წუთებში ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.