გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ შეადგინეს სქემები, რომლის მიხედვით წვენები გამოიყენება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ.
პომიდვრის წვენი არის ნაღველმდენი, ანთებსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ამცირებს სიმსივნეების წარმოქმნის რისკს, ტონუსს მატებს სისხლძარღვებს. გარდა ამისა, ბოსტნეულის წვენებიდან ყველაზე გემრიელია. თუ დაამატებთ ნიორს და მწვანილს, ამაღლდება მისი სამკურნალო თვისება.
წვენებით მკურნალობისას ორგანიზმი მდიდრდება სასარგებლო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ფიტონციდები, რომელსაც შეიცავს წვენები, ებრძვის ვირუსებს, პარაზიტებს, ასე რომ, სასარგებლო ვიტამინებთან ერთად იღებთ ანტიბიოტიკებს. მაგალითად, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმსა და თუთიას. ფორთოხლის წვენი ორგანიზმს
მატებს ენერგიას, ხსნის დაღლილობას, Mიცავს ვირუსებისგან, ამაგრებს სისხლძარღვებსა და იმუნიტეტს.
ყურძნის წვენი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, მაგრამ დიაბეტით დაავადებულებს ეკრძალებათ.
ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის სწრაფად გამოჯანმრთელებას.
სტაფილოს წვენი, ჭარხლის, ვაშლის ან ნიახურის წვენთან ერთად აღადგენს საუნის ან აბანოს შემდეგ დაკარგულ სითხეს. არ დაგავიწყდეთ, სტაფილოს წვენი ამ ნარევში უნდა იყოს არანაკლებ 80%-ისა. წვენი უნდა გაზავდეს წყლით (1:1).
ბოსტნეულის წვენი არცთუ ტკბილი და გემრიელია, როგორც ხილის ან კენკრის, სამაგიეროდ, ის სწრაფად აითვისება, შეიცავს უფრო მეტ ვიტამინსა და მინერალებს. მაგალითად, კომბოსტოს წვენი კურნავს ღვიძლის, სასუნთქი გზების ანთებას, აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ხელს უწყობს წონაში დაკლებას.
თითქმის ყველა ხილის წვენი ერთმანეთს კარგად ერწყმის, მაგრამ კურკიანი ხილი (ალუბალი, ბალი, ქლიავი) – ვერ იტანს სხვა ხილს – დალიეთ დამატების გარეშე. სამაგიეროდ, თამამად შეურიეთ ერთმანეთს სტაფილო და ვაშლი, მსხალი და ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი, ნიახური.
გახსოვდეთ! წვენებით მკურნალობის დაწყებამდე მოეთათბირეთ ექიმს. გასტრიტის, წყლულის, მაღალი მჟავიანობისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების, პანკრეატიტის დროს – წვენები არარეკომენდებულია. დასაწყისში ორგანიზმის შესაჩვევად წვენები გააზავეთ წყლით.
წვენები დალიეთ მომზადებიდან 5-15 წუთში, რათა მათი სამკურნალო ეფექტი არ დაქვეითდეს.