გუშინ, საქართველოს დროით 20 საათზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩი ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართეს.
მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან ჩვენებურებმა 45:13 წააგეს, თუმცა, მატჩი, პროფესიონალთა შეფასებით უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ახალი ზელანდიისთვის ლელოს დადებაც მოახერხეს, რომლის ავტორი, ჩოხატაურის სპორტსკოლის აღზრდილი ვახტანგ ჯინჭარაძე გახლდათ.
ჯინჭარაძესთან ერთად გუშინდელ მატჩი ორი ჩოხატაურელი _ გივი ცინცაძე და პაატა ბურჭულაძეც თამაშობდნენ, რომლებმაც თანაგუნდელებთან ერთად, მაყურებელს საკუთარი სახელი კარგად დაამახსოვრეს.