რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუჰანსკის რეგიონის მთელი ინფრსტრუქტურა გაანადგურეს. ამის შესახებ განცხადება ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ გააკეთა.
„საკმაოდ რთული ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ფაქტია, რომ მუდმივი დაბომბვის ოთხთვენახევარში არ ყოფილა ისეთი დასახლება უკრაინის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც არ დაბომბეს. დაბომბეს ყველა სახის იარაღით, რომელიც რუსეთშია“, – თქვა ჰაიდაიმ.
ჰაიდაის ინფორმაციით, ელექტროობა გაფუჭებულია. განადგურებულია გაზის მაგისტრალური მილები. ისინი უბრალოდ დამსხვრეულია. ქალაქებში გაზის მთელი ინფრასტრუქტურა დაყოფილია შიგნით. ანუ ოკუპანტებმა რომც შეძლონ სადმე რუსეთიდან გაზი მიაწოდონ ქალაქებს, მაშინ მათ ქალაქებში არაფერი ექნებათ“, – განაცხადა ჰაიდაიმ.