ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში ერთმანეთს ჯერ “ჰონდას” მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შემდეგაც მოტოციკლი “ლექსუსის” მარკის ჯიპს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
შემთხვევის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მოტოციკლისტმა, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია და მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

































































