https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დიპლომატია თუ პოლიტიკური პიარი?- რას ფიქრობენ გურიაში კობახიძე-ზელენსკის შეხვედრაზე

16:37; 5.05.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩიხში შესული ურთიერთობები თუ მორიგი პოლიტიკური პიარი? ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პოლიტიკური განხილვების ეპიცენტრშია.

პარტიებში _ „ახალი“ და „ლელო“, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების რიტორიკა „მეორე ფრონტზე“ საბოლოოდ ჩაიფუშა და ფიქრობენ, რომ შეხვედრა მხოლოდ იმიჯის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი იყო.

„გურია ნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად გულწრფელია თბილისსა და კიევს შორის დაწყებული „დათბობა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.

„ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი. უკრაინა ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა და ამას მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ“, _ თქვა კობახიძემ.

პრემიერის პოზიციას იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხს, თუმცა, სანქციების თემა არ განხილულა:

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის პრეზიდენტთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და, მათ შორის, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, _ თქვა მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი. ეს შედგა ამ ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, _ განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უკრაინულ მხარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხსაც:

„იყო საუბარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნაზე. ვნახოთ. საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, _ თქვა ბოჭორიშვილმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ:

„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მართლაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე.

უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და აგრძელებს საქართველოს, მის სუვერენიტეტისა და მისი ხალხის პატივისცემას.

ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალშიც“, _ დაწერა ზელენსკიმ.

შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

„ჩვენ არავისთან ვართ გაბუტულები. უკრაინის მთავრობის ხელისუფლების, პირადად ზელენსკის აბსოლუტურად არაობიექტური, არაკორექტული შეფასებისა და დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის დახმარება, მათ შორის, პოლიტიკური დახმარება“, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მუდმივი მცდელობა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, განაპირობებს იმ რთულ ურთიერთობებს, რომლებიც ორ ქვეყანას ჩამოუყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ ჩამოართვან:

„სამხედრო დახმარების აღმოჩენა ნიშნავდა ომში ჩართვას, რასაც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ზელენსკისაც და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არ არსებობს რეზოლუცია და საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო უკრაინის მხარდამჭერად არ გამოსულა. დღემდე ქართულ სკოლებში, უკრაინულ განყოფილებებში რამდენი ათასი უკრაინელი ბავშვი სწავლობს. დაითვალეთ, რამდენი ასეული უკრაინელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და დასკვნები ამის მიხედვით გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეს საკითხი რომ შევახსენოთ ზელენსკის, არ იქნება ურიგო.

ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს მედიასაშუალებებში. რასაკვირველია, შეიძლებოდა, მეტი პოზიტიური ურთიერთობა ყოფილიყო. საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანაა და ესეც უნდა გაითვალისწინოს. მუდმივი მცდელობა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, განაპირობებს იმ რთულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ ჩამოართვან. მსოფლიო პოლიტიკა მაგით ხასიათდება – დღევანდელი დღე ხვალინდელით იცვლება, სადაც შეიძლება, აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს. იმედია, უკრაინასთან ურთიერთობები პოზიტიური იქნება“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც:

„საზოგადოება შფოთავს კობახიძის ერევნის “შეხვედრების” კადრებზე… თუმცა აქ არაფერი ახალი არაა _ ამ კონფერენციაზე შარშანაც იყო მიწვეული და ჩვეულებრივად პროტოკოლის წესებს იცავენ ჩვენი ზრდილი პარტნიორები. ამიტომ ხელის ჩამორთმევას და ორიოდე სიტყვის გაცვლას რამე განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.

უფრო საინტერესოა ზელენსკისთან შეხვედრის შინაარსი! თუ ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შესუსტების ფონზე, უნგრეთის შეცვლილ პოზიციის მსგავსად, საქართველოსაც ხომ არ უწევს უკრაინის მიმართ პოზიციის გადახედვა? ნეტავ!

ზოგადად კი იმასაც უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას: საქართველო რეგიონში, ევროპისა და დასავლეთის სანდო პარტნიორის როლისთვის უარი რომ არ ეთქვა ორი წლის წინ, არა ერთი ლიდერი ერევნისკენ მიმავალ გზაზე ან დაბრუნებისას თბილისშიც რამდენიმე საათით მაინც გაჩერდებოდა. და საერთოდ ზურგი რომ არ შეგვექცია ჩვენი კონსტიტუციით დადგენილ ევროინტეგრაციის კურსისთვის სულაც თბილისში ჩატარდებოდა ეს მნიშვნელოვანი პანევროპული კონფერენცია.

სწორედ ის ფაქტი, რომ რეჟიმი იძულებულია თავი მოაწონოს ორიოდე შემორჩენილ ამომრჩეველს, ყოველდღიურად ნალანძღი ევროპის და უკრაინის ლიდერებთან გადაღებულ კადრებით, ყველა კომენტარზე ბევრის მთქმელია!“_ დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

“რა სინდისით ჩამოართვი ხელი ზელენსკის?!”_ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი კახა ასკურავა კობახიძის ზელენსკისთან შეხვედრას.

როგორ ფიქრობთ, რატომ დასთანხმდა ირაკლი კობახიძე იმ ადამიანთან შეხვედრას, ვისაც მისი გუნდი თვეების განმავლობაში საქართველოში ომის დაწყების მცდელობაში ადანაშაულებდა?_  ამ კითხვაზე პასუხის მიღება გურიაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ვცადეთ.

„კობახიძის გუნდი წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით, ზელენსკი ქვეყანას ომში ითრევდა, ხოლო შემდეგ მასთან მშვიდად სხდებიან მოლაპარაკებაზე… რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კობახიძის გუნდი, როგორც ყოველთვის, მაშინაც ტყუილებით იყო დაკავებული.

„მეორე ფრონტის“ თემა იყო შეგნებულად შექმნილი შიშის ნარატივი, რათა საზოგადოება დაეშინებინათ და პოლიტიკური ოპონენტები „ომის პარტიად“ წარმოეჩინათ. ხოლო როცა საჭირო გახდა, იგივე „საფრთხესთან“ თანამშრომლობაც უპრობლემოდ გახდა შესაძლებელი.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ „მეორე ფრონტის“ თემა წინასაარჩევნოდ, მათ შორის გურიაში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც შიშის მობილიზაციის ინსტრუმენტი და აქ განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობდა. ახლა კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ხელისუფლება პროპაგანდით იყო დაკავებული, რითაც ცდილობდა მოსახლეობაზე ფსიქო-ემოციურ ზეგავლენის მოხდენას, რის ფონზეც თავს წარმოაჩენდა “გადამრჩენელად”, თითქოსდა, კობახიძე გვარიდებდა ომს, სინამდვილეში არანაირი მეორე ფრონტის გახსნას არავინ არავის არ ავალებდა“,_ ამბობს ჩვენთან საუბარში პარტია „ახალის“ ლიდერი ჩოხატაურში, ბაჩო ახალაძე.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია კითხვაზე ასე გვპასუხობს:

_ პირველ რიგში, მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჟესტი შედგა და პირველი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა, რომელმაც ხელი გაუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ბუტიაობა დიდ პოლიტიკაში მიუღებელია, მით უმეტეს, როცა საუბარია საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაზე. ამ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობა უნდა იყოს და საქართველოს ინტერესებს შორის ეს უნდა შედიოდეს.

სამწუხაროდ, მმართველი გუნდი და მისი მართული ტელევიზიები, წლების განმავლობაში ცუდი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, მოულოდნელიც კი იყო ასეთი ხელის ჩამორთმევა. მაგრამ დავანებოთ თავი იმას, რაც იყო წარსულში. სამწუხაროდ, საქართველომ თავიდანვე ცუდი პოზიცია დაიკავა ამ ომთან მიმართებაში. თავიდანვე ფსონი გააკეთა რუსეთზე და შემდეგ უკვე უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ყველგან ცდილობდა საკუთარი პოზიცია განემტკიცებინა. როგორც ჩანს, საქარტველოს ხელისუფლებას უკვე ფსონის დადება უჭირს ვინმეზე, კონკრეტულად რუსეთზე და აქედან გამომდინარე, ცდილობს უკრაინა შემოირიგოს და გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობა აღადგინოს მასთან.

_ თქვენი აზრით, „ოცნება“ პოლიტიკურ კურსს შეცვლის?

_ არა. ეცდება რომ ითამაშოს ორ ფლანგზე. თუ აქამდე, ომის დაწყების დროს განწირულად მიაჩნდა უკრაინა, ახლა ხედავს, რომ ის ჩამოყალიბდა ძალად, ევროპაში ერთ-ერთი დასაყრდენი ქვეყანა იქნება და ცდილობს, ზედმეტი თავის ტკივილი აირიდოს და განზრახ შეცდომები მეტი აღარ დაუშვას და დააბალანსოს ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მისთვის საციცოცხლოდ აუცილებელია ხვალინდელი დღისთვის.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამ შეხვედრას წმინდა პოლიტიკურ გათვლად მიიჩნევს _ როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, კობახიძე-ზელენსკის ხელის ჩამორთმევა უფრო მეტად პიარულ სვლას ჰგავდა, ვიდრე ურთიერთობების რეალურ გადატვირთვას:

„ჩემი აზრით, აქ რეალურ მეგობრობაზე მეტად, ორივე მხარემ საკუთარი იმიჯისთვის იხეირა. კობახიძემ დასავლეთს დაანახა, რომ უკრაინის წინააღმდეგი არ არის და პრაგმატულია, ზელენსკიმ კი აჩვენა, რომ რეგიონში ყველა ლიდერთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. საბოლოოდ, ორივე მხარემ კარგი პიარი გაიკეთა, თუმცა, რამდენად გულწრფელია ეს ყველაფერი, დრო გამოაჩენს“, _ ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ბაჩო ახალაძეგოჩა ჯინჭარაძევოლოდიმირ ზელენსკიირაკლი კობახიძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

09:27; 9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

08:19; 9 სექტემბერი, 2026

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტთა საყურადღებოდ!

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ყველა სიახლე

სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11.09.2026
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

11:57; 11.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ცენტრში, მოსაცდელში, დარშიც წვიმა გიცდით…

11:20; 11.09.2026
სამართალი

“ოთხი კაცი ურტყამდა, მოსაკლავად გაიმეტეს”

10:52; 11.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

10:28; 11.09.2026
მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

9:43; 11.09.2026
საზოგადოება

გოგებაშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან

9:01; 11.09.2026
საზოგადოება

 თხილის ყველაზე ცუდი ფასი ბოლო წლების განმავლობაში

8:57; 11.09.2026
საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო