„მე არ შემიძლია არაფრის თქმა, ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რა გადაწყდება სინოდზე. რა თქმა უნდა ჩემი მხრიდანაც არსებობს კანდიდატი. მომავალი პატრიარქი პირველყოვლისა უნდა ხელმძღვანელობდეს კანონიკური სამართლით გათვალისწინებული ნორმებით.
რა თქმა უნდა, მათ [რუსეთს] თავისი ხედვები აქვთ საქართველოსთან მიმართებით. ჩემი პასუხი ასეთია, მოსკოვის საპატრიარქო როდესაც წერილს გამოაგზავნის იქ ჩაწეროს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. აი, ეს წესი დაიცვან და შემდეგ შეიძლება მათთან საუბარი“, — ამბობს “ფორმულას” ინფორმაციით, აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).



































































