https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გამაფრთხილებელი ისტორია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც, საქართველოს, შესაძლოა, 10 მილიონი დაუჯდეს

14:03; 13.03.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ოთხ წელიწადზე მეტია, ჩვენ, შპს „აიკონია კაპიტალის“ ამერიკელ ინვესტორებს, შეგვიჩერდა კანონიერი სამშენებლო ბიზნესი ძლიერი კანონგარეშე და კორუმპირებული ზეგავლენით საქართველოში.

მას შემდეგ, რაც 2015 წელს დავიწყეთ ჩვენი პირველი სამშენებლო პროექტის განვითარება თბილისში, ჩვენ დაგვიპირისპირდა ოპონენტების პატარა, მაგრამ ძლიერი ჯგუფი, რომელმაც სცადა, უკანონოდ დაუფლებოდა ჩვენი მიწის ნაკვეთს იმისთვის, რომ გამოეყენებინა იგი პირადი ინტერესებისა და კერძო სარგებლობისთვის. ამ ოპონენტებში, რომლებიც ცხოვრობენ მეზობელ კორპუსში, შედის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და მისი ცოლი იაკო გოლეთიანი, რომელიც არის სასამართლოს თანამშრომელი.

გიორგი შავლიაშვილი გაკიცხული იყო წარსულში პროფესიული გადაცდომისთვის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ და სახელგატეხილი მოსამართლე ლევან მურუსიძის ცნობილი თანამზრახველია, რომელსაც ბრალი 2006 წელს ბანკის ახალგაზრდა თანამშრომლის მკვლელების დაცვაში ედება. გარდა ამისა, შავლიაშვილი პირადად დაემუქრა შპს „აიკონია კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორს თბილისის მერიაში მოსმენის დროს, დაპირდა რა, რომ (ამერიკელები) ვერასოდეს ააშენებენ (მათ) მიწაზე“, _ აღნიშნულია წერილში, რომელიც „გურია ნიუსს“ ამერიკელმა ბიზნესმენმა, შპს „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელმა სეთ ედვარდ ჩარიმ გამოუგზავნა.

ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის პოზიტიური ურთიერთობის მიუხედავად, ისეთმა ამერიკელმა ინვესტორებმა, როგორსაც „აიკონია კაპიტალი“ წარმოადგენს, „განიცადეს უკიდურესი ფინანსური დანაკარგები, ზარალი და პირადი უსართხოებისადმი მუქარებიც კი, ამჟამინდელი მთავრობის ნების არარსებობის გამო, უზრუნველეყო კანონის უზენაესობა და დაცვა”.

სულ თავიდან რომ დავიწყოთ, კომპანია „აიკონია კაპიტალს“ თბილისის ძველ იპოდრომთან ამერიკული ცათამბრჯენი უნდა აეშენებინა, რომლის დასრულება წელს იგეგმებოდა, თუმცა, მშენებლობა არც კი დაწყებულა.

როგორც სეთ ედვარდ ჩარი ამბობს, 2015 წლის შემდეგ „აიკონია კაპიტალის“ პროექტი შეფერხდა და მთავრობა ვერ ახერხებს ამ შეფერხების მიზეზების კანონიერების ახსნას.

„დახმარებისთვის ხელისუფლების პირთა მიმართ შეტანილი ოფიციალური საჩივრები და თხოვნები ან იგნორირებულ იქნა ან არაეფექტური და მინიმალური რეაგირება მოჰყვა.

2016 წლიდან _ დღემდე, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებით, პროექტი გაიყინა, ჩვენი ოპონენტების საჩივრების პასუხად. სასამართლოს ყველა ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადვოკატი წარადგენდა უამრავ მტკიცებულებას და დასკვნებს ნახევრად _ სამთავრობო ლევან სამხარაულის ექპერტიზის ბიუროდან, ჩვენი ბიზნესის გაყინვა კვლავ და კვლავ გრძელდებოდა სასამართლოების მიერ, რასაც არ მოჰყვებოდა არანაირი ოფიციალური განმარტება იმაზე, თუ რატომ ან რა გავაკეთეთ არასწორად. უფრო მეტიც, რამდენიმე მოსამართლემ დაწერა, რომ ჩვენი ბიზნესი კვლავ უნდა შეჩერდეს საქმესთან დაკავშირებით მათი „პირადი გრძნობების“ გამო, იმის ნაცვლად, რომ მოეტანათთ მტკიცებულებები, არგუმენტები ან პრეცედენტები სათანადო ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა მცდელობა, რომ შეგვეცვალა სასამართლოს მოსაზრება, ან საპირისპიროდ გვეჩივლა ჩვენი ოპონენტებისთვის, სარჩელებით ჩვენი შევიწროების გამო, უარყოფილ იქნა”, _ აღნიშნავს სეთ ედვარდ ჩარი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი „ოთხწლიანი ტერორი არ შემოფარგლულა მხოლოდ მართლმსაჯულებაზე უარით და სასამართლოებში აღმაშფოთებელი, მიკერძოებული ქცევით”:

„სინამდვილეში, ჩვენ განვიცადეთ და ჩავიწერეთ შევიწროების და მუქარების მრავალი შემთხვევა ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ჩვენი ოპონენტების და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან“, _ ამბობს ჩარი და მისი სიტყვების დასტურად „გურია ნიუსს“ რამდენიმე ვიდეო მასალას უგზავნის.

ვიდეოფაილებში ასახულია ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირება კომპანიის წარმომადგენლებთან, ისმის გარკვეული ტიპის მუქარებიც.

„აიკონია კაპიტალში“ აღნიშნავე,ნ რომ მიუხედავად პოლიციის მრავალჯერ გამოძახებისა, ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

სეთ ედვარდ ჩარი ყვება, რომ ამ წლების მანძილზე ყველა სამართლებრივ გზას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, სასამართლოს მაღალჩინოსნებიც არიან ჩარეულნი და ეს მიაჩნია იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში მხარედაც კი არ არის ჩართული.

„ოფიციალურად, მომჩივნები არიან ჯამბულ ბახტაძე, მერაბ კახიანი და გიორგი ჯიქია. თუმცა, მათ უკან სხვა ადამიანები დგანან. ღიად არ ჩანს, თუმცა, აქ გარკვევით იკვეთება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, გიორგი შავლიაშვილის ინტერესები, რომელიც მურუსიძის ახლო მეგობარია“, _ ამბობს ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც სასამართლოს სთხოვდა, რომ სასამართლო პროცესებში, რომლის მოპასუხე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურია, ის მხარედ ჩაერთოთ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები გიორგი შავლიაშვილთან დაგვეზუსტებინა, თუმცა, უშედეგოდ _ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

დაკავშირება ვერ შევძელით ვერც მის მეუღლესთან, ია გოლეთიანთან, რომელიც ამჟამად უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას იკავებს. გოლეთიანს შეტყობინება სოციალურ ქსელშიც გავუგზავნეთ, თუმცა, ამ დრომდე არ გამოგვხმაურებია.

რაც შეეხება ოფიციალურ მოსარჩელეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ  თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე 25-სართულიანი კორპუსი არ უნდა აშენდეს, მაგალითად, ჯამბულ ბახტაძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი უჩუმრად გაასხვისეს:

„2010 წელს, როცა ცინცაძის ქუჩაზე ბინა შევიძინე, დამტკიცებული გენგეგმა შევისწავლე. აქ იყო სკვერი, შადრევანი, პარკინგის ადგილი. თურმე, 2014 წელს ეს ადგილი, 2 400 კვ.მ. ამოუჭრიათ და ჩვენი სახლის წინ, სადაც პატარა გზამ უნდა გაიაროს, 7 მეტრში 25-სართულიანი მონსტრი უნდა აშენდეს.

13-სართულიან სახლში ვცხოვრობ, რომელიც ჩაბარებულიც კი არ არის. ეს მიწა ჩაბარების წინ უნდა გადაეცათ და სახლი ჩაბარდებოდა. ახლა მისი ჩაბარების პერსპექტივაც არ არის. აღმოჩნდა, რომ ავტოსადგომზე მისასვლელი გზაც კი გაუსხვისებიათ. ვინ რა გაყიდა, რატომ გაყიდა და ა. შ. არაფერი ვიცით“, _ აღნიშნა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ წლის მიწურულს და იმედი გამოთქვა, რომ მერიის ახალი ხელმძღვანელობა და მაჟორიტარი დეპუტატი ამ საკითხს გადაწყვეტდნენ, რადგან საქმის ძირფესვიანად შესწავლას შეპირდნენ.

მომჩივანი მხარის ადვოკატი უჩა ზაქაშვილი მედიასთან ამბობს, რომ  დავა სკვერთან კი არა, პარკინგის ჩასასვლელთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რამდენიმე მეზობლის საჩივრის გამო ოთი წლით შეჩერებული მშენებლობის საქმე სასამართლო სისტემის მხრიდან ხელშეუვალია და დაზარალებულ ბიზნესმენს ვერავინ უხსნის, თუ რატომ უნდა დათმოს კანონიერად შეძენილ მიწის ნაკვეთზე თაუერის აშენებისთვის დახარჯული სახსრები და წლები. მითუმეტეს, მშენებლობის შესახებ რამდენიმე საექსპერტო დასკვნა და რაც მთავარია, მერიის ნებართვა არსებობს.

ამ დავაში, რომლის ერთ მხარეს ამერიკელი ინვესტორი და მერია დგას, მეორე მხარეს კი, დაზარალებულის თქმით, მეზობლად მცხოვრები მოსამართლე, ზიანდება სახელმწიფო: ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის წამოწყება საფრთხის შემცველია, რადგან სასამართლო მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგება.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან:

„მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები 2011 წელს შეთანხმდა. შემდეგ, 2016 წლის თებერვალში, გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამავე წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ გაასაჩივრა მერიაში, რის შემდეგაც ბათილად იქნა ცნობილი გაცემული ნებართვა.

ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ პროექტი არ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმების რიგ მოთხოვნებს _ უფრო კონკრეტულად კი, საუბარია სახანძრო მოთხოვნებზე. ამის შემდეგ, თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა სრულყოფილი კვლევის ჩატარება და ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა. 2017 წელს, ტერიტორიის მესაკუთრემ კვლავ მოგვმართა, წარმოადგინა კორექტირებული პროექტი, რომელშიც გათვალიწინებული იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შესაბამისად, გაიცა ნებართვა, რაც კვლავ გაასაჩივრა მოსახლეობამ და ამ ეტაპზე, სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო დავა.

რამდენადაც ვიცი, მალე უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება და მანამდე ჩვენ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად“, _აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქართლოს თეთრაულმა.

ამ თემას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერითაც გაშუქდა, საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა:

“რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც კომპანია „აიკონია კაპიტალსის“ წარმომადგენელი, სეთ ედვარდი თითქოსდა მის მიმართ გახორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ისეთივე ტყუილი და ბლეფი, როგორი ლეგენდაცაა ამ ადამიანის ბიზნესმენობა. მე ვარ არჩეული მაჟორიტარი, ვიცავ მოსახლეობის და ჩვენი ქალაქის ინტერესებს და ამას ვაკეთებ მხოლოდ სამართლებრივი გზებით, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ამ საქმის უკან დგანან _ ეს გახლავთ გიორგი რურუა და მისი ბიზნესპარტნიორები. გიორგი რურუა საჯაროდ აკეთებს შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებს ჩემს წინააღმდეგ და იქ მცხოვრები ადამიანების მისამართით. 90-იანი წლების კრიმინალები და სააკაშვილის ზონდერები კვლავ აგრძელებენ ძალადობას ადამიანებზე და ძალადობას ამ ქალაქზე. მათ სურთ, იპოდრომზე 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც ქალაქმშენებლობით და ქალაქგეგმარებით ყველა ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. კორუფცია და კანონის გვერდის ავლა მათი სტილია. სავარაუდოდ, სამშენებლო ნებართვა, რომელიც სასამართლოს ორმა ინსტანციამ შეაჩერა, სწორედ ამ გზით მოიპოვეს.

მოვუწოდებთ ამ ჯგუფს, ნუ ატყუებენ საზოგადოებას და თავი დაანებონ ადგილობრივ მცხოვრებლებზე ზეწოლას. მე ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავ ჩემი ამომრჩევლის და ჩვენი ქალაქის ინტერესებს“, _ განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა, რომელის ბრიფინგს ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

ბრიფინგზე შაქარიშვილს არ უსაუბრია, თუ რა ზარალი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს ინვესტორის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნისას. არც ის თქმულა, რომ საქმის პოლიტიკურ შეფერილობაზე მეტად, მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა ინვესტორმა დაუყოვნებლივ და დასაბუთებულად მიიღოს უარის თქმის კანონიერი და მიუკერძოებელი არგუმენტები.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი: ბიზნესზე გაუთავებელი უკანონო თავდასხმებისა და მთავრობის მხრიდან შესაბამის რეაგირებაზე უარის თქმის გამო, კომპანია Iconia Capital-მა 2018 წლის 5 ნოემბერს, მოახდინა საქართველოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის პროცედურების ოფიციალური ინიცირება და საქართველოს მთავრობაში შეიტანა საარბიტრაჟო შეტყობინება,რომელიც მომზადდა გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. 

აღნიშნული განცხადებით, რომელიც გამყარებულია 500-ზე მეტი გვერდის მოცულობის მტკიცებულებებით, კომპანია ითხოვს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხას, ფინანსური ზარალის კომპენსაციის სახით:

„1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ იქნა ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი ამერიკელი ინვესტორების უფლებების დაცვას. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს აქვს ვალდებულება, თუ პრივილეგირებულად არა, სულ მცირე, სამართლიანად მოეპყრას ამერიკელ ინვესტორებს ისევე, როგორც შესთავაზოს ინვესტორებს და მათ პროექტებს ქვეყანაში უსაფრთხოება. თუკი საქართველო დაარღვევს ამ გარანტიებს, ხელშეკრულება შეიცავს ცალსახა დებულებებს საქართველოსგან ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გზით.

დამანგრეველი ფინანსური ზიანის შედეგად, რაც ჩვენმა ინვესტორებმა განიცადეს, რომლებმაც რისკის ქვეშ დააყენეს საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში გაკეთებული დანაზოგები იმისთვის, რომ ინვესტირება მოეხდინათ საქართველოში, და ვინაიდან არანაირი იმედი არ გვაქვს, ოდესმე მივაღწიოთ სამართალს ან დაცვას ადგილობრივად, იძულებულნი ვიყავით, წავსულიყავით საბოლოო ზომაზე თავის დასაცავად.

ამდენად, 2018 წლის 5 ნოემბერს ჩვენ ოფიციალურად წამოვიწყეთ სამართლებრივი პროცედურა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მის მიმართ არბიტრაჟის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციით გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის სასამართლოში (UNCITRAL). ჩვენი სარჩელი, რომელიც გარკვევით არის ჩამოყალიბებული და ეყრდნობა ოფიციალური დოკუმენტების, მტკიცებულების, ფოტოების, ვიდეოების და ექსპონატების 500-ზე მეტ გვერდს, ითხოვს ფინანსურ კომპენსაციას 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“, _ ამბობს სეთ ედვარდ ჩარი.

მისივე თქმით, მართალია, უკან ვერ დაიბრუნებს ცხოვრების იმ ოთხ წელს, რომელიც მისი და დანარჩენი ინვესტორების უფლებებისთვის ინტენსიურ ბრძოლაში საქართველოში დაკარგა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ფინანსურ კომპენსაციას სრული ოდენობით მიიღებს:

„დაე, ეს ისტორია იყოს გაფრთხილება ამერიკელი ან ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის, ვინც ფიქრობს მათი დიდი შრომით მოპოვებული ფულის დაბანდებას საქართველოში. ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რაც ზედმეტად კარგი ჩანს იმისთვის, რომ რეალობა იყოს, საქართველოში არსებული მწარე რეალობა ხშირად არის დამანგრეველი იმედგაცრუება ნებისმიერი იმ ინვესტორისთვის, რომელიც მოელის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოს ოპერირებისთვის“, _ აღნიშნავს ამერიკელი ინვესტორი.

“გურია ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს და მოკვლევის შედეგებს პერიოდულად გააცნობს მკითხველს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კონგოს ახალმა პრეზიდენტმა 700 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა

ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდებოდა

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო