აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი შევიდა _ ამის შესახებ დემოკრატი კონგრესმენი მიჩიგანის შტატიდან შრი ტანედარი იუწყება.
„მე შევიტანე წინადადება ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ. იგი იგნორიებას უკეთებს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოს; ის არ იბრძვის ამერიკისთვის; ის ანგრევს ყოველივე ამას და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს დემოკრატიას“, _ წერს პოლიტიკოსი პლატფორმა X-ზე.
როგორც გამოცემა Axois აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა 2025 წელს, დემოკრატი კონგრესმენი ცდილობს, იმპიჩმენტი გამოუცხადოს ტრამპს _ „პირველი და არა უკანასკნელი“, _ ვარაუდობენ ჟურნალისტები.
Axois, ასევე, აღნიშნავს, ეს მცდელობა შედეგს არ მოიტანს, რადგან წარმომადგენლობით პალატას და სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
I have introduced articles of impeachment against President Trump.
When Trump ignores the Constitution, Congress, and the courts, he is not “fighting for America.”
He is tearing it down and endangering our democracy. pic.twitter.com/40iBTZKjkC
— Congressman Shri Thanedar (@RepShriThanedar) April 28, 2025