სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ხეს გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



































































