2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.
მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.