https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიხეილ მესხი და КГБ-ს ოფიცრის ხიზილალა

6:11; 25.11.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით.

დღევანდელ „სახალისო“ წერილში რამდენიმე ათეული წლის წინ დავბრუნდები და თანამემამულე სპორტსმენების საზღვარგარეთულ „დასამახსოვრებელ შემთხვევებს“ გავიხსენებ.

ჩვენი მოგონებების პირველი სტუმარი ვეტერანი ფალავანი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ჯუმბერ დავლიანიძე იქნება. არ დაიჯერებთ და ერთხელ აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ქართველმა მოჭიდავეებმა ამერიკელ პოლიციელებთან ერთად იქეიფეს. ალბათ უმჯობესი იქნება თუ ამ შემთხვევას თავად ბატონი ჯუმბერი მოგვიყვება.

„1974 წელია. მსოფლიო თასის ასპარეზობაზე ვართ ნიუ-იორკში. შეჯიბრი წარმატებით დავამთავრეთ და უნდა გამოვფრინდეთ საქართველოში. უამინდობის გამო რეისი სამი დღით გადაიდო. ვყურყუტებთ ნიუ-იორკის აეროპორტში.

ღვთის წყალობით, აქედან წაღებული არაყ-კონიაკი ბლომად გვაქვს და შევექცევით ნება-ნება. ქართული წესია და, ერთმა ჩვენგანმა იქაურებისთვის თვალით უნახავი და ძნელად აღსაქმელი რამ ჩაიდინა: დასალევად აეროპორტის ამერიკელი პოლიციელები არ მოიწვია?! ისინიც, ცოტათი კი გაიპრანჭნენ, მაგრამ, „არ გაგვწირეს“ და… ქართულ კონიაკს, მოგეხსენებათ, გამეორების „ჩვევა“ აქვს – თითო ჭიქას ორი მოჰყვა, ორი და ორი კი ამერიკაშიც ოთხია და, გაუოთხდათ მორიგეობა საწყლებს. საბჭოთა კავშირში ჰყავდათ მილიციელების უფროსი და, რა გასაკვირია, ამერიკელ პოლიციელებსაც ჰყოლოდათ? მაგრად გააძრეს ტყავი დისციპლინის დარღვევისთვის. ჩვენც… დაგვიმოწმეს და, უხერხულობა რომ გაეფანტათ, ისევ ოკეანისიქითა ეშმაკობა იხმარეს – ყველა საბჭოთა მოჭიდავეს ამერიკული „პოლიციელის საპატიო სიგელები“ დაგვირიგეს სიცილ-ხარხარში.“

ქართველმა ფალავნებმა თავი შორეულ იაპონიაშიც ისახელეს და ადგილობრივებს „იაპონიის საპატიო მეხანძრის“ სიგელები გამოსტყუეს. სიტყვას კვლავ ბატონ ჯუმბერს გადავცემ.

„1968 წელს იაპონიაში გახლდით, რა თქმა უნდა – საასპარეზოდ. ტოკიოდან 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მივემგზავრებით ავტობუსით. ტრიალი მინდორია და უცბად გამოჩნდა ერთი პაწაწინა შენობა, რომელსაც უზარმაზარი, ტყვიისფერი ბოლი ასდის.

– ხანძარი! – თქვა ვიღაცამ.

კვამლი რომ უცეცხლოდ არაა, ჩვენთან იციან და იაპონიაში ხომ – მით უმეტეს. ახლა, ჩვენ რა გული გაგვიძლებდა? მივაყენეთ ავტობუსი და გადმოვედით ამდენი მოჭიდავე. დავატრიალეთ მუსკულები და ვცდილობთ ცეცხლის ჩაქრობას, ერთმანეთს ვასწრებთ ბელტების სროლაში. ზოგი სულსაც უბერავდა – იქნებ ჩაქრესო, მაგრამ უარესად გაძლიერდა ცეცხლი. ცოტა ხანში ერთი ჩია იაპონელი მოგვიახლოვდა – რას შვრებით, რას შვრებითო? მაგისთვის გვეცალა?! ისევ ვუტევთ ცეცხლს. ამ იაპონელს სხვებიც წამოეშველნენ და ხელების გაკავება არ დაგვიწყეს? მთლად გადავირიეთ…

თურმე, სპეციალურად წაუკიდებიათ ცეცხლი იმ შენობისთვის, რომ მის ადგილზე ახალი აეშენებინათ – ყველაფერი რომ გაირკვა, ადგნენ და ყველა საბჭოთა მოჭიდავე „იაპონიის საპატიო მეხანძრის“ სიგელებით დაგვაჯილდოვეს…“

შემდეგი „საზღვარგარეთული“ მოგონება ვეტერან კალათბურთელ ვალერი ლომაძეს ეკუთვნის.

„თბილისის „დინამოში“ ორი ლეჟავა თამაშობდა: ანზორ ლეჟავა და ილო ლეჟავა. ორივენი ძალიან საყვარელი და სასახელო კოლეგები გახლდნენ.

უცხოეთში ვართ. ვიპოვეთ ქუჩაში ორი აგური. შევფუთეთ ცელოფნებში და ინკოგნიტოდ ჩავდეთ ჩემოდანში, ველით შედეგს. თბილისში  მოვფრინავთ გამარჯვებულები და კმაყოფილები. ყველას გვეგულება ჩემოდნებში „რაღაც-რუღაცეები“, რითაც თბილისელ ახლობლებს გავახარებთ.

– ანზორ, – ყურში უჩურჩულა ერთმა ჩვენგანმა ტანმაღალ კალათბურთელს, – იცი, რა ხდება?

– რა?

ანზორი სასეიროს მოლოდინშია.

– ილოს, არ გაგვამხილო და ორი აგური ჩავუდეთ ჩემოდანში.

ამის თქმა და ანზორის გადაფიჩინება ერთი იყო… იცინის, იცინის, კვდება სიცილით. გადახედავს ანზორი – ილუმინატორთან მშვიდად მჯდომ ილოს და წასკდება სიცილი.

ჩამოვფრინდით თბილისში. მიდის ანზორი სახლში და ცოლ-შვილს უამბობს, თუ როგორ გადაირევა შინ მისული ილო, როცა ხელში აგურები შერჩება.

სახლში დამხვდურებიც ქანცგაწყვეტამდე იცინიან.

– შენ რა ჩამოგვიტანე? – შეიშრეს როგორც იქნა სიცილის ცრემლები დამხვდურებმა.

ანზორი მომენტს „წელავს“. მერე ტკაცუნით ხსნის ჩემოდანს:

– ოლე! და… ორი აგური ხვდება ხელში. კაცს სიცილი სახეზე ეყინება.

– ოოხ, მე თქვენი! როგორ გამაცუცურაკეთ, თქვე შტერებო!“

დღევანდელ „უცხოურ-სპორტულ მოგონებებს“ ჩვენი „მხიარული“  რუბრიკის ხშირი სტუმარი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე ჯემალ ზეინკლიშვილი დაასრულებს. 1959 წელს თბილისური გუნდი ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საფრანგეთსა და ბელგიაში იმყოფებოდა.

უცხო ქვეყანაში ქართველ მოთამაშეებს თან უშიშროების ერთ-ერთი თანამშრომელი ახლდათ. მიხეილ მესხმა და ჯემალ ზეინკლიშვილმა ამ პიროვნებას ერთი დასამახსოვრებელი „ოინი“ გაუკეთეს.

„საფრანგეთში ერთი ქუთაისელი დიდცხვირა უშიშროების ოფიცერი გამოგვაყოლეს, რომელსაც ყველა პლატონიჩს ეძახდა. მიშა მესხი მეუბნება – ჯემალ, ამდენი ხიზილალა, რაც პლატონიჩმა წამოიღო, არასდროს მინახია, თანაც, რამდენიმე ყუთი წითელი ღვინოც აქვსო!

მოვიფიქრე გეგმა და მიშას გავანდე: შევდივარ პლატონიჩთან ღვინის ბოთლით, კარგ ხასიათზე ვარ, დავუსხი, თითო ჭიქა ღვინო დავლიეთ და ვეუბნები, პლატონიჩ, ხიზილალა მქონდა წამოღებული და გავყიდე, იმდენი ფული მომცეს, სად წავიღო არ ვიცი-მეთქი. პლატონიჩს თვალები აენთო და ცხვირი გაუწითლდა – ასე ემართებოდა როცა ნერვიულობდა. ჯემალ, მეც მაქვს წამოღებული ორი ჩემოდანი, თუ კაცი ხარ გამაყიდინე ხიზილალა და პატივს გცემო! მიშას თვალი ჩავუკარი და გეგმა ავამოქმედეთ: წავიღე ცოტა ხიზილალა, წავიყვანე ორივე და შევედი პირველივე მაღაზიაში, ჩვენი სასტუმროდან კილომეტრნახევარში. მიშა და პლატონიჩი კი “ატანდაზე” დავტოვე.

წარმოიდგინეთ, რა სასაცილო იყო – მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი და დიდცხვირა კაგებეშნიკი ერთად რომ იდგნენ ატანდაზე!!! შევიკავე სიცილი და შევედი მაღაზიაში – ზერელედ ვათვალიერებ ყველაფერს, გამყიდვლები გაკვირვებული მიყურებენ, იღლიაში რა აქვსო? ნელ-ნელა მივედი კარებთან და ისეთი მოვცოცხე, თვალი ვერავინ მკიდა. ჩავუქროლე პლატონიჩს და მიშას: არიქათ უშიშროება მოგვდევს-მეთქი! გამოიქცა ორივე, წინ მიშა და უკან პლატონიჩი!!!

საოცარი სცენა იყო: მირბის მესხი და უკან ქშენით დიდცხვირიანი უშიშროების ოფიცერი!!! გამწარებულმა კინაღამ მიშას გაასწრო სირბილში!!! გეგმის მიხედვით მიშა სასტუმროში შევარდა, პლატონიჩი მიჰყვა, მე კი ვითომ უშიშროება გავიყოლე, ვირბინე ერთი ხუთი წუთი კიდევ, წყალი შევისხი, ვითომ ძალიან დავიღალე და ოფლიანი ვარ, საპნით ავიქაფე და ჩუმად შევიძურწე სასტუმროში.

წამოღებული ხიზილალა ბუნებრივია ჩუმად ჩემს და მიშას ოთახში შევიტანე. მივადექი პლატონიჩის ოთახს, ძლივს გამიღო, შევიპარე და ვეუბნები – ნუ გეშინია პლატონიჩ,კგბ კი დაგვეცა, მაგრამ ერთი საათი ვირბინე, ხიზილალა გადავაგდე და გზა-კვალი ისე ავურიე, ვერაფრით მოგვაგნებენ-თქო! პლატონიჩი მეუბნება, ჯემალ შენ გენაცვალე, რაკიღა უშიშროებას გადამარჩინე, ვინ დაეძებს ხიზილალას, აგერ რამდენი მაქვსო! შემოიყვანე მიშა და ვიქეიფოთ ჩვენი გადარჩენისაო! მოკლედ, მე და მიშა მესხს ღვინო და ხიზილალა არ დაგვკლებია ტურნირის ბოლომდე.

ამის მერე გავიდა 10 წელი, ფეხბურთს თავი დავანებე, და ერთხელაც ქუთაისში მოვხვდი მაგარ პურმარილზე. ვხედავ, პლატონიჩი არ ზის? მოვითხოვე სიტყვა, ავედი სკამზე და მოვყევი ათი წლის წინანდელი ისტორია… პლატონიჩს ცხვირი გაუწითლდა, იარაღს ხელი დაავლო და გამომეკიდა მოსაკლავად! ძლივს დააწყნარეს… შენ ჯემალ ზეინკლიშვილი არ იყო, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო!“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026

გივიში არეული კახი კავსაძე

რა ვიდეო გაუგზავნეს მიხეილ საააკაშვილს თბილისიდან _ "ჯავახიშვილის სტუდენტებმა შეუკვეთეს"

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო