ოზურგეთელმა ნიკოლოზ კუტუბიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დღეს რუსი მეტოქე დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენი ფალავანი ხვალ ბელორუსს დაეჭიდება და ოქროსთვის იბრძოლებს!
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში ბულგარეთში იმართება.
ნიკოლოზ კუტუბიძე ბერძნულ – რომაული სტილით ჭიდაობს ( 68 კგ) და საქართველოს ნაკრებს წარმოადგენს.






































































