MLS-ის მე-8 ტურში მაიამის “ინტერი” გასვლაზე “ჩიკაგოს” დაუპირისპირდა და ნულოვანი ფრე ითამაშა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და არბიტრს არაერთი ყვითელი ბარათის აღება მოუწია.
ერთ-ერთი საკამათო ეპიზოდისა და ჩხუბის დროს კი ლუის სუარესმა თავის თანაგუნდელ ჟორდი ალბას უკბინა და სიტუაციიდან მისი განრიდება ასე სცადა.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯო კიელინის, ოტმან ბაკალისა და ბრანისლავ ივანოვიჩის შემდეგ ალბა გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელსაც სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას უკბინა.
წყარო: sportall.ge