საქართველოში ფეხბურთის მოყვარულებისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა: FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიური უფლებები Setanta Sports-მა მოიპოვა.
„ეს ტურნირი მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გამაერთიანებელი ღონისძიებაა. ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა, ვიყოთ ასეთი სპორტული დღესასწაულის ნაწილი. Setanta Sports-ი ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რეგიონში წამყვანი სპორტული მედიაა. რეპორტაჟებს გამორჩეულ კომენტატორთა გუნდი გაუძღვება. ასეთი მასშტაბის ტურნირის ტრანსლირება, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მოუთმენლად ველით, როგორც ერთგულ მაყურებელთან, ისე ახალ აუდიტორიასთან შეხვედრას, მით უმეტეს, რომ სრული პაკეტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი,“ — აცხადებს Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბაჩა მალაზონია.
საფეხბურთო დღესასწაული სტარტს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისამდე გასტანს. ტურნირის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი სატელევიზიო არხებსა და OTT პლატფორმაზე — setantasports.com-ზე იხილავს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურებას მაყურებელი „რუსთავი 2“-ის ეთერშიც შეძლებს.






































































