საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, ხუთამდე გაიზარდა.ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა.
შედეგად დაშავებული 5 პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც იგი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადმოიყვანა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავარიის შედეგად 3 ადამიანი იყო დაშავებული.

































































