https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სავარაუდოდ, მოსახლეობის შუაში ბეტონის ქარხანას დადგამენ”

17:26; 8.09.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის კონკრეტულმა ჯგუფმა, “გურია ნიუსს” არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია მოაწოდა _ “აქ, მდინარე ნატანების პირას, სოფლების: დვაბზუსა და ბაღდადის დამაკავშირებელ ხიდთან, ჩვენთვის უცნობმა პირებმა შეისყიდეს ყანა და იქ გეგმავენ ბეტონის ქარხნის აშენებას, რომელმაც შემოქმედში მშენებარე ობიექტს უნდა მიაწოდოს ცემენტი. ვინაობის გამხელისგან თავს ვიკავებთ მეზობლები, რადგან “სახათრო ხალხი” დადის და გვანამუსებს, ყველაფერს გაგიკეთებთ, ოღონდ წინააღმდეგობა არ გაგვიწიოთო. საით მიდის გზა საყარაულო ჯიხურიდან? სავარაუდოდ, მოსახლეობის შუაში ბეტონის ქარხანას დადგამენ…” _ ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენს მკითხველებს შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, მოსახლეობას დავა ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, დვაბზუში ასფალტის ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით. მერე სამართლებრივი დავა შეწყდა, რადგან ინვესტორთან შეთანხმდნენ, რომ ის არ ჩართავდა ე.წ. “დრაბილკას” და გომისმთის გზის დასრულების შემდეგ, დანადგარებს გადაიტანდა.

_ სწორედ ამ ქარხნის მშენებლობის ნებართვის მიცემის გამო, წინა მერმა პირწმინდად წააგო არჩევნები დვაბზუსა და ბაღდადში, სადაც დიდი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. კი, ბატონო, ფურცელზე ყველაფერს “გაგიპრავებთ”, მაგრამ შინაარსობრივად შეიძლება სოფლის გულში, ასფალტის ქარხანა? ნუთუ, სახელმწიფოს არ შეუძლია მოაწყოს ტერიტორია. მიიყვანოს გაზი, წყალი, დენი, გზა და იქ განათავსოს ბეტონის და ასფალტის ქარხნები? ხომ ხედავთ, ბოსტნებში, ყანებში, ვენახებში იდგმება და თურმე, კანონიერია ეს ყველაფერი, _ ამბობენ ისინი. თან დასძენენ, თუ ძალიან საჭირო იქნება, ღიად გამოვალთ. ახლა კი, თუ კანონში შეუსაბამობაა, ამაზე იფიქროს ხელისუფლებამ და ჩვენ, ადამიანებმა თუ ინვესტორმა, რომელიც კარგ საქმესაც ბევრს აკეთებს, ერთმანეთი რატომ უნდა დავჭამოთო?

მკითხველებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დვაბზუში ასფალტის ქარხნის მშენებლობის შესახებ “გურია ნიუსი” წინა წლებშიც არაერთხელ წერდა.

კომპანია “ნიუ როუდის” ასფალტო-ბეტონის ქარხანა სოფელ დვაბზუში მდებარეობს. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი, მის გადატანას ქარხნის ამოქმედების დღიდან ითხოვს.

“ვიხრჩობით მტვერში”, გვგუდავენ ასფალტის სუნით”, “გვაგიჟებენ, ფსიქიკას გვინგრევენ ხმაურით”,  _ ამბობდნენ ისინი და ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ ქარხნის გადატანას მოსახლეობისგან ათი კილომეტრის დაშორებით მაინც. მათი თქმით, საამისო საშუალება და ადგილიც არსებობს. მთავარია, იყოს ქარხნის ხელმძღვანელთა ნება.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ საწარმო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია რეგიონში.

ახლა მოსახლეობის წარმომადგენლები ასფალტის ქარხნის შესახებ არაფერს ამბობენ, რადგან ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ კურორტ გომისმთის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხანა, რომელიც მობილურია, აქ არ დარჩება და სხვაგან გადაიტანენ. ყოველ შემთხვევაში, შეთანხმება, საბოლოოდ, ასეთი იყო.

ჯერ კიდევ 2018 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი კანონი _ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც ახლებურად არეგულირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კონკრეტულად კი, ასფალტის ქარხნის მოწყობის შემთხვევაში, ახალი კოდექსით სამინისტრომ თავდაპირველად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებს თუ არა პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩატარებას (ანუ, მიიღოს სკრინინგის გადაწყვეტილება):

“ჩემი აზრით, ვინაიდან მოსახლეობა სადავოს ხდის სწორედ ქარხნის ადგილმდებარეობას, ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, გზშ-ს ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ქარხნის მშენებელი ვალდებული იქნება, განიხილოს ქარხნის განთავსების ალტერნატიული ადგილები და საბოლოოდ შეარჩიოს ისეთი ადგილი, სადაც ქარხნის მშენებლობითა და ოპერირებით, არ მიდგება (ან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი) ზიანი გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის”.

დღეს ადგილობრივები, უკვე ახალი, ბეტონის ქარხნის აშენებაზე ეჭვობენ და ნაკლებად აპროტესტებენ ასფალტის ქარხნის აქ მდებარეობას, რადგან, როგორც თქვით, იმედოვნებდნენ, რომ მალე გადაიტანდნენ სხვა ადგილზე.

_ ეს სულ სხვა ჯგუფია, რომელიც ახლა ბეტონის ქარხნის აშენებას აპირებს. ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საყანე ფართობი იყიდეს ერთ-ერთი მესაკუთრისგან. შემდეგ აპირებენ, რომ ეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად გადააფორმონ და სასწრაფოდ ააშენონო ქარხანა. მართალია, მათ ასფალტის ქარხნის მფლობელ ჯგუფთან არანაირი შეხება არ აქვთ, თუმცა, დიდი ალბათობით, მსგავსი ქარხნებია და ეტყობა, ერთმანეთთან ახლოს ყოფნას ამჯობინებენ, _ აღნიშნავენ ადგილობრივები.

ისინი მდინარე ნატანების სიახლოვეს ჩადგმული ჯიხურის შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს მუშაობის დასაწყისზე მიანიშნებს.

_ გავიგეთ, რომ ეს პირი, ვინც საყანე ფართობი იყიდა და იქვე ახლოს ჯიხურიც დადგეს, თბილისში მცხოვრებია, გვარად კალანდაძე. ჩვენ არ გვინდა ინვესტორებთან ჩხუბი, სასამართლო-სასამართლო სირბილი. რა მოხდება, რომ მიუჩინონ ამ ხალხს საწარმოს განთავსების შესაბამისი ადგილი მოსახლეობისგან შორს? აქ ამის საშუალებას იძლევა თავად რელიეფი. მჭიდრო დასახლება არაა იქეთ, 500 მეტრში რომ გასწიონ, დაიქცევა ქვეყანა?! _ დაობენ დვაბზუელები.

“გურია ნიუსი” შეეცადა ჯერ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან დვაბზუში, ლაშა გოგოტიშვილთან და ასევე, საკრებულოს დეპუტატთან, მარიკა ჩხიკვიშვილთან გაერკვია, რა ხდება მათ სოფელში.

ლაშა გოგოტიშვილი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დვაბზუში:

_ ამ ინფორმაციის შესახებ ვიცი, ოღონდ ზედაპირულად. სამიოდე დღის წინ მითხრა ამის შესახებ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, გვარად სმირნოვმა. კენჭი არ გადაადგილდება არც მდინარე ნატანების კალაპოტში, ჩვენს სოფელში, ჩვენი ნებართვის გარეშე (თუმცა, უკვე დადგეს ჯიხური, რომლის შესახებ მერის წარმომადგენელმა არ იცის. ავტ.) და არც არსად! აუცილებლად მივიღებთ ზომებს. ჩვენი მერის, ავთანდილ თალაკვაძის დიდი იმედი მაქვს. თუ რაიმე უკანონობას ექნება ადგილი, ის არ დაუშვებს! ხოლო ჩემთვის, ასევე, თითოეული დვაბზუელის აზრი უმნიშვნელოვანესია და როგორც მათ სურთ, ისე გადაწყდება ყველაფერი, _ გვითხრა მან.

კითხვაზე, რას ნიშნავს მდინარის კალაპოტთან ახლოს დადგმული ჯიხური, რომელზეც ადგილობრივები ღიად ეჭვობენ, რომ ეს ქმედება ბეტონის ქარხნის აშენების დასაწყისია, გოგოტიშვილმა თქვა:

_ მე ახლა ბახმაროში ვარ. ამ საღამოს ვბრუნდები. ხვალვე მივალ ადგილზე და გავარკვევ ყველაფერს. მზად ვარ, გიპასუხოთ ყველა კითხვაზე.

“გურია ნიუსი”, ასევე, ესაუბრა საკრებულოს დეპუტატს დვაბზუდან, მარიკა ჩხიკვიშვილს _ ის ამავე სოფლის მკვიდრია.

_ სამი დღეა, რაც გავიგე ამის შესახებ. დაახლოებით ის ვიცი, რაც თქვენ მითხარით. მოსახლეობისგან შევიტყვე. ასფალტის ქარხნის მფლობელთან არანაირი კავშირი რომ არ აქვს, ეს ვიცი. მე ყველანაირად ვეცდები, ჩემი ამომრჩევლების ინტერესი დავიცვა. ჩავერთვები ყველაფრის გასარკვევად. თუ რაიმე არაკანონიერი იქნება, ვიქნები ხალხის მხარეს. ისე კი არა მგონია, რაიმე ისეთი მოხდეს, რომ იქ მცხოვრებთათვის საზიანო გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ… ადვილად არაფერი ხდება. მთელი რიგი პროცედურები ახლავს ასეთ პროცესს, _ გვითხრა მარიკა ჩხიკვიშვილმა.

“გურია ნიუსი” აუცილებლად გააგრძელებს ამ საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მოძიებას, რათა პასუხი გაეცეს დვაბზუელთა კითხვას _ “საით მიდის გზა საყარაულო ჯიხურიდან?”

ამ ყველაფერს კი თანმიმდევრულად მივაწოდებთ, როგორც დაინტერესებული მხარეს, ისე ჩვენს მკითხველებს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

მარიკა ჩხიკვიშვილი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23 თებერვალი, 2026

"სახლთანაა მეწყერი მოსული, რა დროს წაგვიღებს არ ვიცი" _ ნატანებში ოჯახს დახმარება სჭირდება

„სოფელ ლესაში, მდინარეში გაიყვანეს გზა, დააპატარავეს კალაპოტი"- გივი ცინცაძე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23.02.2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23.02.2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23.02.2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23.02.2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23.02.2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო