თბილისში, ვაშლიჯვარში მომხდარი ფაქტის შედეგად დაჭრილია ორი პირი. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

































































