სასამართლო პროცესი მოწმეების გამოუცხადებლობის გამო ორჯერ გადაიდო. 8 ოქტომბერს პროცესი კვლავ განახლდა, რომელსაც მოსამართლე მარინა კიკნაძე უძღვებოდა.
მისი თქმით, ნუგზარ ცინცაძეს ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობისათვის ნუგზარ ცინცაძეს ასი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა”, _ გვითხრა მოსამართლემ.
ხსენებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინსტრაციული სამართალდარღვევები. მუხლი 166 – წვრილმანი ხულიგნობა. წვრილმანი ხულიგნობა, ე.ი. საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.