აღნიშნულ ღონისძიებას ზუგდიდში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ოფიციალური ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეწეოდე ქვეყნის სამსახურს იმ რეგიონში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი და ამისთვის აუცილებელია შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თითოეულმა თანამშრომლმა გაიაზროს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიულ რეგიონში მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. მინისტრი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში სამეგრელოს რეგიონში შსს-ს დაღუპული თანამშრომლების მემორიალი დაიდგმევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდას“ მარკის 20 ახალი ავტომობილით შეივსო. ასევე, გაფართოვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟებმა ახლა უკვე ანაკლიის მიმართულებითაც დაიწყეს პატრულირება.
რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისში, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში უკვე განხორციელდა.