დაკავებულმა 2 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში, შურისძიების მიზნით, 1983 წელს დაბადებულ ერიკ მღებროვს ცივი იარაღით სხეულზე ორი ჭრილობა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერიკ მღებროვი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108–ე მუხლით).