რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. სოფელ ერკეთში, 32 წლის მამაკაცი ვენახის გასხვლის დროს აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
_ სახლის აივანზე აქვთ ვენახი. ყლორტები იყო ცუდად და შესასწორებლად ავიდა. კიბე ჰქონდა მიყუდებული, რომელიც გადმობრუნდა, _ გვითხრეს გარდაცვლილი ახლობლებმა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.