ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. დაჭრილია ძაღლის ერთ-ერთი პატრონი. 17 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტი ჩიქობავას ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.