https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩემი ყველაზე კარგი ხუმრობა ჩემი დასაფლავება იქნება” _ ლუი დე ფიუნესი

9:07; 31.07.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ევროპაში (განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში) ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მსახიობი ლუი დე ფიუნესი იყო. მისი სახელი ინგლისურენოვან სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი ამერიკაში, პრაქტიკულად, უცნობი იყო 1974 წლამდე. სწორედ მაშინ გამოვიდა აშშ-ს ეკრანებზე ფილმი ,,რაბინი იაკობის თავგადასავალი”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ოქროს გლობუსზეც კი იყო ნომინირებული.

კარლოს ლუის დე ფიუნეს დე გალარზა დაიბადა 1914 წლის 31 ივლისს პარიზის შემოგარენში. მის მშობლებს მოუხდათ ესპანეთის დატოვება და საფრანგეთში გადასახლება, რადგან ოჯახები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. სკოლაში პატარა ლუი საშუალოდ სწავლობდა, მას უფრო მასხარაობა და ბავშვების გართობა უყვარდა. ერთხელ მას მოუნდა ზორო განესახიერებინა და ისე მოარგო ლასოს მარყუჟი თავის ამხანაგს, რომ ის სასწაულად გადაურჩა დახრჩობას. ამ შემთხვევის შემდეგ დედამ ლუი სამუშაოზე გაგზავნა.

ლუი დე ფიუნესი უამრავი პროფესია გამოიცვალა: იყო შიკრიკი, ვიტრინების გამფორმებელი, დილაობით რძეს დაატარებდა. როცა ჯარში სამსახურის დრო მოვიდა, ის უარით გაისტუმრეს მისი გაბარიტების გამო _ დე ფიუნესის სიმაღლე მეტრი და 64 სანტიმეტრს, ხოლო წონა 55 კგ-ს შეადგენდა. ეს შეურაცხყოფა მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დაავიწყდება…

პირველი როლი სცენაზე დე ფიუნესმა ითამაშა პიესაში ,,მეფის ინდაური”, პირველად კრიტიკოსებმა მსახიობი იქ შეამჩნიეს. 1941 წლიდან ის დადიოდა თეატრალურ კურსებზე, სადაც გაიცნო თავისი მეორე ცოლი, ჟანი ბარტოლომი _ განათლებული ქალიშვილი, რომელმაც ზეპირად იცოდა ლაფონტენის შემოქმედება. ის ამაყობდა, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის გი დე მოპასანის ნათესავი იყო. ომის პერიოდში ლუი მუშაობდა სასურსათო საწყობში, შემდეგ ღამის კაბარეში მოეწყო პიანისტად (ის მშვენიერი პიანისტი იყო და ბრწყინვალედ უკრავდა ჯაზს), სადაც ღებულობდა ორ უფასო სადილს _ თავისთვის და ფეხმძიმე მეუღლისათვის.

პირველად ეკრანზე ლუი დე ფიუნესი გამოჩნდა 1945 წელს. ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ეპიზოდურ როლებს: მსახურებს, ქურდბაცაცებს, ოფიციანტებს, მეზობლებს, შვეიცარებს, მხატვრებს და სხვა მრავალ პერსონაჟს. 1945 წლიდან 1963 წლის ჩათვლით ის გამოჩნდა 112 ფილმში. საერთო ჯამში კი ფიუნესმა 130 როლზე მეტი ითამაშა კინოში და 100 მეტი როლი სცენაზე.

გაჭირვების გამო დე ფიუნესი იძულებული იყო, ყველაზე პაწაწკინტელა როლზეც დათანხმებულიყო. მას ფული არასოდეს ყოფნიდა ბინის ქირისა და სადილისთვის. მაყურებლისათვის ის ცნობილ სახედ 1954 წლიდან იქცა, როცა გამოვიდა ფილმი ,,მამა, დედა, მოსამსახურე და მე” თუმცა, მაყურებელს არ ახსოვდა მისი გვარი; ისინი იძახდნენ: ა, ეს ის მსახიობია რომელიც მეზობელს თამაშობდა. მაგრამ ნამდვილი წარმატება მას მოუტანა ფილმმა ,,ი ვუ, ნი ცონნუ” (თუმცა მას იქამდე უკვე ჰქონდა ნათამაშები მთავარი როლი სხვა ფილმში). ამ როლის შემდეგ დაიბადა ლუი დე ფიუნესის ეკრანული იმიჯი _ ვერცხლისწყალივით ენერგიული ქოლერიკი, წარმოუდგენელი მანჭვაგრეხითა და მიმიკით, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად დაუღალავად იღწვის. იმ დღიდან კრიტიკა უკვე მაღალ შეფასებას აძლევდა მის ნამუშევრებს, ხოლო მაყურებელმა როგორც იქნა დაიმახსოვრა მისი სახელი და გვარი. ამ ფილმით მიღწეული წარმატება მან განამტკიცა სხვა სურათებში მონაწილეობით: ,,მშვენიერ ამერიკელი ქალბატონი”, ,,ეშმაკი და ათი მცნება”, ,,სენტროპელი ჟანდარმი” და განსაკუთრებით კი ,,ფანტომასზე” შექმნილი სერიალით.

,,ფანტომასი” საკმაოდ პოპულარული კინოგმირი გახლდათ, მის შესახებ ჯერ კიდევ მუნჯი ფილმების პერიოდში იღებდნენ ფილმებს, მაგრამ ეს იყო სერიოზული დეტექტივები. ახალი ,,ფანტომასის” სერიები კი იყო ნაზავი დეტექტიურ-კომედიური ჟანრის. ფილმის მთავარ გმირად მოიაზრებოდა ჟურნალისტი და თვით ფანტომასი, ორივე როლს მოგეხსენებათ, ასრულებდა ჟან მარე. მაგრამ ფილმში სასწორი აშკარად გადასწია ლუი დე ფიუნესმა, რომელმაც ითამაშა კომისარ ჟუვის როლი. ეს არის ბრწყინვალედ გამოძერწილი პერსონაჟი _ საკუთარ თავში შეყვარებული, თავხედი, უპრინციპო, ამავე დროს სასაცილო, ყველაფრის მცოდნე ბრიყვი. საერთოდ ცხოვრებაში სწორედ ასეთი ბრიყვები არიან საშიშნი, უბრალოდ ბრიყვი, რომელსაც ამბიციები არა აქვს, უწყინარია, ხოლო ვისაც საკუთარი თავი ქვეყნიერების ჭიპად წარმოუდგენია, ეს უკვე ნაღდი საშიშროებაა, რადგან არ იცი რას მოელოდო მისგან. ის არაპროგნოზირებადია. მერე რამდენია მსგავსი ტიპი ჩვენში და მთელ მსოფლიოში. სწორედ ლუი დე ფიუნესის მიერ კომისარის ბრწყინვალედ განსახიერებული პერსონაჟის წყალობით უნდა უმადლოდეს ,,ფანტომასის” სერიალი მის უზარმაზარ წარმატებას.

საინტერესოა, რომ გადაღებებისას დე ფიუნესი ყველა ტრიუკის შესრულებას თავად ითხოვდა. თუმცა ერთხელ მორიგი ტრიუკის შესრულებისას ის დაშავდა და მთელი ერთი კვირა სასტუმროდან არ გამოსულა. მაშინ ფილმის რეჟისორი ანდრე იუნებელი ლამის გათეთრდა შიშისაგან. ამის შემდეგ საშიშ ტრიუკებს დე ფიუნესის მაგიერ კასკადიორი ასრულებდა

მას შემდეგ რაც პოპულარული გახდა, დე ფიუნესმა თავი უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და თავისუფლად იგრძნო, მან დაიჯერა საკუთარი ძალებისა. ნიღაბი, რომელიც მან ,,ფანტომასში” მოირგო, ამიერიდან მის საფირმო ნიშნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ცირკში არასოდეს უმუშავია, მისთვის ჩვეული იყო კლოუნებისთვის დამახასიათებლი ელემენტების გამოყენება. კრტიკოსების აზრით, მისი წარმატების მთავარი საწინდარი ეს მძაფრი ჟესტიკულაცია და გადამეტებული მიმიკა იყო. დე ფიუნესს ბობოქარი ენერგია მემკვიდრეობით ესპანელ-პორტუგალიელი დედისაგან ერგო. თურმე როცა დედამისი რაიმეს აკეთებდა თითქოს შეტევა ემართებოდა, ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, დედის ხასიათის ამ დეტალს ის ხშირად იყენებდა საკუთარი კინოპერსონაჟის გასამდიდრებლად.

კარიერის დასაწყისში სხვების მსგავსად, დე ფიუნესიც ხმარობდა ხოლმე გრიმს, ხან ულვაშებს იკეთებდა, ხან პარიკს, მაგრამ ბოლოს იპოვნა ნიღაბი _ საკუთარი განუმეორებელი, საოცრად მოძრავი და მრავლისმეტყველი სახე. მისი გმირი ეს ჩიკორა კაცია, არც თუ სიმპატიური, ბრაზიანი ბრიყვი, გადამეტებული, თეატრალური ჟესტიკულაციით, რომელიც თითქოსდა არ უნდა იწვევდეს მაყურებელში სიმპათიის გრძნობას, მაგრამ მოხდა საოცრება _ ის აუდიტორიის ნამდვილ კერპად საყვარელ, გმირად იქცა, ხოლო მის მიერ შექმნილი ნიღაბი მსოფლიო კინოკომედიის საგანძურში საპატიო ადგილი დაიკავა აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წამოძახილები, რასაც ის აქტიურად იყენებდა ფილმებში მან ისესხა უოლტ დისნეის დონალდ დაკისაგან

მის ფილმებს გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მაყურებელი უკვე გაგრძელებას ითხოვდა, მომდევნო წლებში არა მარტო ,,ფანტომასის” არამედ ,,სენტროპელი ჟანდარმის” შემდეგ სერიებსაც იღებენ.

საინტერესო იყო ლუი დე ფიუნესის და სრულიად განსხვავებული კომიკოსის, ასევე, უაღრესად ნიჭიერი და სახელგანთქმული ბურვილის თანამონაწილეობა კომედიებში. მაყურებელმა კარგად იცის ეს ფილმები – ..დოყლაპია” და ,,დიდი გასეირნება”. ერთი სიამოვნებაა ამ წყვილის ეკრანზე ყურება _ დე ფიუნესი დაუცხრომელი და ენერგიული, ტყვიამფრქვევვივით რომ ისვრის სიტყვებს (ნაღდ გურულს ჰგავს), ხოლო ბურვილი წყნარი და ზანტი. ცხოვრებაში ისინი დიდი მეგობრები იყვნენ.  ,,დიდი გასეირნება” 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც აბსოლუტური რეკორდი იყო იმდროინდელი საფრანგეთისთვის, რადგან მაყურებელი მაშინ არც თუ ისე ეტანებოდა კინოთეატრებს.

დიდების ზენიტში ყოფნისას ლუი დე ფიუნესი ფრანგული კინოს ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი გახლდათ. მისი ანაზღაურება ერთი ფილმისთვის შეადგენდა 2,5 მილიონ ფრანკს, მაშინ როცა ალენ დელონს 2 მილიონს უხდიდნენ. ეს უზარმაზარი თანხა იყო იმდროინდელი ფრანგული კინოსთვის, რა თქმა უნდა, ეს ვერ შეედრებოდა ამერიკელი მსახიობების ანაზღაურებას _ მასშტაბები იყო განსხვავებული.  ლუი დე ფიუნესი არა მარტო მაყურებლის, არამედ მასმედიის სიყვარულით სარგებლობდა, რადგან ჟურნალისტებთან ყოველთვის თავაზიანი იყო, ინტერვიუზე უარს არ ებნებოდა.  დე ფიუნესი იქცა საფრანგეთის მთავარ ვარსკვლავად, სადაც კი გამოჩნდებოდა იქ უამრავი ხალხი იკრიბებოდა, მან საკუთარი სახლის კარზე განცხადებაც კი გამოაკრა ,,ვვაჭრობთ მხიარულებით _ 9 საათიდან 18 საათამდე”. ეს ხუმრობა ბევრმა სერიოზულად აღიქვა და მის სახლთან რიგები დგებოდა. უზარმაზარმა ჰონორარებმა ერთი უკუშედეგიც მოიტანა _ ბიუჯეტის გამო უკვე შეუძლებელი გახდა სხვა დიდი ვარსკვლავების მოწვევა ფილმში, რამაც გამოიწვია მეორე პლანის მსახიობების გაუფასურება, ფილმის მთვარ ღერძად დე ფიუნესი იქცა და მთელი სიმძიმე მასზე გადადიოდა. მისი პერსონაჟები უფრო კარიკატურულნი ხდებოდნენ, ჟესტიკულაცია და მიმიკა ხაზგასმით ფეთქებადი და რაც მთავარია ხშირად გადამეტებული იყო.

თუმცა იყო გამონაკლისებიც, მან რამდენჯერმე ითამაშა ფრანგული კინოს ლეგენდასთან ჟან გაბენთან ერთად. ფილმში ,,ჯენტლმენი ეფსონიდან” რეჟისორს მოუწია ბევრი დუბლის გადაღება, რადგან ჟან გაბენი სიცილს ვერ იკავებდა იმდენად სასაცილო იყო დე ფიუნესი. პოპულარობამ ვარსკვლავური ავადმყოფობაც შესძინა მსახიობს, რაც განუყოფელი ნაწილია თითქმის ყველა სახელგანთქმული შემოქმედისა. ზოგჯერ შუა გადაღებებისას დე ფიუნესი ჩერდებოდა და აცხადებდა რომ მან ამ სცენის უკეთესი ვარიანტი მოიფიქრა, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა გადამღები ჯგუფი, ეს ხომ ყველაფერ ზედმეტ ხარჯებთან და დაკარგულ დროსთან იყო დაკავშირებული.

ლუი დე ფიუნესი განაგრძობდა შეუჩერებლივ ფილმებში მონაწილეობას, თუმცა მის მიერ მოგნილი გმირის აღარ ვითარდებოდა _მე ვმეორდები და ვმეორდები _ იძახდა სინანულით მსახიობი რეპეტიციებსა თუ გადაღებებზე მას ყველგან დაჰყვებოდა მისი ერთგული მეუღლე ჟანინი, ის ყველანაირად უწყობდა მას ხელს, დაჰყავდა ის მანქანით გადაღებებზე და შემდეგ უკან სახლში, ყიდულობდა საჭირო ნივთებს, აფთიაქსა თუ მაღაზიებში, ასევე აგროვებდა ყველაფერს რაც კი რაიმე იბეჭდებოდა მისი მეუღლის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში.

დე ფიუნესი აცხადებდა რომ მსოფლიოში უამრავი მსახიობია რომელსაც შეუძლია მაყურებელი აატიროს, მაგრამ იშვიათად გვხვდება მსახიობი, რომელსაც აქვს უნარი გააცინოს ვინმე. თვალში საცემია ის ფაქტი რომ ყველა მისი როლი თანაბარი დონის არ არის, კინოსგან განსხვავებით კი, როგორც სერიოზული კრიტიკოსები აცხადებენ, სცენაზე ნათამაშები როლები გამოირჩევიან სტაბილური დონით, ბრწყინვალე რიტმის გრძნობით, არაჩვეულებრივი დინამიზმით.  სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონია ბედნიერება გვენახა ეს დიდი მსახიობი სცენაზე. ამბობენ, რომ სცენაზე დადგმული ,,ოსკარი” ბევრად უკეთესია ვიდრე კინოფილმი.

მსახიობი ეს როგორც პიანისტია ამბობდა დე ფიუნესი, რომელმაც ყოველ დღე უნდა ივარჯიშოს. თეატრი ეს სავარჯიშო გამებია, მაყურებელი ეს უწყვეტი ენერგიის ნაკადია, რომელთანაც კონტაქტის გარეშე, მსახიობის შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება ან კიდევ შეიძლება საერთოდ გაქრეს. სცენაზე მე ენერგიით ვივსები.

ხანგრძლივმა და მუდმივმა სტრესმა, მუშაობას არანორმალურმა რიტმმა თავისი შედეგი გამოიღო _ პირველი ინფარქტი ლუი დე ფიუნესმა მიიღო სცენაზე თამაშის დროს, მეორე ინფარქტი უკვე ჰოსპიტალში. მეორე ალბათ იმიტომ იყო საჭირო რომ პირველი ინფარქტი უფრო უკეთ შემეგრძნოო, _ხუმრობდა მსახიობი. დე ფიუნესი დიდხანს მკურნალობდა და ის ლამის დაივიწყეს. ეს არის შოუ ბიზნესი – თუ ყოველდღიურად, ყოველწამიერად არ შეახსენე საკუთარი თავის შესახებ, შენს ადგილს მაშინვე დაიკავებენ შენს ნაკვალევზე წამოსული ადამიანები, ეს პირველ რიგში ეხება ნიჭიერ ხალხს, თუ არა და უნიჭო ვის რაში სჭირდება!  თუმცა ლუი დე ფიუნესს არ ივიწყებდნენ მისი ერთგული კოლეგები და შემოთავაზება მაინც მოდიოდა. ასეთი მეგობარი იყო რეჟიოსრი ჟან ჟირო რომელთანაც ერთად მან ,,ჟანდარმების” სერია გადაიღო, მაგრამ მათი უკანასკნელი ფილმის გადაღებისას ჟირო გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მსახიობმა ინტერესი დაკარგა სიცოცხლისადმი. ის საკუთარ ციხე-სიმაგრეში გამოიკეტა და ვარდების მოშენებას მიჰყო ხელი და როგორც ამბობენ დიდ წარმატებასაც მიაღწია. ზოგიერთ ვარდს დღეს მისი სახელი ჰქვია. მთელი ცხოვრების მანძილზე ლუი დე ფიუნესი გაურბოდა ხალხმრავალ საზოგადოებას, მას მეგობრების ძალიან ვიწრო წრე ჰყავდა, თავისუფალ დროს ის ოჯახთან ერთად ატარებდა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლუი დე ფიუნესმა ცოლს უთხრა ,,მე ვიცი, რა იქნება ჩემი ყველაზე კარგი ხუმრობა, ჩემი დასაფლავება. მე ის ისე უნდა ვითამაშო, რომ ყველა სიცილით მოკვდეს”. ლუი დე ფიუნესი გარდაიცვალა 1983 წლის 28 იანვარს. დილით ის ოთახიდან გამოვიდა და ცოლს უთხრა მე მოწყენილი ვარ…  ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. საფრანგეთმა დიდხანს ვერ დაიჯერა ამ დიდი ფრანგის გარდაცვალების ამბავი…

1982 წელს ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით ფრანგ კომიკოსებს შორის ლუი დე ფიუნესს პირველი ადგილი ეკავა, 55 ფრანგულ საუკეთესო ფილმს შორის კი 11-ში დე ფიუნესი მონაწილეობდა. ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებისა და ღვაწლისთვის მსახიობი ღირსების ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს (გახსოვთ, ალბათ, ფილმი ,,გაყინული” _ როგორ ნატრობდა მისი გმირი ამ ორდენის მიღებას). სიკვდილის შემდეგაც მსახიობს არ ივიწყებენ: 1998 წელს მის საპატივსაცემოდ საფოსტო მარკა გამოუშვეს. ანიმაციურ ფილმში ,,რატატუი” (2007) კი ბრაზიანი და ეჭვიანი შეფ მზარეულის გმირი დაფუძნებულია ლუი დე ფიუნესის მიერ შექმნილ პერსონაჟებზე.

თქვენი არ ვიცი და ჩემთვის განუმეორებელია სახე, რომელიც მან ,,ბატონ სეპტიმის რესტორანში” შექმნა – განსაკუთრებით, იმ სცენაში, სადაც ის ჰიტლერად ,,იქცევა” (ეს სცენა თავიდან ბოლომდე მისი მოგონილია). ალბათ, ჩარლი ჩაპლინის ,,დიდი დიქტატორის” შემდეგ ადოლფ ჰიტლერზე ასე არავის, სლენგი რომ ვიხმაროთ, უღადავია…

ირაკლი მახარაძე

გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ბუნებით ესთეტი ქალბატონი _ "კარმიდამოს სილამაზე საკონკურსო უნდა იყოს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11.09.2026
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

11:57; 11.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ცენტრში, მოსაცდელში, დარშიც წვიმა გიცდით…

11:20; 11.09.2026
სამართალი

“ოთხი კაცი ურტყამდა, მოსაკლავად გაიმეტეს”

10:52; 11.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

10:28; 11.09.2026
მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

9:43; 11.09.2026
საზოგადოება

გოგებაშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან

9:01; 11.09.2026
საზოგადოება

 თხილის ყველაზე ცუდი ფასი ბოლო წლების განმავლობაში

8:57; 11.09.2026
საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო